დაკოტა ფენინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაკოტა ფენინგი

დაკოტა ფენინგი
დაბადების სახელი ჰანა დაკოტა ფენინგი
დაბადების თარიღი 23 თებერვალი, 1994 (1994-02-23) (30 წლის)
კონიერსი, ჯორჯია, აშშ
რეზიდენცია აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1999-დღემდე.
მშობლები მამა: სტივენ ფენინგი
დედა: ჰიზერ ჯოი

ჰანა დაკოტა ფენინგი (ინგლ. Dakota Fanning; ცნობილი როგორც დაკოტა ფენინგი; დ. 23 თებერვალი, 1994, კონიერსი) — ამერიკელი მსახიობი რომლის კარიერაზე დიდი მნიშვნელობა იქონია როლმა რომელიც ითამაშა შვიდი წლის ასაკში ფილმში „მე სემი ვარ“. ამ როლმა მას მიაღებინა ნომინაცია მსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე და იგი გახდა ყველაზე მცირეასაკოვანი ნომინანტი კინემატოგრაფიის ისტორიაში. როგორც ბავშვი მსახიობი მონაწილეობდა უფრო პოპულარულ ფილმებში, როგორიცაა „კაცი ცეცხლზე“ (2004), „მსოფლიოს ომები“ (2005) და „შარლოტის ქსელი“ (2006). შემდგომ ფენინგი გადავიდა უფრო დიდ როლებზე, ფილმებში „მონადირის ძაღლი“ (2007) და „ფუტკრების საიდუმლო ცხოვრება“ (2008). მისი ბოლო როლები მოიცავს ტიტულოვან პერსონაჟებს ფანტასტიკურ საშინელებათა ანიმაციურ საბავშვო ფილმში „კორალინი“ (2009), შერი კური დრამაში „გაქცეული“ (2010) და ჯეინ ვოლტური ბინდის საგაში (2009-12).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2001 მე სემი ვარ I Am Sam ლუსი
2002 ჰენსელი და გრეტელი Hansel and Gretel კეტი
2003 ქალაქელი გოგონები Uptown Girls ლორენ შლაინი
2004 კაცი ცეცხლზე Man on Fire ლუპიტა მარტინ რამოსი
2005 მსოფლიოს ომები War of the Worlds რეიჩელ ფერიე
2006 შარლოტის ქსელი Charlotte's Web ფერნ არაბლი
2007 მონადირის ძაღლი Hounddog ლიუელინი
2008 ფუტკრების საიდუმლო ცხოვრება The Secret Life of Bees ლილი ოუენსი
2009 ანფ კორალინი Coraline კორალინ ჯონსი
2009 ბინდის საგა: ახალი მთვარე The Twilight Saga: New Moon ჯეინ ვოლტური
2010 გაქცეული The Runaways შერი კური
2010 ბინდის საგა: დაბნელება The Twilight Saga: Eclipse ჯეინ ვოლტური
2012 ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2 The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2 ჯეინ ვოლტური
2013 უკანასკნელი რობინ ჰუდი The Last of Robin Hood ბევერლი ადლენდი
2019 ერთხელ ჰოლივუდში Once Upon a Time in Hollywood ლინეტ ფრომი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: