თოროს თორამანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თოროს თორამანიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 18 მარტი, 1864(1864-03-18)[1]
დაბ. ადგილი შებინქარაჰისარი, ოსმალეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 1 მარტი, 1934(1934-03-01)[2] [1] (69 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი[1]
დასაფლავებულია Q42794211?
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[1] და არქეოლოგი
ეროვნება სომხები[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 ოსმალეთის იმპერია
ალმა-მატერი Istanbul State Academy of Fine Arts
ჯილდოები სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

თოროს თორამანიანი (სომხ. Թորոս Թորամանյան; დ. 18 მარტი, 1864, შებინქარაჰისარი, ოსმალეთის იმპერია — გ. 1 მარტი, 1934, ერევანი) — სომეხი არქიტექტორი და არქეოლოგი, სომხეთის არქიტექტურის ისტორიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1864 წელს შებინქარაჰისარში, ოსმალეთის იმპერიაში. კონსტანტინოპოლის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაკავდა კერძო და საზოგადოებრივი შენობების დაპროექტებით კონსტანტინოპოლში, შემდეგ ბულგარეთში, სადაც გადავიდა 1896 წელს, ასევე რუმინეთში.

1902 წელს თორამანიანი იღებს წინადადებას მიიღოს მონაწილეობა სომხეთის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქის — ანისის ექსპედიციაში, სადაც გადავიდა 1903 წელს და შეუერთდა ნიკო მარის ექსპედიციას.

1904 წელს თორამანიანი არქიმანდრიტ ხაჩი დადიანის მიწვევით უერთდება ზვართნოცის გათხრებს. 1905 წელს გამოკვლევის შედეგები მან გამოაქვეყნა ნაშრომში „ზვართნოცის ტაძარი“.

1921 წელს მას შემდეგ, რაც ანისი აღმოჩნდა თურქეთის ტერიტორიაზე, თორამანიანმა დაკარგა იქ თავისი გამოკვლევების წარმოების შესაძლებლობა. 1923 წელს სომხეთის სსრ ქმნის უძველესი ძეგლების დაცვის კომიტეტს, რომლის წევრი ხდება თორამანიანი. იგი იღებს მონაწილეობას ეჩმიაძინის ტაძრის რეკონსტრუქციაში.

1930-1932 წწ. ხელმძღვანელობდა სომხეთის ისტორიული მუზეუმის არქიტექტურულ განყოფილებას ერევანში. იყო მსოფლიო სომეხთა კონგრესის წევრი.

გარდაიცვალა 1934 წელს. დაკრძალულია კომიტასის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. https://pantheon.world/profile/person/Toros_Toramanian