იოჰან მარტინ შლაიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰან მარტინ შლაიერი

იოჰან მარტინ შლაიერი
მშობლიური სახელი Johann Martin Schleyer
დაბადების თარიღი 18 ივლისი, 1831
ობერლაუდა
გარდაცვალების თარიღი 16 აგვისტო, 1912 (81 წლის)
კონსტანცი
მოქალაქეობა გერმანიის დროშა გერმანია
საქმიანობა მღვდელი

იოჰან მარტინ შლაიერი (გერმ. Johann Martin Schleyer; დ. 18 ივლისი, 1831 — გ. 16 აგვისტო, 1912) — გერმანელი კათოლიკე მღვდელი, შეიმუშავა უნივერსალური ენის — ვოლაპიუკის პროექტი. 1856 წელს სასულიერო წოდება მიენიჭა. 1867–1875 წლებში კრუმბახში იყო პასტორი. XIX საუკუნის ბოლოსთვის გამოსცემდა ფილოსოფიურ ჟურნალს „არფა სიონა“, სადაც 1879 წელს გამოაქვეყნა პირველი სტატია ვოლაპიუკის შესახებ: „საყოველთაო ენისა და გრამატიკის პროექტი დედამიწის ყველა ერის განათლებული ადამიანებისათვის“.[1] მისივე სიტყვებით, 1879 წლის 31 მარტს ღამით მას ძლიერი უძილობა აწუხებდა, მთელი ღამე სახლში დადიოდა და სწორედ ამ დროს შექმნა მან ენის გრამატიკა და ლექსიკონი, რის შემდეგ ვოლაპიუკზე აქვეყნებდა წინადადებებს, ხოლო მოგვიანებით ლექსებს.[2] ვოლაპიუკი პირველად გამოქვეყნდა 1880 წელს დევიზით: „მენადე ბალ პუკი ბალ“. თავდაპირველად ენამ დიდი პოპულარობა შეიძინა.[1] კულტურკამპფის პერიოდში 4 თვით პატიმრობაში იმყოფებოდა. 1894 წელს პაპმა ლეო XIII-მ უბოძა პაპის პრელატობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]