ვახტანგ ჯავახაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ ჯავახაძე
დაბადების თარიღი 29 ივლისი, 1932(1932-07-29) (91 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია და პროზა
Magnum opus უცნობი
ჯილდოები რუსთაველის პრემია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, გალა, პრემია „საბა“ და თბილისის საპატიო მოქალაქე
შვილ(ებ)ი ირაკლი ჯავახაძე

ვახტანგ რომანოზის ძე ჯავახაძე (დ. 29 ივლისი, 1932, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადების ადგილი — ქ. ქუთაისი, მშობლები: დედა — შუშანა მარგალიტაძე. მამა — რომანოზ ჯავახაძე. მეუღლე — ნანა ღრუბელაშვილი (1941); შვილები: ირაკლი ჯავახაძე (1968), ირინე (1976).

1940 წელს მშობლებმა ქუთაისის მეორე საშუალო სკოლის პირველ კლასში შეიყვანეს. 1944 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის ვაჟთა პირველ სკოლაში. ვახტანგ ჯავახაძემ ლექსების წერა მეშვიდე კლასიდან დაიწყო. მაშინ თბილისში გამოდიოდა გაზეთი „ნორჩი ლენინელი“, რომელშიც დაიბეჭდა მისი ლექსი.

1956 წელს ვახტანგ ჯავახაძემ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ), ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა „სახელგამში“ მხატვრული ლიტერატური რედაქციის რედაქტორად. გამომცემლობა „საქართველოს“ მთავარი რედაქტორია 1980 წლიდან.

ვახტანგ ჯავახაძის ლექსებზე შექმნილია სიმღერები. კომპოზოტორმა სანდრო მირიანაშვილმა ლექსზე „გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაუგდო ხურდა“ პირველი სიმღერა დაწერა. მის ლექსებზე აგრეთვე დაწერეს სიმღერები კომპოზიტირებმა იაკობ ბობოხიძემ და რობერტ ბარძიმაშვილმა.

ვახტანგ ჯავახაძე არის შოთა რუსთაველის სახელობის, საბასა და გალას პრემიების ლაურეატი.

ჰობი: მხატვართა ალბომების შეგროვება.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საყვარელი ქარები
  • ნაწვიმარი ქუჩები
  • სამხრეთი
  • მეშვიდე
  • მარტი, აპრილი, მაისი
  • შედარება
  • მომიკითხე ზღვა
  • ვახტანგური
  • უცნობი (აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა), ბიოგრაფიული რომანი, გამომცემლობა „საქართველო“, 1988 წელი

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ ჯავახაძეს ვლადიმერ მაიაკოვსკის ოთხი პოემა აქვს ნათარგმნი. ესენია: „ხერხემლის ფლეიტა“, „შარვლიანი ღრუბელი“, „მიყვარს“, „მთელი ხმით“.[1]

მრწამსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ღვთისმორწმუნეობა, მოყვასის სიყვარული, სამართლიანობისათვის თავის გამოდება, გულწრფელობა, შემწყნარებლობა, გაჭირვებულისადმი თანაგრძნობა და დახმარება... მოკლედ, „ათი მცნება“ — ათივე!“ (წიგნიდან „ვინ ვინაა საქართველოში“, 1998–99, ქართული ბიოგრაფიული ცენტრი).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბიოგრაფიული ცნობები[მკვდარი ბმული]
  2. ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)