კარლ ვილჰელმ შეელე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ვილჰელმ შეელე
შვედ. Carl Wilhelm Scheele
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი, 1742(1742-12-09)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი შტრალზუნდი, შვედეთის პომერანია[4] [2] [3]
გარდ. თარიღი 21 მაისი, 1786(1786-05-21)[2] [5] [6] [7] [8] [3] (43 წლის)
გარდ. ადგილი კეპინგი[2]
მოქალაქეობა  შვედეთი
საქმიანობა ქიმიკოსი[2] , აფთიაქარი[2] და ფარმაკოლოგი
ალმა-მატერი უფსალის უნივერსიტეტი
მეუღლე Sara Margarethe Pohl

კარლ ვილჰელმ შეელე (შვედ. Carl Wilhelm Scheele; დ. 9 დეკემბერი, 1742 — გ. 21 მაისი, 1786) — შვედი ქიმიკოსი, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1775).

განათლებითა და პროფესიით ფარმაცევტი. მუშაობდა შცვედეთის სხვადასხვა ქალაქის აფთიაქებში, სადაც ატარებდა ქიმიურ კვლევებს. აღმოაჩინა მრავალი არაორგანული და ორგანული ნივთიერება: ქლორი (1774), გლიცერინი (1779, მოლიბდენისა (1778) და ვოლფრამის (1781) ანჰიდრიტები, სილიციუმის ტეტრაფთორიდი (1771), ბარიუმის ჟანგი (1774), დარიშხანწყალბადი (1775), ღვინომჟავა (1769), სილიციუმფთორწყალბადმჟავა და ფთორწყალბადმჟავა (1771), დარიშხანმჟავა (1775), მჟაუნმჟავა (1776), რძემჟავა (1780), ციანმჟავა (1782) და სხვა.

1769 წელს შეელემ შეიმუშავა ნაცრიდან ფოსფორის წარმოების ხერხი. 1774 წელს თავისუფალი სახით გამოყო მანგანუმი და ბარიუმის ოქსიდი. დეტალურად აღწერა ქლორის თვისებები. დაამტკიცა ჰაერის რთული შედგენილობა. მისი სახელობისაა მცირე კრატერი მთვარის ზედაპირზე და მცირე პლანეტა კარლშეელე. მისი სახელობისაა მინერალი შეელიტი.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Manuskript 1756—1777. Tolkning av С. W. Ossen. [Uppsala, 1942];
  • Chemische Abhandlung von der Luft und dem Feuer, Lpz., 1894;
  • Nachgelassene Briefe und Aufzeichnungen, hrsg. von A. E. Nordenskiöld, Stockh., 1892.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]