კაარელ ეენპალუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაარელ ეენპალუ (ესტ. Kaarel Eenpalu; 1935 წლამდე — კარლ ეინბუნდი ესტ. Karl August Einbund; დ. 26 მაისი, 1888 — გ. 27 იანვარი ან 28 იანვარი 1942, კიროვის ოლქი) — ესტონეთის სახელმწიფო მოღვაწე.

1920, 1921–1924 და 1924–1926 წლებში ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. 1926–1932, 1933–1934 წლებში რიიგიკოგუს თავმჯდომარე. 1932 და 1938–1939 წლებში პრემიერ-მინისტრი. 1934–1938 წლებში კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრია.

1940 წელს დააპატიმრეს და მიუსაჯეს ხანგრძლივი ვადით შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა. გარდაიცვალა 1942 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]