თედორე აპრაქსინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თედორე აპრაქსინი

თედორე მათეს ძე აპრაქსინი (რუს. Апраксин, Фёдор Матвеевич; დ. 27 ნოემბერი, 1661 — გ. 10 ნოემბერი, 1728, მოსკოვი) — რუსეთის ფლოტის გენერალ-ადმირალი (1708), პეტრე I-ის თანამებრძოლი, გრაფი. 1693–1696 წლებში დვინის ვოევოდა და არხანგელსკის გუბერნატორი. მონაწილეობდა აზოვის მეორე ლაშქრობაში (1696). 1700 წლიდან საადმირალო პრიკაზის მთავარი უფროსი და აზოვის გუბერნატორი. ხელმძღვანელობდა აზოვის ფლოტის მშენებლობას. 1709 წელს მოიგერია შვედების თავდასხმა პეტერბურგზე. 1710 წელს აიღო ვიბორგი, თავი გამოიჩინა განგუტის ბრძოლაში. 1715-1719 წლებში ხელმძღვანელობდა საზღვაო და სადესანტო ოპერაციებს ბალტიის ზღვაზე. 1718 წელს დაინიშნა საადმირალო კოლეგიის პრიზიდენტად. სპარსეთის ლაშქრობაში 1722-1723 მეთაურობდა კასპიის ფლოტილიას. 1723-1726 წლებში სათავეში ედგა ბალტიის ფლოტს. 1726 წლიდან იყო უმაღლესი საიდუმლო საბჭოს წევრი. ემხრობოდა ა. მენშიკოვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]