დიეგო რივერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიეგო რივერა ფრიდა კალოსთან, კარლ ვან ვეხტენის ფოტო, 1932

დიეგო რივერა (ესპ. Diego Rivera სრული სახელი დიეგო მარია დე ლა კონცეპციონ ხუან ნეპომუცენო ესტანისლაო დე ლა რივერა ი ბრიენტოს აცოსტა ი როდრიგეზ ესპ. Diego María de la Concepción Juan Nepomuceno Estanislao de la Rivera y Barrientos Acosta y Rodríguez; დ. 8 დეკემბერი, 1886, გუანახუატო, მექსიკა — გ. 24 ნოემბერი, 1957) — მექსიკელი კუბისტი მხატვარი და მიურალისტი.

დიეგოს შესაძლოა ყველაზე ცნობილი ნამუშევარი იყოს მისი 1930-იან წლებში როკფელერის შენობის ლობიში დახატული უზარმაზარი მიურალი, რომელშიც კომუნისტური ლიდერები აშშ-ის დამფუძნებელ მამებთან გვერდიგვერდ იყო გამოსახული. ეს ნამუშევარი დასრულებამდე განადგურებულ იქნა გაბრაზებულ როკფელერის თანამშრომელთა მიერ.

წარმოშობით დიეგო კათოლიკედ მოქცეული ებრაელების ოჯახიდან იყო, თუმცა პროფესიულად ათეისტი და უმეტესწილად, თუ სრულად არა, კომუნისტი ცხოვრების განმავლობაში. ლათინურ ამერიკაში, როგორც ამბობენ, სახალხო გმირადაა აღიარებული. ანგელინა ბელოფთან სამოქალაქო ქორწინებით ერთი ვაჟი, დიეგო (უმც.) ეყოლა, რომელიც ჩვილ-ბავშვობაშივე დაიღუპა. რუს ემიგრანტ მხატვარ მარია ვორობიოვა-სტებელსკასთან (მარევნა) ქალიშვილი, მარიკა რივერა, ჰყავდა. მისი შემდგომი ქორწინება მექსიკელ მხატვარ ფრიდა კალოსთან უნაყოფო გამოდგა, თუმცა ცხოვრების დარჩენილ ნაწილს დიეგო მასთან ატარებს.

კარიერა ევროპაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა მექსიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წელს რივერამ დატოვა საფრანგეთი და იტალიაში მოგზაურობის შემდეგ, 1921 წელს მექსიკაში დაბრუნდა, სადაც იგი განაგრძობდა მის ნაყოფიერ კარიერას, როგორც მხატვარი. მექსიკაში რივერამ სხვა მხატვრებთან ერთად დაიწყო კედლებზე ფრესკების ხატვა. მან სწრაფად შექმნა საკუთარი სტილი დიდი, მარტივი და თამამი ფიგურების ხატვისა. რივერა ამასთანავე დაინტერესდა მემარცხენეთა პოლიტიკით. ამგვარად, პირველი მიურალი გამოხატავდა ეთნიკურ სიუჟეტს პოლიტიკურ კონტექსტში. მისი მრავალი ნამუშევარი სიმბოლურად დაკავშირებულია სწორედ მექსიკელ საზოგადოებასთან და ქვეყნის 1910 წლის რევოლუციის ფიქრებთან. მიურალში „არსენალში“ გამოსახულია მარცხნივ ვიტორიო ვიდალე, თინა მოდოთი (რომელსაც ამუნიციის სარტყელი უჭირავს) და ხულიო ანტონიო მელა (ქუდით), როგორც ამბობენ ამით რივერა ნათელს ჰფენს მელას პოლიტიკურ მკვლელობას. რივერას რადიკალური პოლიტიკური მრწამსი, მისი ერიში ეკლესიასა და სამღვდელოებაზე, კავშირი მემარცხენეებთან, სადავოს ხდის მის ფიგურას კომუნისტთა წრეშიც კი. რივერას ზოგიერთი საუკეთესო ნამუშევარი დაცულია მეხიკოს ნაციონალურ სასახლეში.

გვიანდელი ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წლის შემოდგომაზე, რივერამ მიიღო მოწვევა ოქტომბრის რევოლუციის 10 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე და ჩავიდა მოსკოვში, რუსეთში. მაგრამ 1928 წელს ის გამოაძევა ხელისუფლებამ, რადგან იგი ჩაერთო ანტი-საბჭოურ პოლიტიკაში და ამის შემდეგ რივერა დაბრუნდა მექსიკაში.

რივერამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი შექმნა აშშ-ში, რომლებიც ძირითადად ასახავდნენ ინდუსტრიულ ცხოვრებას. დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტის შიდა კედლები მოხატულია რივერას მიერ 1932 წელს. ფრესკის სახელწოდებაა დეტროიტის ინდუსტრია.

მიურალზე, „ადამიანი, გზის გასაყართან“ მუშაობა დაიწყო 1933 წელს როკფელერის ცენტრისთვის, ნიუ-იორკში, თუმცა იგი მოხსნილ იქნა ძალადური რევოლუციის შიშის გამო, რადგან ნამუშევარი შეიცავდა ლენინის პორტრეტს. უარყოფითი რეპუტაციის გამო, მიურალის შექმნა ჩიკაგოს გამოფენისათვის, გააუქმეს. 1933 წლის დეკემბერში, გაჯავრებული და დამცირებული რივერა ბრუნდება მექსიკაში. სადაც იგი ხორცს ასხამს მის ნამუშევარს და ამ ვერსიას უწოდებს, კაცი, რომელიც მართავს სამყაროს. 1940 წლის 5 ივნისს რივერა უკანასკნელად ჩადის აშშ-ში და ხატავს ფრესკას სან ფრანცისკოს საერთაშორისო გამოფენისათვის. „Pan American Unity“ საზეიმოდ გაიხსნა 1940 წლის 29 ნოემბერს. ფრესკა ინახება სან ფრანცისკოში.