ისააკ ზინგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია გამომგონებელს და მეწარმეს ეხება. მწერლის შესახებ იხილეთ ისააკ ბაშევის ზინგერი.
ისააკ ზინგერის პორტრეტი, ედუარდ მეი (1869).

ისააკ მერიტ ზინგერი (დ. 26 ოქტომბერი, 1811 — გ. 23 ივლისი, 1875) — ამერიკელი გამომგონებელი, მსახიობი და მეწარმე. მას ეკუთვნის საკერავი მანქანის მნიშვნელოვანი ტექნიკური გამუჯობესება და ის იყო ზინგერის საკერავი მანქანის კომპანიის (Singer Sewing Machine Company) დამფუძნებელი.