დინო დე ლაურენტისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დინო დე ლაურენტისი
დაბადების სახელი აგოსტინო დე ლაურენტისი
დაბადების თარიღი 8 აგვისტო, 1919
ტორე-ანუნციატა, იტალიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი, 2010 (91 წლის)
ლოს-ანჯელესი, აშშ
საქმიანობა პროდიუსერი
აქტიური 1938-2010
მეუღლე(ები)

სილვანა მანგანო 1949-1988

მართა შუმახერი 1990-2010
ოსკარი 2001 — ირვინგ თელბერგის სახელობის ჯილდო

დინო დე ლაურენტისი (იტალ. Dino De Laurentiis; დ. 8 აგვისტო, 1919, რომი — გ. 10 ნოემბერი, 2010, ლოს-ანჯელესი) — იტალიელი კინოპროდიუსერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ნეაპოლის პროვინციის ქალაქ ტორე-ანუნციატაში. ყიდდა მამის მიერ დამზადებულ სპაგეტს. შემდგომ სწავლობდა კინემატოგრაფიას რომში, თუმცა სწავლაში ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა. პირველი ფილმი 1940 წელს გამოუშვა. შემდეგ დააარსა საკუთარი კომპანია Dino de Laurentiis Cinematografic. თანამშრომლობდა პროდიუსერ კარლო პონტისთან და რეჟისორ ფედერიკო ფელინისთან. გამოშვებული აქვს ცნობილი ნეორეალისტური ფილმები,

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი დასახელება ორიგინალური დასახელება რეჟისორი
1948 მწარე ბრინჯი Riso Amaro ჯუზეპე დე სანტისი
1952 ევროპა 51 Europa '51 რობერტო როსელინი
1954 ნეაპოლის ოქრო L'oro di Napoli ვიტორიო დე სიკა
1954 გზა La Strada ფედერიკო ფელინი
1956 კაბირიას ღამეები Le notti di Cabiria ფედერიკო ფელინი
1961 ბარაბა Barabbas რიჩარდ ფლეიშერი
1967 უცხო Lo straniero ლუკინო ვისკონტი
1973 სერპიკო Serpico სიდნეი ლუმეტი
1976 კინგ კონგი King Kong ჯონ გილერმინი
1981 რეგთაიმი Ragtime მილოშ ფორმანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]