ბაჰადურ შაჰ ზაფარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰადურ შაჰ II

ბაჰადურ შაჰ ზაფარი (სიარჯ უდ-დინ აბუ-ლ-მუზაფარი ან ბაჰადურ შაჰი ან ბაჰადურ შაჰ II — ურდუ ابو ظفر سِراجُ الْدین محمد بُہادر شاہ ظفر — დ. 24 ოქტომბერი, 1775 წელი — გ. 7 ნოემბერი, 1862 წელი, რანგუნი) — დიდ მოგოლთა მე-19 და უკანასკნელი იმპერატორი თემურიდების დინასტიიდან, 1837 წლის 28 სექტემბერიდან 1857 წლის 14 სექტემბრამდე, იმპერატორ აქბარ II-ისა და მისი მეუღლის, ლალბა ბეგუმის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1837 წლის სექტემბერში, მამის — აქბარ II-ის გარდაცვალების შემდეგ ბაჰადურ შაჰი გახდა დიდ მოგოლთა უკანასკნელი იმპერატორი. სიცოცხლის დიდ მანძილზე ის არ ფლობდა რაიმე რეალურ ძალაუფლებას. ცხოვრობდა ფულით, რომელსაც უხდიდა მას ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია. ატარებდა დროს სასახლის პოეტებისა და მუსიკოსების გარემოცვაში. წერდა ლექსებს.

სიცოცხლის 82-ე წელს, დიდი მოგოლი განწირული იყო იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა 1857—1858 წლების ინდოელი ხალხის აჯანყების მსვლელობაში. 1857 წლის 11 მაისს აჯანყებულმა სიფაებმა დაიკავეს ქალაქი დელი და აიძულეს ბაჰადურ შაჰს, ხელი მოეწერა მანიფესტზე, რომლის თანახმად, ინდოეთის საიმპერატორო ხელისუფლება ცხადდებოდა აღდგენილად და მოუწოდებდა ყველა ინდუსს სამშობლოსა და რწმენისათვის საბრძოლველად. ასე რომ, აჯანყებულთა ნებით უსუსური, დაბალი სულისკვეთების და მოხუცი სხეულის პატრონი ბაჰადური იქნა დაყენებული ანტიინგლისური აჯანყების მოთავედ. მის ვაჟებს გადაეცათ სიფაების არმიის მნიშვნელოვანი თანამდებობანი, თუმცა ვერავითარ რეალურ ძალაუფლებას ფადიშაჰი წინანდებურად ვერ ფლობდა.

მოგვიანებით, როდესაც დელიში აჯანყების დაცემის შემდეგ დაიწყო სასამართლო განხილვა, ბაჰადურ შაჰმა მისცა ჩვენება, რითაც ამტკიცებდა, რომ ის სიფაების ხელში იყო სრულიად. ის ამბობს: "ყველა დოკუმენტი, რომელსაც სიფაები თვლიდნენ აუცილებლად, იწერებოდა მათი ბრძანებით. ამის შემდეგ მოჰქონდათ ჩემთან და მაიძულებდნენ დამესვა ბეჭედი. ხშირად ისინი მაიძულებდნენ დამესვა ბეჭედი ცარიელ, შეუვსებელ კონვერტზე. ყოველ ჯერზე, როცა უფლისწულებს მირზა მოგოლს, მირზა ჰაირ სულთანს ან აბუ ბაქრს მოჰქონდათ ჩემთან პეტიციები თან ახლდნენ სიფაების მეთაურები, რომლებიც მიბრძანებდნენ, რა იყო მათთვის სასურველი უკვე დაწერილი ქაღალდის თითოეულ ფურცელზე და მაიძულებდნენ, გადამეწერა ის ჩემი ხელით. მე ვიყავი ჯარისკაცთა ნების ქვეშ და ისინი მაიძულებდნენ გამეკეთებინა ის, რაც მათ სურდათ."

1858 წლის სექტემბერში ინგლისელებმა შტურმით აიღეს დელი. უკანასკნელი მოგოლი ფადიშაჰი ბაჰადურ შაჰი ტყვედ დანებდა. მისი ორი ვაჟი — მირზა მოგოლი და მირზა ჰაირ სულთანი, აგრეთვე, შვილიშვილი მირზა აბუ ბაქრი ინგლისელთა მიერ ღალატით იქნენ მოკლული. ინგლისელებმა მოგოლთა იმპერია გაუქმებულად გამოაცხადეს. ბაჰადურ შაჰი დააპატიმრეს, გადასცეს სასამართლოს და გაამწესეს გადასახლებაში.

1862 წლის ნოემბერში, რანგუნში გარდაიცვალა 87 წლის ბაჰადურ შაჰი.

უკანასკნელი მოგოლი იმპერატორი ისტორიაში შევიდა, აგრეთვე, როგორც უდიდესი პოეტი ურდუს ენაზე.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


წინამორბედი:
აქბარ II
დიდ მოგოლთა იმპერატორი
18371857
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა