გვარა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვარა.
სოფელი
გვარა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი გვარა
კოორდინატები 41°49′12″ ჩ. გ. 41°50′42″ ა. გ. / 41.82000° ჩ. გ. 41.84500° ა. გ. / 41.82000; 41.84500
ცენტრის სიმაღლე 20
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1089[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გვარა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გვარა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
გვარა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
გვარა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
გვარა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — ქობულეთის მუნიციპალიტეტი
გვარა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

გვარასოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გვარა, ქვედა კონდიდი)[2]. მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20 , ქობულეთიდან 9 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, შედიოდა ხუცუბნის სასოფლო საბჭოში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1089 კაცი[1].

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1216[3][4]
2014 1089[1]

თეთროსნის მონასტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას „თეთროსნის მონასტერი“. ტაძარი ცნობილი იყო მთელ გურიაში და განსაკუთრებით ქვემო გურიაში. XVI საუკუნეში აქ გადაწერეს დავითნი, რომელიც „თეთროსნის დავითნის“ სახელით არის ცნობილი. მისი გადამწერი იყო გერმანოზ კალიგრაფი. ტაძარი წაართვეს გურიას სავარაუდოდ 1728 წელს. მისი ღვთისმშობლის მდიდრული ხატი ინახებოდა აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. http://mreg.reestri.gov.ge/ — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუნიციპალიტეტების რეესტრი
  3. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
  4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  5. ბარაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 19.