გრეგორი მენკიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეგორი მენკიუ
დაბ. თარიღი 3 თებერვალი, 1958(1958-02-03)[1] [2] [3] (66 წლის)
დაბ. ადგილი ტრენტონი[1]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ეკონომისტი და ბლოგერი
დამსაქმებელი ჰარვარდის უნივერსიტეტი
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია
ჯილდოები ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
ალმა-მატერი პრინსტონის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ჰარვარდის სამართლის სკოლა და Pingry School
სამეცნიერო ხელმძღვანელი Stanley Fischer
დოქტორანტი Xavier Sala-i-Martin, Ricardo Reis, John Driscoll, Francesco Caselli[4] , Miles Kimball[4] , David Weil[4] , Karen Dynan[4] , Susanto Basu[4] , G. Michael (Georg) Rockinger[4] და John Christopher Driscoll[4]
პოლიტიკური პარტია რესპუბლიკური პარტია[5] [6]
საიტი gregmankiw.blogspot.com

ნიკოლას გრეგორი „გრეგ“ მენკიუ (ინგლ. Nicholas Gregory Mankiw; დ. 3 თებერვალი 1958) — ამერიკელი მაკროეკონომისტი. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ჯონ მეინარდ კეინზის ეკონომიკურმა იდეებმა და სამართლიანად მიიჩნევა ნიუკეინზიანელების ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად.

გრეგორი მენკიუ ეკონომიკის პროფესორია ჰარვარდის უნივერსიტეტში. ეკონომიკას სწავლობდა პრინსტონის უნვერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. როგორც პედაგოგი, იგი უძღვება სხვადასხვა კურსებს, მაკროეკონომიკის, მიკროეკონომიკის, სტატისტიკისა და ეკონომიკის პრინციპების ჩათვლით. დიდი ხნის წინ ერთი ზაფხული მან ლონგ ბიჩ აილენდზეც კი გაატარა, როგორც აფროსნობის ინსტრუქტორმა.

პროფესორი მენკიუ ნაყოფერი მწერალიცაა. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ისეთ აკადემიურ ჟურნალებში, როგორებიცაა „ემერიკენ იკონომიკ რევიუ“, „ჯორნელ ოვ პოლიტიკალ იკონომიქს“ და „კუორტერლი ჯორნელ ოვ იკონომიქს“, აგრეთვე ისეთ პოპულარულ გამოცემებში, როგორებიცაა „ნიუ-ორკ ტაიმს“, „ბოსტონ გლოუბ“ და „უოლ სტრიტ ჯურნელ“. მენკიუ მაკროეკონომიკის ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოს ავტორია (უორსის გამომცემლობა). პედაგოგიურ საქმიანობას, სამეცნიერო კვლევასა და მწერლობას მენკიუ ეკონომიკური კვლევის ნაციონალური საბჭოს მონეტარული ეკონომიკის პროგრამის დირექტორისა და ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკისა და კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მრჩევლის თანამდებობებს უთავსებდა. 2003-2005 წლებში იგი პრეზიდენტის ეკონომკური მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი იყო. პროფესორი მენკიუ ცხოვრობს უელსიში (მასაჩუსეტსი) მეუღლე დებორასთან, სამ შვითან - კეტრინთან, ნიკოლასა და პიტერთან და ტერიერ ტობინთან ერთად.

მისი მთავარი ნაშრომებია: ”Principles of Economics” (ეკონომიკის პრინციპები), ”Macroeconomics”(მაკროეკონომიკა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #120973626 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  3. Babelio — 2007.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Mathematics Genealogy Project — 1997.
  5. Mankiw G. I am no longer a Republican
  6. Former Bush Economist Mankiw Says He Quit ‘the Party of Trump’Bloomberg News.