ბერნარდ მეიდოფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერნარდ ლორენს „ბერნი“ მეიდოფი

ბერნარდ ლორენს „ბერნი“ მეიდოფი (Bernard Lawrence "Bernie" Madoff; IPA: /ˈmeɪdɒf/; დ. 29 აპრილი, 1938, ნიუ-იორკი14 აპრილი, 2021) — ამერიკელი საქმოსანი, საფონდო ბირჟის NASDAQ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც აღიარა ისტორიაში უდიდესი საინვესტიციო აფიორის ორგანიზება. 2009 წლის 12 მარტს მეიდოფმა აღიარა დანაშაული 11 მუხლით მიყენებულ ბრალდებებში, რომელიც მოიცავდა პონცის სქემით ასობით ინვესტორის მოტყუებას. ინვესტორთა დანაკარგები ფედერალური გამომძიებლების გამოთვლით $65 მილიარდს აღემატება. ბრალდების წაყენების შემდეგ მადოფი საკუთარ პენტჰაუსში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა დანაშაულის აღიარების შემდეგ ის საპყრობილეში გადაიყვანეს. ამ დანაშაულისთვის მას მოუწევს სასჯელის მოხდა მთელი სიცოცხლე და დაახლოებით $170 მილიარდის რესტიტუცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]