დიტა პარლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიტა პარლო

ჯულიეტას როლში. ჟან ვიგოს ფილმი „ატალანტა“ (1934)
დაბადების სახელი გრეტა გერდა კორნშტედტი
დაბადების თარიღი 4 სექტემბერი, 1906
შჩეცინი, პოლონეთი
გარდაცვალების თარიღი 13 დეკემბერი, 1971
პარიზი, საფრანგეთი
აქტიური 1928–1965

დიტა პარლო (გერმ. Dita Parlo; დ. 4 სექტემბერი, 1906 — გ. 13 დეკემბერი, 1971) — გერმანელი კინომსახიობი.

ნამდვილი სახელი გრეტა გერდა კორნშტედტი (გერმ. Grethe Gerda Kornstädt).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა შტეტინში (ახლანდელი შჩეცინი). მისი კინოდებიუტი შედგა 1928 წელს, ფილმში „შინ დაბრუნება“, რომელმაც გერმანიაში მაშინვე გაუთქვა სახელი. 1930-იანი წლების განმავლობაში, იგი გერმანულ- და ფრანგულენოვან ფილმებში მონაწილეობდა. მისი წარმატებული კინონამუშევრებიდან აღსანიშნავია „ატალანტა“ (L’Atalante, 1934) და „დიდი ილუზიები“ (La Grande Illusion, 1937). მან ამერიკაში აღიარების მოპოვებაც სცადა. ამ მიზნით მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში, თუმცა ისეთ წარმატებას ვერ მიაღწია, როგორსაც ევროპაში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დიტა პარლო ბრუნდება მშობლიურ ევროპაში, სადაც განაგრძობს მუშაობას ევროპელ რეჟისორებთან. მისი კინოკარიერა მოიცავს 1928-1965 წლებს. უკანასკნელი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია კინოფილმები „სამართალი აღსრულდა“, (Justice est faite, 1950) და „პიკი ქალი“, (La dame de pique, 1965). დიტა პარლოს შემოქმედებისათვის დამახასიათებელია გაწონასწორებული იუმორი, მსუბუქი ტრაგიზმი. გარეგნობისა და საარტისტო ნიჭის წყალობით, დიტა პარლო იყო 1930-იანი წლების ერთ-ერთი შესამჩნევი გერმანელი მსახიობი.

დიტა პარლო 65 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]