ეგვიპტის მუზეუმი (კაირო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუზეუმის მთავარი შესასვლელი

ეგვიპტური ანტიკურობის მუზეუმი, შემოკლებით ეგვიპტის მუზეუმიფარაონთა პერიოდის ანტიკური ნიმუშების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კოლექცია მსოფლიოში, მდებარეობს კაიროში. მუზეუმის კოლექციაში არსებული ასობით ათასი ხელოვნების ნიმუშისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთიდან გამოფენილი მხოლოდ 136.000 საგანია.

მუზეუმის წინამორბედი ეგვიპტის მთავრობის მიერ 1835 წელს დაფუძნდა, როგორც ეგვიპტური ანტიკური ნიმუშების სამსახური, რათა შეეზღუდათ უძველესი ისტორიული ნივთების ძარცვა არქეოლოგიური გათხრების ადგილებიდან. თავად მუზეუმი გაიხსნა 1858 წელს ფრანგი არქეოლოგის ოგიუსტ მარიეტის მიერ შეგროვებული კოლექციით. კოლექცია 1880 წლიდან ისმაილ ფაშას სასახლის ფლიგელში იყო გამოფენილი, 1900 წლიდან კი მუზეუმის ამჟამინდელ ნეოკლასიკური სტილის შენობაში გადმოვიდა თაჰრირის მოედანზე, კაიროს ცენტრში.

კოლექციის მთავარი ნაწილია ფარაონ ტუტანხამონის სამარხიდან გამოტანილი ნიმუშები. ეს სამარხი თითქმის ხელუხლებად იპოვა ჰოვარდ კარტერმა მეფეთა ხეობაში 1922 წელს.

მუზეუმის სამეფო მუმიათა ოთახი, რომელშიც ფარაონთა ეპოქის 27 სამეფო მუმია ინახება, პრეზიდენტ ანვარ სადათის ბრძანებით 1981 წელს დახურეს. 1985 წელს ოთახი ისევ გაიხსნა ოდნავ სახეცვლილი ფორმით, თუმცა მუმიათა უმრავლესობას ფარდა აქვს აფარებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]