ვეჯინის ხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეჯინის ხევი — სოფელი გლდანის დასავლეთით მდებარე ხეობა, მდინარე გლდანისხევს ერთვის მარჯვნიდან.

ხეობის თავში შემორჩენილია ვეჯინის კომპლექსის ნანგრევები. კომპლექსის სასახლის ოთახების კედლები შიგნიდან თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული. კედელში ზოგან დატანებულია წყალსადენის კერამიკული მასალები. სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ასიოდე ნაბიჯზე აღმართულია იმავე ხანის პატარა ეკლესია, ხოლო ცოტა მოშორებით, ტყეში, კიდევ ორი პატარა ეკლესიაა, რომლებიც სასახლის კომპლექსს ენათესავება (კედლის წყობით, სამშენებლო ხერხებით, არქიტექტურული ფორმებით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]