კარლ ფრიდრიხ ფონ ბადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ფრიდრიხ ფონ ბადენი
Karl Friedrich von Baden
ბადენის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 25 ივლისი, 1806
მმართ. დასასრული: 10 ივნისი, 1811
წინამორბედი: კარლ III ვილჰელმი
მემკვიდრე: კარლ ლუდვიგ ფრიდრიხი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1728 წლის 22 ნოემბერი
დაბ. ადგილი: კარლსრუე
გარდ. თარიღი: 1811 წლის 10 ივნისი
გარდ. ადგილი: კარლსრუე
მეუღლე: 1) კაროლინა ლუიზა ფონ ჰესენ-დარმშტადტი
2) ლუიზა კაროლინა ჰაიერი
დინასტია: ცერინგენები
მამა: ფრიდრიხ ფონ ბადენ-დურლახი
დედა: ანა შარლოტ ამალია ფონ ნასაუ-დიცი

კარლ ფრიდრიხი (გერმ. Karl Friedrich von Baden; 1728 წლის 22 ნოემბერი, კარლსრუე — 1811 წლის 10 ივნისი, იქვე) — ბადენ-დურლახის მარკგრაფი 1738 წლის 12 მაისიდან, ბადენის გაერთიანებული სამარკგრაფოს მარკგრაფი 1771 წლის 21 ოქტომბრიდან, ბადენის მარკგრაფი და კურფიურსტი 1803 წლის 27 აპრილიდან და ბადენის დიდი ჰერცოგი 1806 წლის 25 ივლისიდან. მისი მმართველობა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო ევროპისა და მსოფლიოს ისტორიაში.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1738 წლის 12 მაისიდან კარლ ფრიდრიხი ბადენ-დურლახს მართავდა, როგორც მარკგრაფი (თვითმპყრობელური მმართველობა დაიწყო 1746 წლის 22 ნოემბრიდან, აქამდე რეგენტების მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა).

1771 წლის 21 ოქტომბერს კარლ ფრიდრიხმა მემკვიდრეობით მიიღო ბადენ-ბადენის სამარკგრაფო და გააერთიანა ბადენის სამარკგრაფო. მისი მმართველობა ითვლება განათლებული აბსოლუტიზმის ნიმუშად; კარლ ფრიდრიხი მხარში ედგა სკოლებსა და უნივერსიტეტებს (მის სახელს ატარებს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი), სასამართლო პრაქტიკას, ეკონომიკას, კულტურასა და ქალაქის მშენებლობებს.

1803 წელს, იმპერიის სეიმის გადაწყვეტილებით, კარლ ფრიდრიხი გახდა კურფიურსტი, ხოლო 1806 წელს — ახალი, გაძლიერებული ბადენის დიდი ჰერცოგი. იმავე წელს, ის შეუერთდა რაინის კავშირს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1751 წლის 28 იანვარს, კარლ ფრიდრიხი დაქორწინდა კაროლინა ლუიზა ფონ ჰესენ-დარმშტადტზე (1723—1783), ლუდვიგ VIII-ის ქალიშვილზე. ამ ქორწინების შედეგად დაიბადნენ:

1787 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, კარლი დაქორწინდა ლუიზა კაროლინა ჰეიერზე (1768—1820). შვილები:

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კარლ ფრიდრიხი 73 წელზე მეტ ხანს იყო მმართველი, ამიტომ ის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივად მმართავ მონარქად ითვლება მსოფლიოში.
  • სახელმწიფო შედიოდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში.