ივანე სეჩენოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე სეჩენოვი
დაბ. თარიღი 1 (13) აგვისტო, 1829[1]
დაბ. ადგილი Sechenovo
გარდ. თარიღი 2 (15) ნოემბერი, 1905[1] (76 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[2] [1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ინჟინერი, ფსიქოლოგი, ფიზიოლოგი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი
მუშაობის ადგილი ოდესის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი, მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი, ბესტუჟევის კურსები, საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია და Imperial Novorossiia University
ალმა-მატერი ნიკოლაევის საინჟინრო სასწავლებელი, მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი, სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, MSU Faculty და ოდესის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები მიხეილ შატერნიკოვი და ალექსანდრე სამოილოვი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორი და doctor
მეუღლე Maria Alexandrovna Sechenova
ჯილდოები წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი და დემიდოვის პრემია

ივანე მიხეილის ძე სეჩენოვი (რუს. Ива́н Миха́йлович Се́ченов; დ. 13 აგვისტო [ ძვ. სტ. 1 აგვისტო] , 1829 — გ. 15 ნოემბერი [ ძვ. სტ. 2 ნოემბერი], 1905) — რუსი ბუნებისმეტყველი, მოაზროვნე-მატერიალისტი, რუსული ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, ფსიქოლოგიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერულ მიმართულებათა შემქმნელი. 1869 წელიდან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1904 წლიდან კი მისი საპატიო წევრი.

1863 წელს პირველად დაიბეჭდა მისი ნაშრომი „თავის ტვინის რეფლექსები“, 1866 წელს გამოქვეყნდა შრომა „ნერვული სისტემის ფიზიოლოგია“. 1901 წელს კი გამოვიდა მისი „ნარკვევები ადამიანის შრომით მოძრაობათა შესახებ“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა შრომის ჰიგიენის შესწავლას.

ივანე პავლოვმა სეჩენოვს რუსული ფიზიოლოგიის მამა უწოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Zusne, Leonard. 1984. Biographical Dictionary of Psychology. Westport, Connecticut: Greenwood Press. ISBN 0-313-24027-2
  • Ivan Sechenov at University of Illinois at Chicago, Department of Neurology
  • Ivan Sechenov at Max Planck Institute for History - part of "The Virtual Laboratory, Essays and Resources on the Experimentalization of Life"

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]