თელმა ტოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თელმა ტოდი

თელმა ტოდი 1933 წელს.
დაბადების სახელი თელმა ელის ტოდი
დაბადების თარიღი 29 ივლისი, 1906
ლორენსი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 16 დეკემბერი, 1935 (29 წლის)[1]
პასიფიკ პალისეიდსი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1926–1935

თელმა ელის ტოდი (დ. 29 ივლისი, 1905 – გ. 16 დეკემბერი, 1935) — ამერიკელი მსახიობი. ითამაშა დაახლოებით 120 ფილმში 1926-1935 წლების პერიოდში. ცნობილი იყო მისი კომედიური როლებით.

დაიბადა ლოურენსში, მასაჩუსეტსის შტატში ჯონი და ელის ტოდების ოჯახში. ბავშვობაში სურდა სკოლის მასწავლებელი გამხდარიყო. ახალგაზრდობისას უკვე სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და 1925 წლისათვის „მის მასაჩუსეტსი“-ც გახდა რის შემდეგაც იგი შენიშნეს ჰოლივუდის აგენტებმა და მისი საფილმო კარიერაც სწორედ ამ დროიდან დაიწყო. ითამაშა ძმები მარქსების რამდენიმე ფილმში. 1935 წლის დილას იგი გაზით გაგუდული იპოვნეს საკუთარ ავტომობილში მისი მეგობრის ჯიუველ კარმენის გარაჟში. თელმა ტოდს ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავი გაუხსნეს ამერიკულ ფილმში შეტანილი წვლილისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Donati, William. The Life and Death of Thelma Todd. McFarland & Company, Inc., 2012
  • Edmonds, Andy (1989). Hot Toddy: The True Story of Hollywood's Most Sensational Murder. New York: William Morrow and Co. Inc. ISBN 0-688-08061-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: თელმა ტოდი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Almanac of Famous People (2011). ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი, 2015.