გურამ რჩეულიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ რჩეულიშვილი
დაბადების თარიღი 4 ივლისი, 1934(1934-07-04)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 23 აგვისტო, 1960(1960-08-23) (26 წლის)
გარდაცვალების ადგილი გაგრა
დასაფლავებულია ვაკის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი და პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი (დ. 4 ივლისი, 1934, თბილისი — გ. 23 აგვისტო, 1960, გაგრა) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს ქალაქ თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი“, „სათაგური“, „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „უსახელო უფლისციხელი“ და „სიკვდილი მთაში“. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“ მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე.

გურამ რჩეულიშვილის საფლავი ვაკის სასაფლაოზე

გურამ რჩეულიშვილი 1960 წლის 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. იგი დაკრძალეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავალიანი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 520-521.
  • ასათიანი გ., „თანმდევი სულები“, თბილისი, 1983
  • წერეთელი ნ., „მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ“, თბილისი, 1980
  • რჩეულიშვილი გ., მოთხრობები, პიესა, თბილისი, 1965

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]