ვენსან კასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენსან კასელი

ვენსან კასელი
დაბადების სახელი ვენსან კროშონი
დაბადების თარიღი 23 ნოემბერი, 1966 (1966-11-23) (57 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
რეზიდენცია დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1987–დღემდე
მეუღლე(ები) მონიკა ბელუჩი
 (იქ. 1999; განქორწინდა 2013)

ტინა კუნაკი
 (იქ. 2018)
სეზარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

2008 — მერინი
საიტი ოფიციალური საიტი

ვენსან კასელი (ფრანგ. Vincent Cassel; დ. 23 ნოემბერი, 1966, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი კინომსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი. 2009 წელს კასელს მიენიჭა სეზარის პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „მერინი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენსან კასელი დაიბადა 1966 წლის 23 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ფრანგი მსახიობის — ჟან-პიერ კასელისა და ჟურნალისტის — საბინ ლიტიკიეს ოჯახში.[1][2] როგორც მსახიობმა კარიერა ნიუ-იორკში დაიწყო, შემდეგ დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც რამდენიმე წელი მუშაობდა ცნობილი ფრანგი მსახიობის ჟან-ლუი ბაროს თეატრში.

მისი დებიუტი კინოში 1989 წელს შედგა. პირველ წარმატებებს 1990-იან წლებში მიაღწია, როდესაც რამდენიმე ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი იყო ფილმები „დობერმანი“ და „ჟანა დ'არკი“. ფილმში „მეწამული მდინარეები“ ფრანგ ვარსკვლავთან ჟან რენოსთან და მამამისთან ჟან-პიერ კასელთან მოუწია თამაში. 2001 წელს გადაიღეს ფილმში „მგლის საძმო“, რომელიც საკმაოდ მაღალშემოსავლიან კინოდ იქცა. 2005 წელს ითამაშა ფილმში „ღალატის ფასი“, რომელიც შვედმა რეჟისორმა – მიკაელ ჰეფსტრემმა გადაიღო. ამ ფილმში კასელი ყაჩაღის როლს ასრულებს, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად მოტყუების გზით დიდ თანხებს სძალავს მახეში გაბმულ მსხვერპლს.

2006 წელს მონიკა ბელუჩისთან ერთად ითამაშა ფილმში „შაიტანი“. 2010 წელს მთავარი როლი შეასრულა რომან გავრასის დრამაში „ჩვენი დღე დადგება“, ამავდროულად იყო ფილმის პროდიუსერი. ერთ-ერთი ბოლო როლი მიიღო ფილმში „შავი გედი“, სადაც მისი პარტნიორი იყო ნატალი პორტმანი.

ვენსან კასელს ჰყავს და სესილ კასელი, რომელიც აგრეთვე მსახიობია.[3] ვენსან კასელი 1999-2013 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა იტალიელ მსახიობზე მონიკა ბელუჩიზე, რომლისგანაც ორი ქალიშვილი შეეძინა: დევა (დ. 12 სექტემბერი, 2004)[4] და ლეონი (დ. 21 მაისი, 2010)[5] 2018 წელს დაქორწინდა ტინა კუნაკიზე. კასელი ფლობს აფრო-ბრაზილიურ საბრძოლო ხელოვნებას კაპოეირას.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1993 მეტისი Métisse მაქსი
1995 ჯეფერსონი პარიზში Jefferson in Paris კამილ დესმულინი
1995 სიძულვილი La Haine ვინცი
1996 ამღზრდელი L'élève ჟულიენი
1996 ბინა L'Appartement მაქსი
1997 დობერმანი Dobermann დობერმანი
1998 ელისაბედი Elizabeth ანრი III ვალუა
1999 ჟანა დ`არკი The Messenger: The Story of Joan of Arc ჟილ დე რე
1999 ოტელი „პარადიზო“ Guest House Paradiso ჯინო ბოლონეზე
2000 მეწამული მდინარეები Crimson Rivers მაქს კერკერიანი
2001 მგლის საძმო Brotherhood of the Wolf ჟან-ფრანსუა დე მორანჟი
2001 იუბილარი გოგონა Birthday Girl ალექსეი
2001 წაიკითხე ტუჩების მოძრაობის მიხედვით Sur mes lèvres პოლი
2002 გარდაუვალობა Irréversible მარკუსი
2003 განკითხვის დღე The Reckoning ლორდ დე გი
2004 მოცვი Blueberry მაიკ ბლუბერი
2004 საიდუმლო აგენტები Agents Secrets ბრისო
2004 ოუშენის თორმეტი მეგობარი Ocean's Twelve ფრანსუა ტულუ
2005 ღალატის ფასი Derailed ლა როშე
2006 შაიტანი Sheitan ჯოზეფი
2007 ოუშენის ცამეტი მეგობარი Ocean's Thirteen ფრანსუა ტულუ
2007 აღმოსავლური დაპირებები Eastern Promises კირილი
2008 მერინი Mesrine ჟაკ მერინი
2009 ბედის ანაბარა Adrift (À Deriva) მატიასი
2010 შავი გედი Black Swan თომას ლეროი
2011 ჩვენი დღე დადგება Our Day Will Come პატრიკი
2011 ბერი The Monk კაპუჩინო ამბროზიო
2011 სახიფათო მეთოდი A Dangerous Method ოტო გროსი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. France-Presse, Agence (21 April 2007). „Jean-Pierre Cassel, 74, Actor Who Starred in '60s French Comedies, Dies“. The New York Times.
  2. Secher, Benjamin (28 July 2009). „Vincent Cassel interview for Mesrine“. The Daily Telegraph. London.
  3. Annabel Rivkin. (20 April 2009) French Fancy: Cécile Cassel. ES Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 9 March 2011.
  4. Stephen M. Silverman. (14 September 2004) Passion Actress Bellucci Has Baby Girl. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 9 March 2011.
  5. Peter Mikelbank. (24 May 2010) Monica Bellucci Welcomes Daughter Léonie. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 9 March 2011.