იოჟე ტოპორიშიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოჟე ტოპორიშიჩი (სლოვენ. Jože Toporišič; დ. 11 ოქტომბერი, 1926, მოსტეცი — გ. 9 დეკემბერი 2014) — სლოვენი ლინგვისტი. ავტორია მრავალრიცხოვანი შრომებისა სლოვენურ ენაზე, მათ შორის „სლოვენური ენის გრამატიკა“. მონაწილეობდა „სლოვენიის სალიტერატურო ენის ლექსიკონის“ შედგენაში. მისი ბიბლიოგრაფია მოიცავს 700 წიგნს, სტატიას, რეცენზიას და ა. შ.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ლიუბლიანის, ზაგრებისა და ზადარის უნივერსიტეტებში, ასევე მუშაობდა აშშ-ში, რუსეთში, პოლონეთში. იყო სლოვენიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]