ვახტანგ კოტეტიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ კოტეტიშვილი
დაბადების თარიღი 1893
გარდაცვალების თარიღი 1937
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე.

ვახტანგ კოტეტიშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1893, დიდი თონეთი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, — გ. 17 იანვარი, 1937) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1911-1914 წლებში სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე. 1918 წელს დაასრულა დერპტის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი; იქვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1919-1926 წლებში მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სკოლებშიც. 1926 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ჯერ ფოლკლორის, 1929 წლიდან კი - მისივე ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს. 1922-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სამხედრო აკადემიაში, იაკობ ნიკოლაძის ჯგუფში; 1928 წლიდან იქვე კითხულობდა ქანდაკების თეორიისა და ისტორიის კურსს. იყო გაზეთ „ქართული სიტყვის“ რედაქტორი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ კოტეტიშვილის პირველი წერილი „საზოგადოებრივი მოტივები არჩილ მეფისა და დ. გურამიშვილის შემოქმედებაში“ 1912 წელს გაზეთ „სახალხო გაზეთში“ დაიბეჭდა. 1918 წელს ცალკე წიგნად გამოსცა შიო არაგვისპირელის შემოქმედების მიმოხილვა, 1921 წელს – „უოლტ უიტმენი პროლეტარიატის პოეტი“, 1925 წელს – „ალ. ყაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი“. მან პირველმა შექმნა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსი.

კოტეტიშვილი ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში მეცნიერულ-ფოლკლორულ ექსპედიციას. 1934 წელს გამოსცა „ხალხური პოეზიის“ პირველი ტომი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]