ბერნჰარდ ფონ ბიულოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერნჰარდ ფონ ბიულოვი
Bernhard von Bülow
ბერნჰარდ ფონ ბიულოვი Bernhard von Bülow
გერმანიის კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ოქტომბერი, 1900 – 14 ივლისი, 1909
მონარქი  ვილჰელმ II
წინამორბედითავადი ჰოენლოე
მემკვიდრეთეობალდ ფონ ბეთმან ჰოლვეგი

პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ოქტომბერი, 1900 – 14 ივლისი, 1909
წინამორბედითავადი ჰოენლოე
მემკვიდრეთეობალდ ფონ ბეთმან ჰოლვეგი

გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1897 – 1900
კანცლერი  თავადი ჰოენლოე

პრუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1897 – 1909

დაბადებული3 მაისი, 1849
კლაინ-ფლოტბეკი
გარდაცვლილი28 ოქტომბერი, 1929 (80 წლის)
რომი
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
ხელმოწერა

თავადი ბერნჰარდ ფონ ბიულოვი, სრული სახელი ბერნჰარდ ჰაინრიხ კარლ მარტინ ფონ ბიულოვი (გერმ. Bernhard Heinrich Karl Martin von Bülow; დ. 3 მაისი, 1849 ― გ. 28 ოქტომბერი, 1929) — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის რაიხსკანცლერი და პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტი 1900-1909 წლებში. 1897-1900 წლებში იყო გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიულოვის პოლიტიკა ასახავდა გერმანიის იმპერიალიზმის სწრაფვას მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისათვის. 1897 წელს ბიულოვმა რაიხსტაგში განაცხადა, რომ გერმანია მოითხოვს თავისთვის „ადგილს მზის ქვეშ“. ამ პოლიტიკის ეტაპები იყო საზღვაო ფლოტის გამალებული მშენებლობა, კონცესიის მიღება ბერლინ-ბაღდადის რკინიგზის მშენებლობაზე, გერმანიის მონაწილეობა იხეტუანთა აჯანყების ჩახშობაში ჩინეთში და მაროკოს პირველი კრიზისის პროვოცირება. ბიულოვის მთავრობის პოლიტიკამ ხელი შეუწყო გერმანიის იზოლაციას, ინგლისსა და რუსეთთან წინააღმდეგობის გამწვავებას, რუსეთ-საფრანგეთ-ინგლისის დაახლოვებას და ანტანტის შექმნას.

საშინაო პოლიტიკაში ბიულოვი იცავდა ბურჟუაზიისა და იუნკრების ინტერესებს. მის მიერ შექმნილმა რეაქციულმა ძალების ბლოკმა 1907 წელს დააფინანსა მთავრობის ღონისძიებანი აფრიკაში ჰერეროს და ჰოტენტოტების ტომთა აჯანყების ჩასახშობად („ჰოტენტოტური ბლოკი“).

ბიულოვი გადადგა თანამდებობიდან 1909 წელს მას შემდეგ, რაც რაიხსტაგმა უარყო მთავრობის მომზადებული ბიუჯეტი.

იტალიაში საგანგებო ელჩის პოსტზე ყოფნისას 1914-1915 წლებში ბიულოვი უშედეგოდ ცდილობდა არ დაეშვა იტალიის გადასვლა ანტანტის მხარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gooch, G.P. Before the war: studies in diplomacy (vol 1 1936) online long chapter von Bulow pp 187-204; also on Britain's Landsdowne; France's Théophile Delcassé
  • Robert K. Massie (1992). Dreadnought: Britain, Germany, and the Coming of the Great War. London: Jonathan Cape. ISBN 0-224-03260-7. 
  • Bülow, Bernhard, Fürst von. Imperial Germany (1916) online
  • Bülow, Bernhard, Fürst von. Letters ; a selection from Prince von Bülow's official corresponcence as Imperial Chancellor during the years 1903-1909 online
  • Bernhard von Bülow (1932). Memoirs of Prince von Bülow Vol IV, 1849-1897, translated from German by Geoffrey Dunlop and F. A. Voight, Boston: Little, Brown and Company. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]