ქეთევან კალანდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კალანდაძე, ქეთევან)
ქეთევან კალანდაძე
სრული სახელი ქეთევან კალანდაძე
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველო
ეროვნება საქართველო
სფერო მხატვარი
მომზადება თბილისის სამხატვრო აკადემია
მ. თოიძის სახ. სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრი
საიტი http://ketevan-kalandadze.com/ru//

ქეთევან კალანდაძე (დ. თბილისი, საქართველო) — ქართველი თანამედროვე მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეთევანი დაიბადა თბილისში. 90–იან წლების დასაწყისში სწავლობდა თოიძის სამხატვრო სკოლაში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის ხელოვნების აკადემია, სადაც სწავლობდა ფერწერის ფაკულტეტზე. 2000 წელს ქეთევანი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა შედგა ჯერ კიდევ 1994 წელს, თბილისის სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლის დასაწყისში. ქეთევანის ნამუშევრები ინახება გერმანიის, ისრაელის, ინგლისის, ჰოლანდიის, რუსეთის და აშშ–ს კერძო კოლექციებში. ნარკვევები ქეთევანის ნამუშევრების შესახებ დაბეჭდილია ისეთ გამოცემებში, როგორიცაა თავისუფალი საქართველო, საღამოს თბილისი, არგუმენტები და ფაქტები, ახალი ეპოქა.

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2002 — პერსონალური გამოფენა აჭარის წარმომადგენლობაში თბილისში, საქართველო.
  • 2001 — ბარათების საკონკურსო გამოფენა გალერეა „N“–ში, თბილისი, საქართველო.
  • 1999 — ძველი გალერეა, თბილისი, საქართველო.
  • 1999 — კოლექტიური გამოფენა „ახალგაზრდა მხატვრები“ მუზეუმში ქარვასლა, თბილისი, საქართველო.
  • 1994 — პერსონალური გამოფენა გალერეა „მერანში“,თბილისი, საქართველო.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არის მთელი სამყარო შენს სულში, არგუმენტები და ფაქტები №50 (482) / 14 დეკემბერი 2011
  • ბათუმში შეხვედრამდე, ახალი ეპოქა / 11–14 მაისი 2001
  • ფერის სამყაროში, თავისუფალი საქართველო / 13 ოქტომბერი 1999
  • გაზაფხული ტილოზე, საღამოს თბილისი / 9 დეკემბერი 1994
  • სიყვარულის დღესასწაული, თბილისი / 16 დეკემბერი 1994
  • თანამედროვე საქართველოს ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი, მხატვრები და კრიტიკოსები / 2000
  • საქართველოს ციფრული ენციკლოპედია, CD

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]