ზაზა ბურჭულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაზა ბურჭულაძე
დაბადების თარიღი 9 სექტემბერი, 1973(1973-09-09) (50 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ფსევდონიმი Gregor Zamza[1]
საქმიანობა მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, დრამატურგი, მსახიობი[1] და სცენარისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო[2]
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია
Magnum opus ადიბასი (რომანი)
საიტი pen-deutschland.de/de/themen/writers-in-exile/aktuelle-stipendiaten/zaza-burchuladze/

ზაზა ბურჭულაძე (დ. 9 სექტემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი მწერალი, სცენარისტი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია — მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი.

1998 წლიდან წერს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „არილი“, „ალტერნატივა“, „ანაბეჭდი“, „ცხელი შოკოლადი“, „ტაბულა“. იყო „რადიო თავისუფლების“ საავტორო ბლოგის ავტორი. არის კავკასიის მედია სკოლის ლექტორი, სადაც კითხულობს კურსს „პოპ-მექანიკა“. 2001 წლამდე იბეჭდებოდა გრეგორ ზამზას ფსევდონიმით. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ფ. მ. დოსტოევსკის, დ. ხარმსის, ვ. სოროკინის, მ. ელიზაროვის, ა. ბიტოვის პროზა.

2003 წელს მიიღო სახელმწიფო ჯილდო „წინანდალი“ რომანისთვის “მინერალური ჯაზი”. 2005 წელს მისი სცენარის მიხედვით „დედა“ გადაიღეს მოკლემატრაჟიანი ფილმი.[წყარო არ არის მითითებული 1059 დღე]

2007 წელს შეასრულა მთავარი როლი მხატვრულ ფილმში „ჯაყოს ხიზნები“ (ფილმი გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით).

2008 წელს მიიღო ბაკურ სულაკაურის ჯოლდო მოთხრობისთვის „Passive Attack“.[წყარო არ არის მითითებული 1059 დღე]

2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი“ მიანიჭა პრემია „წლის საუკეთესო რომანი“.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ორი კანფეტი“, რომანი, 1997 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
  • „მესამე კანფეტი“, მოთხრობების კრებული, 1998 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
  • „შენ“, რომანი, 1999 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
  • „სულთათანა“, რომანი, 2000 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
  • „სიმფსონები“, რომანი, 2001.
  • „წერილი დედას“, რომანი, 2002.
  • „მინერალური ჯაზი“, რომანი, 2003.
  • „სახარება ვირისა“, რომანი (გაგა ლომიძის კომენტარებით), 2004.
  • „ხსნადი კაფკა“, მოთხრობა, 2005.
  • „სხვა გასაღები“, საბავშვო კინოსცენარი (საქართველოს კინოცენტრის დაკვეთით), 2007.
  • „ფონოგრამა“, მოთხრობების კრებული, 2008.
  • „adibas“, რომანი, 2009.
  • „ხსნადი კაფკა“, მოთხრობების კრებული, 2010.
  • „კონფორმისტის ჩანაწერები“, კრებული, 2010.
  • „გასაბერი ანგელოზი“, რომანი, 2011.
  • „ტურისტის საუზმე“, რომანი, 2015.

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მინერალური ჯაზი“, რუსულად, გამომცემლობა ad marginem, 2007.
  • „ხსნადი კაფკა“, რუსულად, გამომცემლობა ad marginem, 2008.
  • „adibas“, პოლონურად, გამომცემლობა Claroscuro, 2011.
  • „adibas“, რუსულად, გამომცემლობა ad marginem, 2011.
  • „ხსნადი კაფკა“, რუმინულად, გამომცემლობა Сartier, 2011.
  • „adibas“, ინგლისურად, გამომცემლობა Dalkey Archive Press, 2014.
  • „გასაბერი ანგელოზი“, ფრანგულად, გამომცემლობა L'Age d'Homme, 2014.
  • „გასაბერი ანგელოზი“, რუსულად, გამომცემლობა ad marginem, 2014.
  • „adibas“, იტალიურად, გამომცემლობა Meridiano Zero, 2014.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Czech National Authority Database
  2. საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა — 1537.