ილარიონ ჩავლეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილარიონ ჩავლეიშვილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ილარიონ გიორგის ძე ჩავლეიშვილი
დაბ. თარიღი 1857
დაბ. ადგილი ოქროსქედი
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 1938
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი,

ილარიონ ჩავლეიშვილი (დ. 1857, ოქროსქედი — გ. 1938) — ქართველი სახალხო მომღერალი. გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩავლეიშვილმა კარგი განათლება მიიღო. იყო მწიგნობარი, მელექსე და პოეზიის კარგი მცოდნე. ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“ და „თამარიანი“. კარგად წერდა და მაშინდელ პრესაში წერილებს აქვეყნებდა ქართული ხალხური სიმღერის შესახებ.

ბიძაშვილთან, სამუელ ჩავლეიშვილთან ერთად შეისწავლა სიმღერა ჯერ თავად მაქსიმეიშვილთან, შემდეგ დათა გუგუნავასთან. იყო ბანის უბადლო შემსრულებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]