იან შტურსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იან შტურსა 1915 წელს

იან შტურსა (ჩეხ. Jan Štursa; დ. 15 მაისი, 1880, ნოვე-მესტო, მორავია — გ. 2 მაისი, 1925, პრაღა) — ჩეხი მოქანდაკე. სწავლობდა ჰორჟიცეს მოქანდაკეთა და ქვის მთლელთა სკოლასა (1894-1898) და პრაღის სამხატვრო აკადემიაში (1899-1903). განიცადა სიმბოლიზმის გავლენა. მისი ქანდაკებები გადმოსცემს ადამიანის სხეულის სილამაზეს („ევა“, 1908, ეროვნული გალერეა, პრაღა); შექმნილი აქვს დრამატიზმით აღბეჭდილი ნაწარმოებები („დაჭრილი“, 1920-1921, იქვე), მრავალი მონუმენტი და მონუმენტურ-დეკორატიული კომპოზიცია (სკულპტურული ჯგუფები „შრომა“ და „ჰუმანურობა“, პრაღა, 1911-1913).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]