იოჰან სებასტიან ბახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბახი, იოჰან სებასტიან)
იოჰან სებასტიან ბახი

ბახის პორტრეტი 61 წლის ასაკში. ე. გ. ჰაუსმანი, 1748
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 (31) მარტი, 1685[1] [2] [3]
დაბ. ადგილი აიზენახი, საქსენ-აიზენახი, საღვთო რომის იმპერია[4] [5] [6]
გარდ. თარიღი 28 ივლისი, 1750(1750-07-28)[7] [2] [8] [9] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [5] [3] (65 წლის)
გარდ. ადგილი ლაიფციგი, საქსონიის საკურფიურსტო, საღვთო რომის იმპერია[21] [5]
დასაფლავებულია წმინდა თომას ეკლესია
ჟანრ(ებ)ი ბაროკო
საქმიანობა კომპოზიტორი, ორგანისტი
ხელმოწერა
იოჰან სებასტიან ბახი ვიკისაწყობში

იოჰან სებასტიან ბახი (გერმ. Johann Sebastian Bach [ˈjoːhan zeˈbasti̯an ˈbax]; დ. 31 მარტი [ძვ. სტ. 21/22[22][23] მარტი], 1685, აიზენახი — გ. 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი) — ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და მუსიკოსი. ცნობილია ისეთი ინსტრუმენტული კომპოზიციებით, როგორიცაა ფუგის ხელოვნება, ბრანდენბურგის კონცერტები და გოლდბერგის ვარიაციები, აგრეთვე ვოკალური ნაწარმოებებით, მათ შორის, მათეს პასიონი და მესა სი-მინორი. XIX საუკუნეში ხელახლა აღმოჩენიდან მოყოლებული ფართოდ მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად.[24]

ბახი აიზენახში, მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. ამ დროისთვის მისი ოჯახი უკვე რამდენიმე კომპოზიტორს ითვლიდა. 10 წლის ასაკში დაობლდა და მომდევნო ხუთი წელი უფროს ძმასთან, იოჰან კრისტოფ ბახთან ცხოვრობდა, რის შემდეგაც მუსიკალური განვითარება ლიუნებურგში განაგრძო. 1703 წლიდან კვლავ თიურინგიაში დაბრუნდა და მუშაობდა მუსიკოსად არნშტატის და მიულჰაუზენის პროტესტანტულ ეკლესიებში. ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში დასაქმებული იყო დიდებულთა კარზე ვაიმარში, სადაც განავრცო თავისი საორღანო რეპერტუარი და კეთენში, სადაც, ძირითადად, კამერულ მუსიკაზე მუშაობდა. 1723 წელს დაინიშნა ლაიფციგის წმ. თომას სახელობის ვაჟთა გუნდის ხელმძღვანელად (Thomaskantor). წერდა მუსიკას ქალაქის მთავარი ლუთერანური ეკლესიებისთვის და უნივერსიტეტის სტუდენტური ანსამბლისთვის Collegium Musicum. 1726 წლიდან გამოსცა თავისი საორღანო და საკლავირო მუსიკის ნაწილი. ლაიფციგში, ისევე როგორც წინა სამუშაო ადგილებზე, უთანხმოებები ჰქონდა დამქირავებელთან. 1736 წელს, პოლონეთის მეფემ, ავგუსტუს III-მ კარის კომპოზიტორის ტიტული მიანიჭა, რამაც სიტუაცია ოდნავ გამოასწორა. სიცოცხლის ბოლო ათწლეულები ბახმა დაუთმო თავისი ადრეული კომპოზიციების გადამუშავებას და გაფართოებას. თვალის ოპერაციის გართულების შედეგად ის 1750 წელს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბახმა გაამდიდრა არსებული გერმანული სტილები კონტრაპუნქტის, ჰარმონიის და მოტივური ორგანიზაციის ოსტატური გამოყენებით და საზღვარგარეთიდან, განსაკუთრებით, იტალიიდან და საფრანგეთიდან რიტმების, ფორმების და ტექსტურების შემოტანით და ადაპტაციით. ბახის კომპოზიციები მოიცავს ასობით როგორც საეკლესიო, ისე საერო კანტატას.[25] მისი სასულიერო მუსიკა მოიცავს პასიონებს, ორატორიებს და მოტეტებს. ხშირად ახდენდა ლუთერანული საგალობლების ადაპტირებას არა მხოლოდ დიდი ზომის ვოკალურ ნამუშევრებში, არამედ ოთხხმიან ქორალებში და საეკლესიო სიმღერებშიც. ფართო რეპერტუარი შექმნა ორღანის და კლავიშიანი ინსტრუმენტებისთვის. წერდა კონცერტებს ვიოლინოსთვის და კლავესინისთვის, სიუიტებს როგორც კამერული, ისე საორკესტრო სახით. მისი ბევრი ნაწარმოები კანონის და ფუგის ფორმებს იყენებს.

XVIII საუკუნეში ბახი მეტწილად ცნობილი იყო, როგორც ორღანისტი, ხოლო მისი საკლავირო მუსიკა, როგორიცაა კარგად ტემპერირებული კლავირი, დიდაქტიკური ღირსებების გამო ფასდებოდა. XIX საუკუნეში გამოიცა ბახის რამდენიმე ბიოგრაფია, ხოლო ამ საუკუნის ბოლოს მისი თითქმის ყველა ძირითადი ნაწარმოები გამოცემული იყო. კომპოზიტორის შესახებ ცოდნის გავრცელება გრძელდება სპეციალურად მისადმი მიძღვნილი პერიოდული გამოცემების და ვებგვერდების საშუალებით. არსებობს Bach-Werke-Verzeichnis (BWV, მისი ნამუშევრების დანომრილი კატალოგი) და ნაწარმოებების კრიტიკულად შესწორებული გამოცემები. მისი მუსიკის შემდგომი პოპულარიზაცია გაგრძელდა არაერთი არანჟირებით, მათ შორის არია G-სიმზე და ჩანაწერებით. კომპოზიტორის 250 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოიცა მისი ყველა ნაწარმოების შემცველი სამი სხვადასხვა კომპლექტი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილები, სადაც ბახი ცხოვრობდა

ბავშვობა (1685–1703)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰან ამბროზიუს ბახი, ბახის მამა
გვერდი ლუთერანული საგალობლების კრებულიდან Neues vollständiges Eisenachisches Gesangbuch, რომელიც ბახის ახალგაზრდობაში აიზენახში გამოიყენებოდა.[26][27]
ლიუნებურგი, ბახის ქალაქში ჩასვლამდე დაახლოებით ორი ათწლეულით ადრე. წმ. მიქაელის სკოლა მარჯვენა ქვედა კუთხეში.

ბახი დაიბადა აიზენახში, ზაქს-აიზენახის საგრაფოს დედაქალაქში, დღევანდელ გერმანიაში, ძვ. სტ. 1685 წლის 21 მარტს, ახ. სტ. 1685 წლის 31 მარტს. ის იყო ქალაქის მუსიკოსების ხელმძღვანელის, იოჰან ამბროზიუს ბახის და მარია ელისაბეტ ლემერჰირტის ვაჟი.[28] ის იოჰან ამბროზიუსის მერვე, ყველაზე უმცროსი შვილი იყო[29] და სავარაუდოდ, მამისგან ისწავლა ვიოლინოზე დაკვრა და მუსიკის თეორიის საფუძვლები.[30] მისი ყველა ბიძა პროფესიონალი მუსიკოსი იყო (ეკლესიის ორღანისტები, კარის მუსიკოსები და კომპოზიტორები). ერთ-ერთმა ბიძამ, იოჰან კრისტოფ ბახმა (1645-1693) გააცნო მას ორღანი, ხოლო ერთ-ერთი უფროსი ბიძაშვილი, იოჰან ლუდვიგ ბახი (1677–1731) ცნობილი კომპოზიტორი და მევიოლინე იყო.[31]

1694 წელს ბახის დედა გარდაიცვალა, ხოლო რვა თვის შემდეგ — მამაც.[32] 10 წლის ბახი უფროს ძმასთან, იოჰან კრისტოფ ბახთან (1671–1721) გადავიდა, რომელიც ორდრუფის წმ. მიქაელის ეკლესიის ორღანისტი იყო.[33] იქ სწავლობდა, ასრულებდა და იწერდა მუსიკას, მისი ძმის მუსიკის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალული ჰქონდა, რადგან ნოტები ძალიან ძვირფასი და გასაიდუმლოებული იყო, ხოლო ცარიელი სანოტო ფურცლები — ძვირი.[34][35] ძმისგან შეისწავლა დაკვრა კლავიკორდზე. მანვე გააცნო იმ დროის უდიდესი კომპოზიტორების ნამუშევრები, მათ შორის, გერმანელების — იოჰან პახელბელის (თავისი ყოფილი მასწავლებლის) და იოჰან იაკობ ფრობერგერის;[34] ფრანგების — ჟან-ბატისტ ლულის, ლუი მარშანის, მარენ მარეს და იტალიელი ჯიროლამო ფრესკობალდის. ამავე პერიოდში, ადგილობრივ გიმნაზიაში სწავლობდა თეოლოგიას; ლათინურ, ბერძნულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს.[36]

1700 წლის 3 აპრილს ბახი და მისი ორი წლით უფროსი სკოლის მეგობარი, გეორგ ერდმანი ლიუნებურგის პრესტიჟულ, წმ. მიქაელის სახელობის სკოლაში ჩაირიცხნენ. სკოლა ორდრუფიდან ორიოდე კვირის სავალზე იყო,[37][38] რომელიც, ძირითადად, ფეხით გაიარეს.[36][38] ამ სკოლაში გატარებული ორი წელი გადამწყვეტი მნიშვნელობისა აღმოჩნდა ბახის ფართო ევროპულ კულტურასთან ზიარების თვალსაზრისით. გუნდში სიმღერის გარდა, უკრავდა სკოლის სამ მანუალიან ორღანსა და კლავესინზეც.[36] ამ პერიოდში გაიცნო გერმანული არისტოკრატიული ოჯახების შვილები, რომლებიც იქ სხვადასხვა სფეროში კარიერისთვის მოსამზადებლად სწავლობდნენ.

ლიუნებურგში ყოფნისას ბახს წვდომა ჰქონდა წმ. იოანეს ეკლესიასთან და სავარაუდოდ, 1553 წლიდან უკრავდა მის ცნობილ ორღანზე, ისევე, როგორც მისი მასწავლებელი, გეორგ ბემი.[39] თავისი მუსიკალური ნიჭის გამო ბახს ბემთან მნიშვნელოვანი კონტაქტები ჰქონდა ლიუნებურგში სწავლის დროს და ასევე, სტუმრობდა ხოლმე ახლომდებარე ჰამბურგს, სადაც აკვირდებოდა „უდიდეს ჩრდილო-გერმანელ ორღანისტს, იოჰან ადამ რაინკენს“.[39][40] 2005 წელს შტაუფერმა აღმოაჩინა საორღანო ტაბულატურები, რომელიც ბახმა ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მოამზადა რაინკენის და დიტერიხ ბუქსტეჰუდეს ნამუშევრების მიხედვით. ისინი აჩვენებს „დისციპლინირებულ, მეთოდურ, კარგად გაწვრთნილ ახალგაზრდას, რომელიც მოწადინებულია, შეისწავლოს თავისი ხელობა“.[39]

ვაიმარი, არნშტატი და მიულჰაუზენი (1703–1708)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენდერის ორღანი, რომელზეც ბახი არნშტატში ყოფნისას უკრავდა
ახალგაზრდა ბახის სავარაუდო პორტრეტი[41]

1703 წელს, წმ. მიქაელის სკოლის დასრულებისა და ზანგერჰაუზენში ორღანისტად დანიშვნაზე უარის მიღების შემდეგ,[42] ბახი დაინიშნა ზაქს-ვაიმარის ჰერცოგის, იოჰან ერნსტ III-ს კარის მუსიკოსად, ვაიმარში.[43] უცნობია, რა მოვალეობებს ასრულებდა ბახი ამ თანამდებობაზე, თუმცა, საფიქრებელია, რომ ეს არამუსიკალური, მისთვის შეუფერებელი დავალებები იყო. ვაიმარში ყოფნის შვიდი თვის განმავლობაში მისმა საშემსრულებლო ოსტატობამ შორს გაითქვა სახელი. იგი მიიწვიეს ახალი ორღანის შესამოწმებლად და საინაუგურაციო კონცერტის ჩასატარებლად ახალ ეკლესიაში (ამჟამად, ბახის ეკლესია) არნშტატში, დაახლოებით 30 კილომეტრში ვაიმარიდან სამხრეთ-დასავლეთით.[44] 1703 წელს ამ ეკლესიაში ორღანისტად დაინიშნა, მსუბუქი მოვალეობებით, შედარებით უხვი ანაზღაურებით და კარგი ახალი ორღანით, რომლის წყობაც საშუალებას აძლევდა, უფრო მეტ ტონალობაში დაწერილი მუსიკა დაეკრა.

ძლიერი ოჯახური კავშირებისა და მუსიკალურად ენთუზიასტი დამქირავებლის მიუხედავად, ამ პოსტზე მუშაობის რამდენიმე წლის შემდეგ ბახსა და ადგილობრივ ხელისუფალთა შორის დაძაბულობამ იჩინა თავი. კომპოზიტორი უკმაყოფილო იყო გუნდის მომღერლებით. ერთ-ერთ მათგანს „მტირალა ფაგოტისტიც“ („Zippel Fagottist“) კი უწოდა, ამ სტუდენტმა კი, გვარად გაიერბახმა, ერთ გვიან საღამოს ჯოხით ცემა დაუპირა. ბახმა მასზე საჩივარი შეიტანა, თუმცა უფლებამოსილმა პირებმა გაიერბახს მხოლოდ მცირედი შენიშვნა მისცეს, ხოლო ბახს მოუწოდეს, ნაკლებად მომთხოვნი ყოფილიყო თავისი სტუდენტების მიმართ. რამდენიმე თვის შემდეგ ბახმა დამქირავებელი გაანაწყენა არნშტატიდან ხანგრძლივი გამგზავრებით. აიღო რა ოთხკვირიანი შვებულება, სამსახურში დაახლოებით ოთხი თვე აღარ გამოჩენილა (1705-1706). ამ პერიოდში სტუმრობდა ორღანისტსა და კომპოზიტორ დიტერიხ ბუქსტეჰუდეს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლიუბეკში. ვიზიტში შედიოდა 450 კილომეტრიანი გზა ორივე მხარეს, რომელიც ბახმა, სავარაუდოდ, ფეხით გაიარა.[45][46]

1706 წელს განცხადება შეიტანა მიულჰაუზენის წმ. ვლასის სახელობის ეკლესიაში (Divi Blasii) ორღანისტის თანამდებობის მისაღებად.[47][48] ამ აპლიკაციის ნაწილი იყო 1707 წლის 24 აპრილს, აღდგომა დღეს შესრულებული, სავარაუდოდ, ადრეული ვერსია კანტატისა გერმ. Christ lag in Todes Banden (BWV 4).[49] ერთი თვის შემდეგ მისი განცხადება დაკმაყოფილდა და ივლისიდან პოსტზე მუშაობასაც შეუდგა.[47] თანამდებობას თან ახლდა მნიშვნელოვნად გაზრდილი ანაზღაურება, გაუმჯობესებული პირობები და უკეთესი გუნდი. მიულჰაუზენში ჩამოსვლიდან ოთხ თვეში იქორწინა მარია ბარბარა ბახზე, თავის ბიძაშვილზე. მან შეძლო, დაერწმუნებინა ეკლესია და ქალაქის მთავრობა, დაფინანსებინათ წ. ვლასის ეკლესიის ორღანის საკმაოდ ძვირადღირებული შეკეთება. 1708 წელს დაწერა გერმ. Gott ist mein König (BWV 71), საზეიმო კანტატა ქალაქის ახალი საბჭოს ინაუგურაციასთან დაკავშირებით, რომელიც საბჭოს ხარჯებით გამოიცა.[36]

დაბრუნება ვაიმარში (1708–1717)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავიოლინო სონატა №1 G-მინორში(BWV 1001), ბახის ხელნაწერი,

ბახმა მიულჰაუზენი 1708 წელს დატოვა და ვაიმარს დაუბრუნდა, ამჯერად, ორღანისტის, ხოლო 1714 წლიდან ჰერცოგის კარის კონცერტმაისტერის რანგში, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა ემუშავა დიდ, კარგად დაფინანსებულ მუსიკალურ კოლექტივთან.[36] მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ჰერცოგის სასახლესთან ახლომდებარე სახლში.[50] იმავე წელს დაიბადა მათი პირველი შვილი, კატარინა დოროთეა და მათთან საცხოვრებლად გადმოვიდა ბარბარას უფროსი, გაუთხოვარი და. ის 1729 წლამდე, გარდაცვალებამდე მათთან ცხოვრობდა და საოჯახო საქმეების წარმართვაში ეხმარებოდა. ვაიმარში დაიბადა მათი სამი ვაჟი: ვილჰელმ ფრიდმანი, კარლ ფილიპ ემანუელი და იოჰან გოტფრიდ ბერნჰარდი. წყვილს კიდე სამი შვილი ეყოლა, მათ შორის, ტყუპები 1713 წელს, თუმცა ვერცერთმა მათგანმა პირველ დაბადების დღემდე ვერ იცოცხლა.[51]

ვაიმარში ყოფნისას დაიწყო ბახის საკლავირო ნაწარმოებების წერის ხანგრძლივი პერიოდი. მან შეიძინა პროფესიონალიზმი და გამბედაობა, რათა გაეფართოვებინა იმ დროს მიღებული მუსიკალური ფორმები და შემოეტანა გავლენები საზღვარგარეთიდან. ისწავლა დრამატული შესავალი ნაწილების წერა და დინამიური, მოტორული რიტმების და ჰარმონიული სქემების გამოყენება, რომლებიც, მეტწილად, იტალიელების — ანტონიო ვივალდის, არქანჯელო კორელის და ჯუზეპე ტორელის მუსიკიდან გადმოიღო. ამ სტილისტური ასპექტების გადმოღება, ნაწილობრივ, ვივალდის სიმებიანი და სასულე კონცერტების საკლავირო და საორღანო ტრანსკრიპციების მომზადების დროს მოხდა. აღნიშული ტრანსკრიპციების დიდი ნაწილი დღესაც სრულდება. ბახს განსაკუთრებით მოსწონდა იტალიური სტილი, სადაც ერთი ან რამდენიმე სოლო ინსტრუმენტი ერთმანეთს ენაცვლებოდა ორკესტრის განუწყვეტელი თანხლების ფონზე.[52]

ვაიმარში ბახი აგრძელებდა საორღანო მუსიკის წერას და შესრულებას, აგრეთვე, უკრავდა ჰერცოგის ანსამბლთან ერთად.[36] ამ დროს დაიწყო პრელუდიების და ფუგების წერა, რომლებიც მოგვიანებით შეიკრა მონუმენტურ ნაშრომში კარგად ტემპერირებული კლავირი (სადაც „კლავირი“ კლავიკორდს ან კლავესინს აღნიშნავს).[53] კრებული ორი წიგნისგან შედგება,[54] რომელთაგანაც თითოეული 24 პრელუდიას შეიცავს ყველა მაჟორულ და მინორულ ტონლობაში. დაიწყო მუშაობა კრებულზე Orgelbüchlein (პატარა საორღანო წიგნი), რომელიც ტრადიციული ლუთერანული საგალობლების მელოდიებს მოიცავდა რთული ტექსტურული არანჟირებით. 1713 წელს კონსულტაციებს უწევდა ხელისუფლების წარმომადგენლებს კრისტოფ კუნციუსის მიერ ჰალეში (ზაალე) ბაზრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მთავარი ორღანის შეკეთებისას, რის შემდეგაც ქალაქში დარჩენის და მუშაობის შემოთავაზებაც მიიღო.[55][56]

1714 წელს ბახი კონცერტმაისტერის თანამდებობაზე დააწინაურეს. აღნიშნული პატივი ყოველთვიურად სასახლის ეკლესიაში კანტატის შესრულებასაც გულისხმობდა.[57] ამ დროიდან შექმნილი კანტატების სერიაში პირველი სამი იყო Himmelskönig, sei willkommen (BWV 182), ბზობასთან დაკავშირებით, რომელიც იმ წელს ხარების დღესასწაულს დაემთხვა, Weinen, Klagen, Sorgen, Zagen (BWV 12), აღდგომიდან მესამე კვირადღის აღსანიშნავად და Erschallet, ihr Lieder, erklinget, ihr Saiten! (BWV 172) სულთმოფენობის აღსანიშნავად.[58] ბახის პირველი საშობაო კანტატის Christen, ätzet diesen Tag (BWV 63) პრემიერა 1714 ან 1715 წელს გაიმართა.[59][60]

1717 წელს ბახმა ვაიმარში მხარდაჭერა დაკარგა და კარის მდივნის მოხსენების თანახმად, თითქმის ერთი თვე ციხეშიც იჯდა, ვიდრე არასაპატიოდ არ დაითხოვდნენ სამსახურიდან: „1717 წლის 6 ნოემბერს, ყოფილი კონცერტმაისტერი და ორღანისტი ბახი დაკავებულ იქნა საჰერცოგოს სასამართლოში დროებით გათავისუფლების ზედმეტად ჯიუტად მოთხოვნის გამო, ხოლო 2 დეკემბერს გათავისუფლდა და ეცნობა არასაპატიო მიზეზით სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.“[61]

კეთენი (1717–1723)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახის ლუქი, რომელსაც ლაიფციგში ყოფნისას იყენებდა. შეიცავს ასოებს J S B და მათ სარკისებურ შებრუნებას.
წმ. თომას ეკლესია, ლაიფციგი

1717 წელს ლეოპოლდმა, ანჰალტ-კეთენის პრინცმა, ბახი კაპელმაისტერად დაიქირავა. პრინცი, თავად მუსიკოსი, ბახის ნიჭს აფასებდა, კარგად უხდიდა და კომპოზიციასა და შესრულებაში დიდ თავისუფლებასაც აძლევდა. იგი კალვინისტი იყო და რელიგიურ რიტუალებში მუსიკას არ იყენებდა, რის გამოც, ბახის ნაწარმოებების უმეტესობა ამ პერიოდიდან სეკულარული ხასიათისაა,[62] მათ შორის, საორკესტრო სიუიტები, ჩელოს სიუტები, სონატები და პარტიტები სოლო ვიოლინოსთვის და ბრანდენბურგის კონცერტები.[63] პრინცის კარზე შესასრულებლად წერდა საერო კანტატებსაც, მაგალითად, Die Zeit, die Tag und Jahre macht (BWV 134a). ამ პერიოდში ბახის მუსიკალურ განვითარებაზე, შტაუფერის თანახმად, უდიდესი გავლენა იქონია „საცეკვაო მუსიკის სრულად შეთვისებამ, რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური გავლენა იყო ბახზე, თუ ვაიმარში ვივალდის სტილის ათვისებას არ ჩავთვლით.“[39]

მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელს დაიბადნენ და მხოლოდ 130 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ, ბახი და ჰენდელი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. 1719 წელს ბახმა 35 კილომეტრი გაიარა კეთენიდან ჰალესკენ, რათა ჰენდელს შეხვედროდა, თუმცა, ეს უკანასკნელი ქალაქიდან უკვე წასული დახვდა.[64] 1730 წელს ბახის უფროსი ვაჟი, ვილჰელმ ფრიდმანი ჰალეში ჩავიდა და ჰენდელი თავიანთ ოჯახში, ლაიფციგში დაპატიჟა, თუმცა ვიზიტი არ შედგა.[65]

1720 წლის 7 ივლისს, როცა ბახი პრინცთან ერთად კარლსბადში იმყოფებოდა, მისი მეუღლე მოულოდნელად გარდაიცვალა.[66] მომდევნო წელს მან გაიცნო ანა მაგდალენა ვილკე, მასზე თექვსმეტი წლით უმცროსი ძალიან ნიჭიერი სოპრანო, რომელიც კეთენის კარზე მღეროდა. ისინი 1721 წლის 3 დეკემბერს დაქორწინდნენ.[67] წყვილს ცამეტი შვილი შეეძინა, რომელთაგანაც ზრდასრულ ასაკამდე მხოლოდ შვიდმა მიაღწია. ესენი იყვნენ გოტფრიდ ჰაინრიხი, ელიზაბეტ იულიან ფრიდერიკა (1726–1781); იოჰან კრისტოფ ფრიდრიხი და იოჰან კრისტიანი (ორივე მნიშვნელოვანი მუსიკოსი გახდა); იოჰანა კაროლინა (1737–1781) და რეგინა სუზანა (1742–1809).[68]

ლაიფციგი (1723–1750)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმ. ნიკოლოზის ეკლესია, ლაიფციგი. დაახლ. 1850.
კაფე ციმერმანი, ლაიფციგი. შენობა, სადაც Collegium Musicum კონცერტებს მართავდა.

1723 წელს ბახი დაინიშნა კანტორად (გუნდის ხელმძღვანელად) ლაიფციგის წმ. თომას ეკლესიასთან (გერმ. Thomaskirche) არსებულ სკოლაში (თომასკანტორი, გერმ. Thomaskantor). აღნიშნული გუნდი ქალაქის ოთხ ეკლესიას ემსახურებოდა: წმ. თომას ეკლესიას, წმ. ნიკოლოზის ეკლესიას (გერმ. Nikolaikirche), ხოლო გარკვეულწილად, წმ. მათეს სახელობის ახალ ეკლესიას (გერმ. Neue Kirche) და წმ. პეტრეს ეკლესიასაც (გერმ. Peterskirche).[69] ეს იყო „კანტორის უპირველესი თანამდებობდა პროტესტანტულ გერმანიაში“,[70] რომელიც საქსონიის საკურფიურსტოს სავაჭრო ქალაქში არსებობდა და რომელიც ბახს 27 წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე ეჭირა. ამ დროის განმავლობაში მისი პრესტიჟი გაიზარდა საპატიო თანამდებობებით კეთენის და ვაისენფელსის კარზე, აგრეთვე, დრეზდენში, კურფიურსტ ფრედერიკ ავგუსტუსის კარზე დანიშვნით, რომელიც ამავე დროს, პოლონეთის მეფეც იყო.[70] ის ხშირად იყო უთანხმოებაში თავის დამქირავებელთან (ლაიფციგის ქალაქის საბჭოსთან), რომელსაც სიძუნწეში ადანაშაულებდა.[71]

ლაიფციგში დანიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თომასკანტორის თანამდებობა იოჰან კუნაუს ეჭირა 1701 წლიდან გარდაცვალებამდე, 1722 წლის 5 ივნისამდე. ბახი ამ პერიოდში ლაიფციგში ნამყოფი იყო: 1714 წელს დაესწრო მსახურებას წ. თომას ეკლესიაში შობის მარხვის პირველ კვირადღეს,[72] ხოლო 1717 წელს გასინჯა ორღანი წმ. პავლეს ეკლესიაში.[73] 1716 წელს, ჰალეში ორღანის გასინჯვისა და ინაუგურაციის დროს იგი კუნაუსაც შეხვდა.[56]

თანამდებობის შეთავაზების მერე ბახი ლაიფციგში მხოლოდ მაშინ მიიწვიეს, როცა გეორგ ფილიპ ტელემანმა განაცხადა, რომ ქალაქში გადასვლის ინტერესი არ ჰქონდა.[74] იგი ჰამბურგში წავიდა, სადაც ქალაქის სენატთან თავისი საკითხები ჰქონდა გასარკვევი.[75]

ბახის მოვალეობა წმ. თომას სკოლის მოსწავლეების სიმღერაში მომზადება და ქალაქის მთავარი ეკლესიებისთვის მუსიკის შექმნა იყო. მის მოვალეობაში ლათინურის სწავლებაც შედიოდა, მაგრამ უფლება მისცეს, ამის გასაკეთებლად ოთხი „პრეფექტი“ (მოადგილე) დაექირავებინა, რომლებიც მუსიკის სწავლებაშიც ეხმარებოდნენ.[76] კვირადღის ღვთისმსახურების და წლის განმავლობაში სხვა საეკლესიო დღესასწაულებისთვის აგრეთვე საჭირო იყო საეკლესიო კანტატის დაწერა.

კანტატების ციკლი (1723–1729)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახი თავად ხელმძღვანელობდა თავისი კანტატების შესრულებას, რომელთა უმეტესობაც მისი ლაიფციგში გადასვლიდან სამი წლის განმავლობაში შეიქმნა. პირველი იყო Die Elenden sollen essen (BWV 75), რომელიც წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში შესრულდა 1723 წლის 30 მაისს. ბახი თავის კანტატებს წლიურ ციკლებად კრავდა. დოკუმენტებში ხუთი ციკლია მოხსენიებული, რომელთაგანაც დღემდე მხოლოდ სამი შემორჩა.[58] ლაიფციგში შექმნილი სამასზე მეტი კანტატიდან ასზე მეტი დაკარგულია.[25] ამ ნამუშევრების უმეტესობა წარმოადგენს ყოველკვირეულ ან სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე წაკითხული სახარების შინაარსის განვრცობას. მეორე წლიური ციკლი ბახმა 1724 წელს, სულთმოფენობიდან მესამე კვირადღეს დაიწყო. იგი მხოლოდ საგუნდო კანტატებს ქმინდა, რომელთაგანც თითოეული ერთ საეკლესიო საგალობელზე იყო დაფუძნებული. მათ შორისაა O, Ewigkeit, du Donnerwort (BWV 20), Wachet auf, ruft uns die Stimme (BWV 140), Nun komm, der Heiden Heiland (BWV 62) და Wie schön leuchtet der Morgenstern (BWV 1).

ბახი სოპრანოებს და ალტებს გუნდისთვის სკოლიდან, ხოლო ტენორებს და ბანებს სკოლიდან და მთლიანად ლაიფციგიდან არჩევდა. ქორწილებსა და დაკრძალვებში სიმღერა მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა, სავარაუდოდ, ამ მიზეზით და აგრეთვე, სწავლის პროცესში გამოსაყენებლად დაწერა ბახმა სულ მცირე ექვსი მოტეტი.[77] ეკლესიაში მისი რეგულარული სამსახურის ნაწილი იყო სხვა კომპოზიტორთა მოტეტების შესრულებაც, რომელთაც საკუთარის საფუძვლად იყენებდა.[78]

ბახის წინამორბედი კანტორის პოზიციაზე, იოზეფ კუნაუ, ლაიფციგის უნივერსიტეტის წმ. პავლეს ეკლესიის მუსიკალური ხელმძღვანელიც იყო, თუმცა ბახს, კანტორად დანიშვნის შემდეგ, ამ ეკლესიისთვის მხოლოდ საზეიმო მუსიკის შექმნა დაევალა. მისმა პეტიციამ, დავალებოდა მუსიკის დაწერა რეგულარული, ყოველკვირეული ღვთისმსახურებისთვისაც (შესაბამისად გაზრდილი ანაზღაურებით) კურფიურსტამდეც მიაღწია, თუმცა ყველგან უარი ეთქვა. ამის შემდეგ, 1725 წლიდან, მან ამ ეკლესიაში სადღესასწაულო მსახურებებისთვის მუშაობის ინტერესიც დაკარგა და იქ მხოლოდ „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ ჩნდებოდა ხოლმე.[79] წმ. პავლეს ეკლესიას სხვებთან შედარებით ბევრად ახალი (1716 წელს განახლებული) და უკეთესი ორღანი ჰქონდა.[80] ორღანზე დაკვრა ბახის ოფიციალურ მოვალეობებში არ შედიოდა, თუმცა, ამ ეკლესიის ორღანზე, გადმოცემით, საკუთარი სიამოვნებისთვის უკრავდა ხოლმე.[81]

ბახმა თავისი საკომპოზიტორო და საშემსრულებლო დიაპაზონი კიდევ უფრო გააფართოვა 1729 წლის მარტიდან, როცა გადაიბარა Collegium Musicum-ის, სეკულარული მუსიკალური ანსამბლის ხელმძღვანელობა. აღნიშნული ანსამბლი, რომელიც ტელემანის დაარსებული იყო, წარმოადგენდა ერთ-ერთს რამდენიმე ათეული მსგავსი კოლექტივიდან, რომლებიც მუსიკალურად აქტიური სტუდენტებისგან შედგებოდა და გერმანული ქალაქების კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. როგორც წესი, მსგავს ანსამბლებს ქალაქის წამყვანი მუსიკოსები ხელმძღვანელობდნენ. კრისტოფ ვოლფის სიტყვებით, მისი დირექტორობის საკუთარ თავზე აღება გაბედული ნაბიჯი იყო, რამაც „ლაიფციგის მთავარ მუსიკალურ დაწესებულებებზე ბახის გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა“.[82] Collegium Musicum მთელი წლის განმავლობაში აწყობდა მუსიკალურ პერფორმანსებს ქალაქის სხვადასხვა სცენაზე, მათ შორის, კაფე ციმერმანში, ყავის სახლში, რომელიც კატერინის ქუჩაზე, მთავარი ბაზრის მოედნის გვერდით მდებარეობდა. ბახის 1730-იან და 40-იან წლებში დაწერილი ნაწარმოებების უმეტესობა სწორედ ამ ანსამბლის მიერ სრულდებოდა. მათ შორის იყო Clavier-Übung (საკლავირო სავარჯიშო) და არაერთი კონცერტი ვიოლინოსთვის და კლავიშიანი ინსტრუმენტისთვის.[36]

ლაიფციგის პერიოდის შუა წლები (1730–1739)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1733 წელს, დრეზდენის კარისთვის ბახმა დაწერა მესა (კირიე და გლორია), რომლებიც მოგვიანებით გააერთიანა სი-მინორულ მესაში. მისი ხელნაწერი კურფიურსტს იმ იმედით წარუდგინა, რომ კარის კომპოზიტორად დანიშვნაზე დაეყოლიებინა, რაც, საბოლოოდ, წარმატებით დასრულდა.[83] მოგვიანებით, სრულმასშტაბიან მესად გადაკეთებისას, ნაწარმოებს დაამატა Credo, Sanctus და Agnus Dei, რომელთა მუსიკაც ნაწილობრივ მისივე კანტატებზე დაფუძნებული, ნაწილობრივ კი ახალი იყო. ბახის კარის კომპოზიტორად დანიშვნა ნაწილი იყო მისი ხანგრძლივი მცდელობისა, ლაიფციგის ქალაქის საბჭოსთან მოლაპარაკებებისას უფრო მეტი ძალა ჰქონოდა. 1737-1739 წლებში Collegium Musicum-ს ბახის ყოფილი მოსწავლე, კარლ გოტფრიდ გერლახი ხელმძღვანელობდა.

1735 წელს დაიწყო თავისი საორღანო მუსიკის პირველი კრებულის გამოსაცემად მომზადება. ის 1739 წელს გამოიცა, როგორც Clavier-Übung III (საკლავირო სავარჯიშო III).[84] დაახლოებით იმავე წელს დაიწყო წერა და მომზადება პრელუდიების და ფუგების მეორე ნაკრებისა, რომელიც, დღეს კარგად ტემპერირებული კლავირის მეორე წიგნის სახითაა ცნობილი.[85]

გვიანი პერიოდი და გარდაცვალება (1740–1750)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1740-1748 წლებში ბახი იწერდა, ტრანსკრიპციას უკეთებდა, ამუშავებდა და პროგრამულად ალაგებდა ძველი სტილის (Stile antico) პოლიფონიურ მუსიკას, მათ შორის იყო პალესტრინას (BNB I/P/2),[86] კერლის (BWV 241),[87] ტორის (BWV Anh. 30),[88] ბასანის, (BWV 1081),[89] გასპარინის (Missa Canonica)[90] და კალდარას (BWV 1082)[91] ნაწარმოებები. ბახის სტილი მისი ცხოვრების ბოლო ათწლეულში შეიცვალა და მასში სულ უფრო ხშირი გახდა პოლიფონიური სტრუქტურების, კანონების და Stile Antico-ს სხვა მახასიათებლების გამოყენება.[92] 1741 გამოიცა გოლდბერგის ვარიაციები — საკლავირო სავარჯიშოების ბოლო, მეოთხე ტომი, ორ-მანუალიანი კლავესინისთვის, რომელიც ცხრა კანონს შეიცავდა.[93] ამ პერიოდში განაგრძობდა, თავისი თანამედროვეების, მათ შორის, ჰენდელის, (BNB I/K/2)[94] და შტელცელის (BWV 200)[95] მუსიკის ათვისებას და თავისი ადრინდელი ნაწარმოებების რევიზიას.[96] აგრეთვე ითვისებდა ახალგაზრდა თაობის კომპოზიტორების, მაგალითად, პერგოლეზის (BWV 1083)[97] და თავისივე სტუდენტის, გოლდბერგის (BNB I/G/2)[98] მუსიკას.

1746 წელს ბახი ემზადებოდა ლორენც კრისტოფ მიცლერის მუსიკალურ მეცნიერებათა საზოგადოებაში შესასვლელად.[99] ამისთვის უნდა წარედგინა კომპოზიცია, რისთვისაც აირჩია კანონური ვარიაციები Vom Himmel hoch da komm' ich her, აგრეთვე, თავისი პორტეტი, რომელიც რომელიც ელიას გოტლიბ ჰაუსმანმა შეასრულა და მასზე გამოსახულია კანონური ტრიპლექსი ექვს ხმაში (BWV 1076).[100] 1747 წლის მაისში ბახი პრუსიის მეფის, ფრედერიკ II-ს კარს ეწვია, პოტსდამში. მეფემ მისთვის თემა დაუკრა და ამ თემაზე ფუგის იმპროვიზებაში გამოიწვია. კომპოზიტორი დათანხმდა და სამხმიანი ფუგა დაუკრა ფრედერიკის ფორტეპიანოზე, რომელიც იმ დროს ახალი ტიპის ინსტრუმენტს წარმოადგენდა. ლაიფციგში დაბრუნების შემდეგ კი მეფის თემაზე (Thema Regium) ფუგების და კანონების ნაკრები, აგრეთვე, ტრიო-სონატა დაწერა. ეს მუსიკა რამდენიმე კვირაში გამოიცა, სახელწოდებით მუსიკალური მიძღვნა. დაახლოებით ერთ წელიწადში კი გამოიცა შუბლერის ქორალები, რომლებიც დაახლოებით ორი ათწლეულით ადრე დაწერილ კანტატებზე იყო დაფუძნებული.[101][102] დაახლოებით ამ დროსვე დაიბეჭდა ხუთი კანონური ვარიაცია, რომელიც ბახმა მიცლერის საზოგადოებას წარუდგინა 1747 წელს.[103]

ბახის უკანასკნელ წლებში მისი შემოქმედებითი დრო, მეტწილად, ორ დიდი ზომის კომპოზიციას ეკავა. 1742 წლიდან დაწერა და გადაამუშავა რამდენიმე კანონი და ფუგა ფუგის ხელოვნებიდან, რომლის გამოსაცემად მომზადებასაც თითქმის გარდაცვალებამდე განაგრძობდა.[104][105] 1740-იანი წლების შუაში შეადგინა კანტატა (BWV 191) დრეზდენის კარისთვის 1733 წელს დაწერილი მცირე (კირიე-გლორია) მესიდან, ხოლო ბოლო წლებში აღნიშნული მესა სრულმასშტაბიან სი-მინორულ მესად აქცია. შტაუფერი ამ ნაწარმოებს ახასიათებს, როგორც „ბახის ყველაზე უნივერსალურ საეკლესიო ნამუშევარს. შედგებოდა რა 35 წლის მანძილზე დაწერილი კანტატების გადამუშავებული ნაწილებისგან, მან საშუალება მისცა ბახს, კიდევ ერთხელ გამოეკვლია თავისი ვოკალური ნამუშევრები და აერჩია გარკვეული ნაწილი შემდგომი რევიზიისა და დახვეწისთვის.“[39] მესა, რომელიც კომპოზიტორის სიცოცხლეში მთლიანად არასოდეს შესრულებულა, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს საგუნდო ნაწარმოებად ითვლება.[106]

1749 წლის იანვარში ბახის ქალიშვილი, ელიზაბეტ იულიანა ფრიდერიკა კომპოზიტორის მოსწავლეზე, იოჰან კრისტოფ ალტნიკოლზე დაქორწინდა. ბახის ჯანმრთელობა უარესდებოდა. 2 ივნისს ჰაინრიხ ფონ ბრიულმა ლაიფციგის ერთ-ერთ ბურგომისტრს წერილობითი თხოვნით მიმართა, იოჰან გოტლობ ჰარერი დაენიშნა თომასკანტორად და მუსიკალურ დირექტორად „ბატონი ბახის მოსალოდნელი გარდაცვალების შემდეგ.“[107] ბახი დაბრმავდა და 1750 წლის მარტსა და აპრილში თვალის ოპერაციები გაიკეთა ბრიტანელ ოკულისტთან, ჯონ ტეილორთან, რომელიც დღეს ცობილია შარლატანად, რომელმაც ასობით ადამიანი დააბრმავა.[108] კომპოზიტორი 1750 წლის 28 ივლისს, ამ მკურნალობის გართულების შედეგად გარდაიცვალა.[109][110][111] გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში წარმოებული აღწერის თანახმად, მის ქონებაში შედიოდა ხუთი კლავესინი, ორი ლუტ-კლავესინი, სამი ვიოლინო, სამი ალტი, ორი ჩელო, ერთი ვიოლა და გამბა, ლუტი და სპინეტი, აგრეთვე, 52 „წმინდა წიგნი“, მათ შორის, მარტინ ლუთერის და იოზეფუსის ნაშრომები.[112] კომპოზიტორის ვაჟის, კარლ ფილიპ ემანუელის ზრუნვით, 1751 წელს გამოქვეყნდა ჯერ კიდევ დაუსრულებელი ფუგის ხელოვნება.[113] მანვე, ბახის ყოფილ მოსწავლესთან, იოჰან ფრიდრიხ აგრიკოლასთან ერთად დაწერა ბახის ნეკროლოგი, რომელიც მიცლერის საზოგადოების ჟურნალში Musikalische Bibliothek გამოქვეყნდა, 1754 წელს.[114]

მუსიკალური სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახის ხელით მინაწერი შენიშვნა კალოვის ბიბლიაზე (II მეფეთა, 5:13): "NB Bey einer andächtigen Musiq ist allezeit Gott mit seiner Gnaden Gegenwart" (ღვთის სადიდებელ მუსიკაში ყოველთვის არის ღმერთი თავისი მადლით.)
O Haupt voll Blut und Wunden: ოთხხმიანი ქორალი მათეს პასიონიდან
ბახის მითითებები მელიზმების თაობაზე წიგნიდან Klavierbüchlein für Wilhelm Friedemann Bach
Aria da capo გოლდბერგის ვარიაციებიდან, ბახის მიერ მელიზმების გამოყენების მაგალითი.
ფუგის ხელოვნება (სათაურის გვერდი)

ბახის მუსიკა, მეტწილად, მიესადაგება მის თანამედროვე, გვიანდელი ბაროკოს მუსიკალურ სტილს. თავისი თანამედროვე კომპოზიტორების — ჰენდელის, ტელემანის და ვივალდის მსგავსად, იყენებდა კონცერტების, სიუიტების ფორმებს, da capo არიებს რეჩიტატივებით, ოთხხმიან ქორალს, basso continuo-ს და ა.შ. მისი სტილის განსაკუთრებულობა მდგომარეობს კონტრაპუნქტული ინვენციების და მოტივური კონტროლის ოსტატობაში, აგრეთვე, მძლავრი ხმოვანების და რთული ტექსტურის მუსიკაში. ადრეული ასაკიდანვე აქტიურად ითვისებდა თავისი წინამორბედების და თანამდროვეების მუსიკას, ყველაფერს, რაც კი ხელმისაწვდომი იყო ევროპის მასშტაბით, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან და გერმანიის ყველა რეგიონიდან. ყველა მათგანის კვალი მის მუსიკაშიც იგრძნობა.[115]

ბახის შემოქმედების ცენტრალურ ნაწილს ყოველთვის რელიგიური მუსიკა წარმოადგენდა. მისი ასობით საეკლესიო ნაწარმოები გამოხატავს როგორც მის ოსტატობას, ასევე ღრმა რელიგიურ რწმენასაც.[116][117] ლაიფციგში, თომასკანტორის პოზიციაზე ლუთერის მცირე კატეხიზმოსაც ასწავლიდა, რამაც მის მუსიკაშიც ჰპოვა გამოძახილი.[118] მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი დაფუძნებულია ლუთერანულ ქორალზე. დიდი ზომის საეკლესიო ნაწარმოებების სტრუქტურაში ჩანს დახვეწილი, კომპლექსური დაგეგმარება მძლავრი რელიგიური და მუსიკალური ექსპრესიის მისაღწევად. მაგალითად, მათეს პასიონი, რომელიც ამ ტიპის სხვა ნაწარმოებების მსგავსად, რეჩიტატივებით, არიებით, გუნდებით და ქორალებით გადმოსცემს ქრისტეს ვნებების ბიბლიურ ნარატივს, უკვე რამდენიმე საუკუნეა მსმენელში ძლიერ მუსიკალურ და სულიერ განცდებს იწვევს.[119]

ბახის მიერ გამოცემული და ხელნაწერების სახით შედგენილი კრებულები მოიცავს მის დროში არსებული ყველა ჟანრისთვის დამახასიათებელ არტისტულ და ტექნიკურ შესაძლებლობებს, გარდა ოპერისა. მაგალითად, კარგად ტემპერირებული კლავირი მოიცავს ორ წიგნს, რომელთაგანაც თითოეულში მოცემულია პრელუდია და ფუგა ყველა მაჟორულ და მინორულ ტონალობაში და გვთავაზობს ფუგის, სტრუქტურული და პოლიფონიური ხერხების თავბრუდამხვევ მრავალფეროვნებას.[120]

ოთხხმიანი ჰარმონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხხმიანი ჰარმონია ბახზე ადრე იღებს სათავეს, თუმცა მისი მოღვაწეობა დაემთხვა დროს, როცა მოდალური მუსიკა დასავლურ ტრადიციაში მეტწილად ტონალურმა სისტემამ ჩაანაცვლა. ამ სისტემაში მუსიკალური ნაწარმოები აკორდიდან აკორდზე გარკვეული წესების დაცვით გადადის და თითოეული აკორდი ოთხი ნოტისგან შედგება. ოთხხმიანი ჰარმონიის პრინციპებს ბახი არა მარტო საგუნდო მუსიკაში იყენებს, არამედ, ციფრული ბანის აკომპანიმენტშიც.[121] ეს ახალი სისტემა ბახის შემოქმედების ცენტრალური ელემენტია და ითვლება, რომ სწორედ მის კომპოზიციებში ჩაეყარა საფუძველი იმ სქემას, რომელიც დასავლეთევროპულ მუსიკაში მომდევნო რამდენიმე საუკუნე დომინირებდა.

ბახის მიერ ტონალური სისტემის გამოყენება და წვლილი მის სისტემის განვითარებაში სულაც არ გულისხმობს იმას, რომ იგი ნაკლები ოსტატობით მუშაობდა მოდალურ სისტემაში და მასთან დაკავშირებულ ჟანრებში. განსხვავებით მის თანამედროვეთაგან, რომლებიც მთლიანად ახალ სისტემაზე გადავიდნენ, ბახი ხშირად უბრუნდებოდა უკვე თითქმის არქაულად მიჩნეულ კილოებს და ჟანრებს. ამის მაგალითია ქრომატიული ფანტაზია და ფუგა, რომელიც ქრომატიული ფანტაზიის ჟანრის სამაგალითო ნიმუშად ითვლება.

მოდულაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიდევ ერთი სტილისტური მახასიათებელი, რომლიც გამოყენებაშიც ბახი უფრო შორს წავიდა, ვიდრე მისი თანამედროვეები, იყო მოდულაცია (ტონალობის ცვლა მუსიკალური ნაწაროების შიგნით). ბაროკოს ინსტრუმენტები მოდულაციის შესაძლებლობებს მკაცრად ზღუდავდნენ: კლავიშიან ინსტრუმენტებზე ტემპერირების მუშა სისტემის გამოგონებამდე მოდულაცია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ტონალობებში შეიძლებოდა, ხოლო ჩასაბერი, განსაკუთრებით, ლითონის ჩასაბერი ინსტრუმენტები, როგორიცაა საყვირები და ვალტორნები, მათზე ვენტილებს დამონტაჟებამდე, მხოლოდ ნატურალური ბგერათრიგის ტონებს გამოსცემდნენ. ბახი საზღვრების გაფართოებას შეეცადა. ორღანის დაკვრისას ის „უცნაურ ბგერებს“ ამატებდა, რითიც მომღერლებსაც აბნევდა ხოლმე.[122] 1723 წელს მაგნიფიკატში („Suscepit Israel“) მი--ში აწყობილ საყვირებს დააკვრევინა მელოდია ენჰარმონიულ დო-მინორში.[123]

ბახის მოღვაწეობის პერიოდში მომხდარი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელშიც თავადაც მოზრდილი წვლილი შეიტანა, იყო კლავიშიანი ინსტრუმენტების ტემპერირების (თანაბარი წყობის) სისტემის გამოგონება, რომელიც საშუალებას იძლეოდა, მათზე მუსიკა ყველა შესაძლო ტონალობაში შესრულებულიყო (12 მაჟორული და 12 მინორული ტონალობა), ასევე, მოდულაცია შესაძლებელი ხდებოდა ინსტრუმენტის გადაწყობის გარეშე. მისი ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოები, კაპრიჩიო საყვარელი ძმის გამგზავრებაზე, უკვე აჩვენებდა სხვა თანამედროვე ნაწარმოებებთან შედარებით ბევრად უფრო თამამ მისწრაფებას მოდულაციებისკენ,[124] თუმცა ამ მისწრაფების სრული ხორცშესხმა კარგად ტემპერირებულ კლავირში მოხდა.[125]

მელიზმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახის წიგნის პატარა კლავირი ვიჰელმ ფრიდემან ბახისთვის (გერმ. Klavierbüchlein für Wilhelm Friedemann Bach) მეორე გვერდი წარმოადგენს მელიზმების ნოტაციას და მითითებებს მათი შესრულების თაობაზე, რომელიც მისი 9 წლის ვაჟისთვის იყო განკუთვნილი. ბახი, როგორც წესი, საკმაოდ კონკრეტული იყო თავის ნაწარმოებებში მელოდიური ორნამენტების შესრულებასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა მისი თანამედროვე კომპოზიტორების უმეტესობა ამ საკითხს შესმრულებელს ანდობდა ხოლმე,[126] მისი მელიზმები კი საკმაოდ რთული იყო. მაგალითად, Aria da capo გოლდბერგის ვარიაციებიდან თითქმის ყველა ტაქტში მდიდარ ორნამენტაციას შეიცავს. ბახმა დაამატა მელიზმები ალესანდრო მარჩელოს ჰობოის კონცერტის საკლავირო ტრანსკრიპციას, რომლებიც რამდენიმე საუკუნის შემდეგაც სრულდება ამ კონცერტის დაკვრისას.

მიუხედავად იმისა, რომ ბახს ოპერა არ დაუწერია, ის არ ეწინააღმდეგებოდა ამ ჟანრს, არც მის ორნამენტულ სასიმღერო სტილს. საეკლესიო მუსიკაში იტალიელი კომპოზიტორები ხშირად ბაძავდნენ საოპერო სტილს, რისი მაგალითიცაა ნეაპოლიტანური მესა, თუმცა, პროტესტანტულ რეალობაში ამ საკითხს მეტი თავშეკავებით უდგებოდნენ. მაგალითად, კუნაუ, ბახის წინამორბედი ლაიფციგში, ცნობილი იყო წერილებით ოპერის და ვირტუოზული იტალიური ვოკალური სტილის წინააღმდეგ.[127] ბახი ამ მიდგომას არ იზიარებდა. ერთ-ერთი კომენტარი მისი მათეს პასიონის შესრულების შემდეგ ის იყო, რომ ნაწარმოები ოპერასავით ჟღერდა.[128]

თანხლების ინსტრუმენტებისთვის სოლო პარტიების მიცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახის ეპოქაში basso continuo, რომელიც, ჩვეულებივ, შედგებოდა ორღანის, ვიოლა და გამბას და კლავესინისგან, მხოლოდ თანხლების ფუნქციას ასრულებდა და ნაწარმოებებს ჰარმონიული და რიტმული ბაზისით უზრუნველყოფდა. 1720-იანი წლების ბოლოდან კანტატების ინსტრუმენტულ მონაკვეთებში მან ორღანს სოლო პარტიები მისცა,[129] ჰენდელის მიერ პირველი საორღანო კონცერტების გამოქვეყნებამდე დაახლოებით ათი წლით ადრე.[130] მე-5 ბრანდენბურგის კონცერტის (BWV 1050) და სამმაგი კონცერტის (BWV 1044) გარდა, სადაც უკვე 1720-იან წლებში კლავესინის სოლოებია მოცემული, ბახმა შექმნა კლავესინის კონცერტები 1730-იან წლებში,[131] ხოლო მის სონატებში ვიოლა და გამბას და კლავესინისთვის არცერთი ინსტრუმენტი არ უკრავს მხოლოდ აკომპანიმენტს, არამედ წარმოადგენს თანაბარუფლებიან სოლო ინსტრუმენტს. ამ აზრით, ბახმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ისეთი ჟანრების განვითარებაში, როგორიცაა საფორტეპიანო კონცერტი.[132]

ინსტრუმენტების გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახი წერდა ვირტუოზულ მუსიკას სხვადასხვა ინსტრუმენტისთვის, აგრეთვე, ნაწარმოებებს ინსტრუმენტების მითითების გარეშე. მაგალითად, სონატები და პარტიტები სოლო ვიოლინოსთვის წარმოადგენს ამ ინსტრუმენტის რეპერტუარის მწვერვალს და განსაკუთრებით კარგ შემსრულებელს საჭიროებს. მუსიკა მორგებულია ინსტრუმენტზე და იყენებს მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, შემსრულებლისგან კი ითხოვს ვირტუოზობას, ბრავურას გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა და ინსტრუმენტი ხშირად განუყოფელი ჩანს, მაგალითად, მისი ჩელოს და საკლავირო მუსიკაში, ბახი ხშირად აკეთებდა მათ ტრანსკრიპციას სხვა ინსტრუმენტებისთვის. იგი მაქსიმალურად იყენებდა ინსტრუმენტის შესაძლებლობებს, თუმცა, ამავე დროს, მუსიკის ბირთვი ინსტრუმენტისგან დამოუკიდებელი რჩებოდა.

გასაკვირი არაა, რომ ბახის მუსიკა იოლად და ხშირად სრულდება იმ ინსტრუმენტებზე, რომლებისთვისაც არ ყოფილა განსაზღვრული. არსებობს მისი ნაწარმოებების ასობით ტრანსკრიპცია და ის შეიძლება შეგვხვდეს ისეთ მოულოდნელ ვითარებაში, როგორიცაა ჯაზი. გარდა ამისა, ბახმა დატოვა არაერთი კომპოზიცია, რომელისთვისაც ინსტრუმენტი მითითებული არაა. ამ კატეგორიაშია, მაგალითად, კანონები (BWV 1072–1078), ასევე, მუსიკალური მიძღვნის დიდი ნაწილი და ფუგის ხელოვნება.[133]

პოლიფონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახის მუსიკის კიდევ ერთი მახასიათებელია კონტრაპუნქტის გამოყენება ჰომოფონიის ნაცვლად. მისი კანონები და განსაკუთრებით, ფუგები ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ამ სტილისა, რომელიც ბახს არ გამოუგონია, მაგრამ მის განვითარებაში განუზომელი წვლილი შეიტანა. ფუგა იმდენადვე სახასიათოა ბახის სტილისთვის, როგორც, მაგალითად, სონატა კლასიკური პერიოდისთვის.[134]

ბახის არა მხოლოდ მკაცრად კონტრაპუნქტული მუსიკა, არამედ მთლიანი შემოქმედების დიდი ნაწილი ხასიათდება სხვადასხვა მელოდიური ხაზით თითოეულ ხმაში, სადაც აკორდები, რომლებიც ამ ხმებში მჟღერი ნოტებისგან იქმნება, ოთხხმიანი ჰარმონიის წესებს ემორჩილება. იოჰან ნიკოლაუს ფორკელი, ბახის პირველი ბიოგრაფი მისი მუსიკის ამ გამორჩეული თვისების შესახებ წერს:[135]

მუსიკა რომ მხოლოდ მელოდიური ხაზის გამოთქმა, ნოტების უბრალო მიმდევრობა იყოს, სამართლიანი იქნებოდა მისი დადანაშაულება სიღარიბეში. ბანის დამატება ჰარმონიულ საძირკველზე ათავსებს და ნათელს ხდის მას, თუმცა ეს უფრო განსაზღვრავს მას, ვიდრე ამდიდრებს. მელოდიას ასეთი თანხლებით - მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნოტი, შესაძლოა, ბანის არ იყოს, ან შემკულს მარტივი ორნამენტებით ზემო ნაწილებში, ან მარტივი აკორდული თანხლებით, ეწოდებოდა „ჰომოფონია“. მაგრამ სრულიად განსხვებული რამაა, როცა ორი მელოდია ისეა ერთმანეთში ჩაქსოვილი, რომ ერთმანეთს ესაუბრებიან თანასწორი პიროვნებების მსგავსად. პირველ შემთხვევაში აკომპანიმენტი დაქვემდებარებულია და მხარს უჭერს ძირითად პარტიას, მეორე შემთხვევაში კი მათ შორის ურთიერთობა სხვაგვარია. მათი ურთიერთობიდან ახალი მელოდიური კომბინაციები და მუსიკალური გამოხატვი ახალი ფორმები წარმოიშობა. თუ მათ, იგივე თავისუფალი და დამოუკიდებელი მანერით სხვა პარტიებიც შეუერთდება, შესაბამისად გაფართოვდება მუსიკის სამეტყველო ენაც, ხოლო ფორმის და რიტმის სხვადასხვაობის შემოტანასთან ერთად, პრაქტიკულად, ამოუწურავი გახდება. ამდენად, ჰარმონია ხდება არა მელოდიის უბრალო თანმხლები, არამედ მუსიკალური დიალოგის სიმდიდრის და გამომსახველობის გაზრდის მძლავრი ინსტრუმენტი. ამ მიზნის მისაღწევად უბრალო აკომპანიმენტი არ კმარა. ნამდვილი ჰარმონია მხოლოდ რამდენიმე მელოდიის ურთიერთობით მიიღწევა. დაახლოებით 1720 წლიდან გარდაცვალებამდე 1750 წელს, ბახის ჰარმონია ამ დამოუკიდებელი მელოდიების ურთიერთობისგან შედგება და იმდენად სრულყოფილია, რომ თთოეული პარტია ნამდვილ მელოდიად გვეჩვენება. აქ ბახი მსოფლიოს ყველა კომპოზიტორს აღემატება. პირადად მე, ჩემთვის ნაცნობ მუსიკაში მისი ტოლი არავინ მინახავს. მის ოთხხმიან ნაწარმოებებშიც კი, არცთუ იშვიათად, შეგვიძლია მოვაშოროთ ზედა და ქვედა ნაწილები და დარჩენილი ნაწილებიც მელოდიური და სასიამოვნო იქნება.

სტრუქტურა, ტექსტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოებების სტრუქტურას ბახი, თანამედროვეებთან შედარებით, ბევრად მეტ ყურადღებას აქცევდა. ეს ჩანს მცირედი შესწორებებიდან, რომელსაც სხვისი ნაწარმოებების დამუშავებისას აკეთებდა (მაგალითად, მარკოზის პასიონის უადრესი ვერსია, სადაც სცენებს შორის გადასვლები გააუმჯობესა),[136] და მისივე ისეთი ნაწარმოებების არქიტექტურიდან, როგორიცაა მაგნიფიკატი[123] და ლაიფცგის დროინდელი პასიონები. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ხშირად ახდენდა თავისი ადრინდელი ნაწარმოებების რევიზიას ფორმის და სტრუქტურის თვალსაზრისით, რისი მაგალითიცაა მესა სი-მინორში. სტრუქტურის მიმართ მისმა დამოკიდებულებამ, მოგვიანებით, განსაკუთრებით, 1970-იან წლებში, მის მუსიკაში დამალული ნუმეროლოგიური მნიშვნელობების და სიმბოლოების ძიება გამოიწვია, თუმცა მსგავს მოსაზრებათა უმეტესობა უსაფუძვლო აღმოჩნდა.[137][138]

ბახისთვის მნიშვნელოვანი იყო თავისი ვოკალური ნაწარმოებების ტექსტურ მხარე (ლიბრეტოები). კანტატების და დიდი ზომის ვოკალური ნამუშევრების შექმნისას სხვადასხვა ავტორებთან თანამშრომლობდა, თუმცა, საბოლოოდ, ტექსტს თავად ასწორებდა და მუსიკის სტრუქტურას უსადაგებდა ხოლმე. ცნობილია მისი თანამშრომლობა პიკანდერთან მათეს პასიონზე და ტექსტის ძიების პროცესი რამდენიმე წლით ადრე, იოანეს პასიონზე მუშაობისას.[139]

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახის ხელნაწერი რეჩიტატივი ქრისტეს სიკვდილის ამსახველი სახარების ტექსტით, მათეს პასიონი [140]
საშობაო ორატორია, ლიბრეტოს ბეჭდური გამოცემა
კარგად ტემპერირებული კლავირი, წიგნი 1 – პრელუდია №1 დო-მაჟორი (BWV 846). ასრულებს რობერტ შრეტერი (კლავესინი) 
გოლდბერგის ვარიაციების ყდა.
ანა მაგდალენა ბახის კუთვნილი ჩელოს სიუიტების კრებულის ყდა

1950 წელს ვოლფგანგ შმაიდერმა გამოსცა ბახის კომპოზიციების თემატური კატალოგი, სახელწოდებით გერმ. Bach-Werke-Verzeichnis.[141] იგი, მეტწილად, ეყრდნობოდა 1850-1900 წლებში გამოცემულ კრებულს გერმ. Bach-Gesellschaft-Ausgabe. კატალოგის პირველი გამოცემა შეიცავდა 1,080 შემორჩენილ კომპოზიციას, რომელიც დადასტურებულად ბახს ეკუთვნის.[142]

BWV ნომრის დიაპაზონი კომპოზიციები
BWV 1–224 კანტატები
BWV 225–231 მოტეტები
BWV 232–243 საეკლესიო კომპოზიციები ლათინურ ენაზე
BWV 244–249 პასიონები და ორატორიები
BWV 250–438 ოთხხმიანი ქორალები
BWV 439–524 მცირე ვოკალური ნაწარმოებები
BWV 525–771 საორღანო ნაწარმოებები
BWV 772–994 სხვა საკლავირო ნაწარმოებები
BWV 995–1000 კომპოზიციები ლუტისთვის
BWV 1001–1040 სხვა კამერული მუსიკა
BWV 1041–1071 საორკესტრო მუსიკა
BWV 1072–1078 კანონები
BWV 1079–1080 გვიანი კონტრაპუნქტული ნაწარმოებები

BWV 1081–1126 კატალოგს XX საუკუნის მეორე ნახევარში დაემატა, ხოლო BWV 1127 და ზემოთ — კიდევ უფრო გვიან.[143][144]

პასიონები და ორატორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი პარასკევის ღვთისმსახურებისთვის ბახი წერდა პასიონებს. აგრეთვე, ქმნიდა ორატორიებს, როგორიცაა საშობაო ორატორია, რომელიც ექვსი კანტატისგან შედგება და შობის ლიტურგიკული ციკლის დროს გამოიყენება.[145][146][147] შედარებით მოკლეა აღდგომის ორატორია და ამაღლების ორატორია.

ორმაგი გუნდით და ორკესტრით, მათეს პასიონი ბახის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაწარმოებია. იოანეს პასიონი კი პირველი პასიონი იყო, რომელიც მან ლაიფციგში, თომასკანტორის პოზიციაზე მუშაობისას დაწერა.

კანტატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეკროლოგის მიხედვით, ბახის მიზანი იყო საეკლესიო კანტატების ხუთწლიანი ციკლის შექმნა. გარდა ამისა, წერდა კანტატებს ქორწილებისთვის, დაკრძალვებისთის და ა.შ.[114] შემორჩენილია 200-მდე ასეთი კანტატა, რაც მთელი რაოდენობის დაახლოებით მესამედს უნდა წარმოადგენდეს.[25][148] ბახის ციფრულ ვებგვერდზე მოცემულია სია, რომელიც 50 საერო კანტატას მოიცავს, რომელთანაც დაახლოებით ნახევარი მთლიანად ან მეტწილად არის შემონახული.[149]

საეკლესიო კანტატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახის კანტატები ფორმითა და ინსტრუმენტული შემადგენლობით ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს კანტატები სოლო მომღერლებისთვის, გუნდისთვის, მცირე ინსტრუმენტული ჯგუფებისთვის და დიდი ორკესტრებისთვის. ბევრი მათგანი იწყება დიდი გუნდური შესავლით, რომელსაც მოჰყვება ერთი ან რამდენიმე რეჩიტატივი და არია, ან დუეტი სოლისტებისთვსის, რასაც ასრულებს გუნდი. დასკვნითი ქორალის მელოდია, როგორც წესი, დასაწყისშივეა მოცემული, როგორც cantus firmus.

ბახის უადრესი კანტატები მისი არნშტატში და მიულჰაუზენში ცხოვრების პერიოდით თარიღდება. დღეისათვის ცნობილი ყველაზე ძველი კანტატა არის Christ lag in Todes Banden (BWV 4), რომელიც 1707 წლის აღდგომისთვის დაიწერა და საგუნდო კანტატას წარმოადგენს.[150] Gottes Zeit ist die allerbeste Zeit (BWV 106), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ლათ. Actus Tragicus, წარმოადგენს დაკრძალვის ცერემონიისთვის დაწერილ კანტატას მიულჰაუზენის პერიოდიდან.[151] შედარებით გვიანდელი, ვაიმარის პერიოდიდან შემორჩენილია 20-მდე კანტატა, მაგალითად, Ich hatte viel Bekümmernis (BWV 21).[152]

1723 წლის მაისიდან მოყოლებული, ლაიფციგში თომასკანტორის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, ბახი ყოველკვირეულად ასრულებდა კანტატას, რომელიც ღვთისმსახურებაზე წაკითხული სახარების შინაარსს ესადაგებოდა.[36] კანტატების პირველი წლიური ციკლი დაიწყო 1723 წლის სულთმოფენობის შემდეგ მეორე კვირიდან და შემდეგი წლის სულთმოფენობის შემდეგ კვირამდე გაგრძელდა. ლაიფციგში დაწერილ მეორე ციკლს საგუნდო კანტატების ციკლსაც უწოდებენ, რადგანაც მეტწილად ასეთი ტიპის კანტატებისგან შედგება. მესამე ციკლზე მუშაობა რამდენიმე წელი გაგრძელდა, რასაც ე.წ. პიკანდერის ციკლი მოჰყვა 1728-1729 წლებში.

გვიანდელი საეკლესიო კანტატებიდან აღსანიშნავია Ein feste Burg ist unser Gott (BWV 80)[153] და Wachet auf, ruft uns die Stimme (BWV 140).[154] ლაიფციგის ციკლებიდან მხოლოდ პირველი სამია შემორჩენილი მეტ-ნაკლები მთლიანობით. საკუთარის გარდა, ბახი აგრეთვე ასრულებდა ტელემანის და თავისი შორეული ნათესავის, იოჰან ლუდვიგ ბახის კანტატებს.[36]

საერო კანტატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახი წერდა სეკულარული ხასიათის კანტატებს პოლონეთის სამეფო და საქსონიის კურფიურსტის ოჯახისთვის (Trauer-Ode),[155] ან სხვა საჯარო თუ კერძო ღონისძიებებისთვის (ნადირობის კანტატა).[156] ასეთი კანტატების ტექსტი დიალექტური (გლეხური კანტატა)[157] ან იტალიური იყო (Amore traditore).[158] საერო კანტატების დიდი ნაწილი დაიკარგა, თუმცა მათი ტექსტი და შექმნის ვითარება ცნობილია, მაგალითად, პიკანდერის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებული ლიბრეტოებიდან (BWV 11-12).[159] ზოგიერთის სიუჟეტი მითოლოგიური ხასიათისა იყო (Der Streit zwischen Phoebus und Pan),[160] სხვები კი თითქმის მინიატურულ buffo ოპერას წარმოადგენდა (ყავის კანტატა).[161]

A cappella[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახის a cappella მუსიკა მოიცავს მოტეტებს და ასობით ქორალის ჰარმონიზაციას.

მოტეტები (BWV 225–231) წარმოადგენს საეკლესიო თემატიკის საგუნდო ნაწარმოებებს გუნდის და continuo ინსტრუმენტებისთვის. რამდენიმე მათგანი დაკრძალვის ცერემონიებისთვისა იყო დაწერილი.[162] შემდეგი ექვსი მოტეტი დადასტურებულად ბახის მიერაა დაწერილი: Singet dem Herrn ein neues Lied (BWV 225), Der Geist hilft unser Schwachheit auf (BWV 226), Jesu, meine Freude (BWV 227), Fürchte dich nicht (BWV 228), Komm, Jesu, komm (BWV 229) და Lobet den Herrn, alle Heiden (BWV 230). Sei Lob und Preis mit Ehren (BWV 231) არის ერთ-ერთი ნაწილი მოტეტისა Jauchzet dem Herrn, alle Welt (BWV Anh. 160), რომლის დანარჩენი ნაწილები, შესაძლოა, ტელემანის მუსიკაზე იყოს დაფუძნებული.[163]

საეკლესიო მუსიკა ლათინურ ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახის საეკლესიო შემოქმედება ლათინურ ენაზე მოიცავს ისეთ ნაწარმოებებს, როგორიცაა მაგნიფიკატი, ოთხი კირიე–გლორია მესა და მესა სი-მინორი.

მაგნიფიკატი მი-მააჟორი (BWV 243a), ნაწარმოების პირველი ვერსია, 1723 წლით თარიღდება, თუმცა გაცილებით უფრო ცნობილია მაგნიფიკატი რე-მაჟორი (BWV 243, 1733 წლის ვერსია).

1733 წელს ბახმა დრეზდენის კარისთვის დაწერა კირიე–გლორია მესა, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში (1748–1749) გააფართოვა და აქცია სრულმასშტაბიან მესად სი-მინორში. ნაწარმოები ბახის სიცოცხლეში მთლიანად არასდროს შესრულებულა.[164][165]

მუსიკა კლავიშიანი ინსტრუმენტებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახი ქმნიდა მუსიკას ორღანის და იმ დროს გავრცელებული სხვა კლავიშიანი ინსტრუმენტებისთვის, მეტწილად, კლავესინის, ასევე, კლავიკორდის და ლუტ-კლავესინისთვის (რომელიც მისი საყვარელი ინსტრუმენტი იყო).

ნაწარმოებები ორღანისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახი თავისი ცხოვრების განმავლობაში მეტწილად, ორღანისტად და საორღანო კომპოზიტორად იყო ცნობილი. ამ ინსტრუმენტისთვის წერდა მუსიკას როგორც ტრადიციულ გერმანულ თავისუფალ ჟანრებში, როგორიცაა პრელუდიები, ფანტაზიები და ტოკატები, ასევე უფრო მკაცრ ფორმებშიც, როგორიცაა ქორალური პრელუდიები და ფუგები.[36] ახალგაზრდა ასაკიდან გაითქვა სახელი თავისი კრეატიულობით და საორღანო ნამუშევრებში უცხოური სტილების შემოტანით. გამოკვეთილად ჩრდილოგერმანული გავლენა იქონია მასზე გეორგ ბემმა, რომელსაც ლიუნებურგში შეხვდა და დიტერიხ ბუქსტეჰუდემ, რომელსაც 1704 წელს, ლიუბეკში, სამსახურში ხანგრძლივი პერიოდით არყოფნისას ეწვია. ამ პერიოდში გააკეთა არაერთი ფრანგი და იტალიელი კომპოზიტორის ნაწარმოებთა ასლები, რითაც ცდილობდა, მათ საკომპოზიტორო ენას გაცნობოდა, მოგვიანებით კი, გააკეთა ვივალდის და სხვათა კონცერტების ტრანსკრიპციები ორღანის და კლავესინისთვის. თავის ყველაზე პროდუქტიულ პერიოდში (1708–1714) შექმნა 24 პრელუდია და ფუგა, ხუთი ტოკატა და ფუგა და პატარა საორღანო წიგნი, 46 ქორალური პრელუდიისგან შემდგარი დაუსრულებელი კოლექცია. ვაიმარიდან წასვლის შემდეგ ბახი ორღანისთვის შედარებით ცოტას წერდა, თუმცა მისი რამდენიმე ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ამ ინსტრუმენტისთვის (ექვსი ტრიო-სონატა, გერმანული საორღანო მესა და 18 დიდი ქორალი) სწორედ ამ პერიოდიდანაა. ცხოვრების გვიანდელ პერიოდში აქტიურად უწევდა კონსულტაციებს ახალი ორღანების დამზადებისას და სინჯავდა ახალ ინსტრუმენტებს.[166][167] კანონური ვარიაციები Vom Himmel hoch da komm' ich her და შუბლერის ქორალები მის მიერ გამოცემული ბოლო საორღანო ნაწარმოებებია.

ნაწარმოებები კლავესინის და კლავიკორდისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახს ბევრი ნაწარმოები აქვს დაწერილი კლავესინისთვის, რომელთა ნაწილიც შესაძლოა კლავიკორდზეც შესრულდეს. მოზრდილი ნამუშევრები განსაზღვრულია კლავესინზე ორი მანუალით, რაც მათი შესრულებისას ერთმანუალიან კლავიშიან ინსტრუმენტებზე (მაგ. ფორტეპიანო), სირთულეებს იწვევს, რომელიც ხელების გადაჯვარედინებასთანაა დაკავშირებული. ბევრი საკლავირო ნამუშევარი ანთოლოგიას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს მთელ რიგ თეორეტიკულ სისტემებს და ენციკლოპედიურ ყაიდაზეა აწყობილი.

  • კარგად ტემპერირებული კლავირი, წიგნები 1 და 2 (BWV 846–893). თითოეული წიგნი შედგება 24 პრელუდიისა და ფუგისგან ყოველი მაჟორული და მინორული ტონალობისთვის, რომლებიც ქრომატიულადაა დალაგებული დო-მაჟორიდან სი-მინორამდე. „კარგად ტემპერირებული“ სათაურში ეხება მუსიკალური წყობის ტემპერირებულ (თანაბარ) სისტემას, რადგან ბახის დრომდე წყობის ბევრი სისტემა არ იძლეოდა ყველა არსებული ტონალობის გამოყენების საშუალებას ინსტრუმენტზე.[168][169]
  • ინვენციები (BWV 772–801) ეს მოკლე, ორ ან სამხმიანი პოლიფონიური ნაწარმოებები კარგად ტემპერირებული კლავირის მსგავსად, ქრომატიული თანმიმდევრობითაა დალაგებული, თუმცა მათში რამდენიმე იშვიათად გამოყენებული ტონალობა გამოტოვებულია. ისინი კომპოზიტორის მიერ სასწავლო მიზნებისთვის იყო განსაზღვრული.[170]
  • საცეკვაო სიუიტების სამი კოლექცია: ინგლისური სიუიტები (BWV 806–811), ფრანგული სიუიტები (BWV 812–817) და საკლავირო პარტიტები (გერმ. Clavier-Übung I, BWV 825–830) თითოეული კოლექცია შეიცავს ექვს სიუიტას, რომელიც შემდეგ სტანდარტულ მოდელზეა აწყობილი: (ფრანგ. Allemande–ფრანგ. Courante–ფრანგ. Sarabande–(ეს ნაწილი ზოგჯერ გამოტოვებულია)–ფრანგ. Gigue). ინგლისური სიუიტებიც ამ მოდელს მიჰყვება, იმ განსხვავებით, რომ ალემანდის წინ მცირე პრელუდიას და სარაბანდას და ჟიგას შორის დამატებით ნაწილს შეიცავს.[171] ფრანგულ სიუიტებში პრელუდია გამოტოვებულია, თუმცა სარაბანდას და ჟიგას შორის მათში რამდენიმე ნაწილია მოცემული.[172] პარტიტებში ეს სტანდარტული მოდელი კიდევ უფრო გაფართოებულია დახვეწილი შესავალი მონაკვეთებით და ძირითად ელემენტებს შორის ჩართული სხვადასხვა ნაწილებით.[173]
  • გოლდბერგის ვარიაციები (BWV 988) ამ კრებულს რთული და უჩვეულო სტრუქტურა აქვს. ვარიაციები აგებულია არიის ბანის ხაზზე და არა მის მელოდიაზე, ხოლო მუსიკალური კანონები მასში ჩართულია დიდი გეგმის მიხედვით: 30 ვარიაციიდან ცხრა კანონია (ყოველი მესამე).[174] ვარიაციები დალაგებულია კანონების ტონალობების მიხედვით — უნისონიდან ნონამდე. პირველი ცხრა წყვილებადაა (უნისონი და ოქტავა, სეკუნდა და სეპტიმა, ტერცია და სექსტა, კვარტა და კვინტა). მეცხრე კანონი, კომპოზიციური განსხვავებების გამო, ცლკე დგას. ბოლო ვარიაცია არის არა მოსალოდნელი კანონი დეციმაზე, არამედ quodlibet.
  • სხვადასხვა საკლავირო კომპოზიცია, როგორიცაა ფრანგული უვერტიურა (BWV 831) და იტალიური კონცერტი (BWV 971) (გამოიცა ერთად, როგორც გერმ. Clavier-Übung II), აგრეთვე, ქრომატიული ფანტაზია და ფუგა (BWV 903).

ბახის ნაკლებად ცნობილი საკლავირო ნამუშევრებიდან აღსანიშნავია შვიდი ტოკატა (BWV 910–916), ოთხი დუეტი (BWV 802–805), სონატები (BWV 963–967), ექვსი მცირე პრელუდია (BWV 933–938) და იტალ. Aria variata alla maniera italiana (BWV 989).

საორკესტრო და კამერული მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახი წერდა სოლო ინსტრუმენტების, დუეტების და პატარა ანსამბლებისთვის. მისი ბევრი სოლო ნაწარმოები, როგორიცაა სონატები და პარტიტები ვიოლინოსთვის (BWV 1001–1006) და ექვსი სიუიტა ჩელოსთვის (BWV 1007–1012), ფართოდ მოიაზრება მისი შემოქმედების უმთავრეს ნიმუშებს შორის.[175] წერდა სონატებს სოლო ინსტრუმენტებისთვის, მაგალითად, ვიოლა და გამბასთვის კლავესინის ან continuo თანხლებით, ასევე, ტრიო სონატებს (ორი ინსტრუმენტი continuo თანხლებით).

მუსიკალური მიძღვნა და ფუგის ხელოვნება არის გვიანი პერიოდის კონტრაპუნქტული ნამუშევრები, რომლებიც ინსტრუმენტული შემადგენლობის შესახებ მითითებას არ შეიცავს.

სავიოლინო კონცერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონცერტის ფორმაში დაწერილი ნაწარმოებებიდან ჩვენამდე მოაღწია ორმა სავიოლინო კონცერტმა (ლა-მინორი (BWV 1041) და მი-მაჟორი (BWV 1042), აგრეთვე, კონცერტმა ორი ვიოლინოსთვის (BWV 1043), რომელსაც ხშირად ბახის „ორმაგ“ კონცერტსაც უწოდებენ.

ბრანდენბურგის კონცერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახის ყველაზე ცნობილ საორკესტრო ნამუშევრებს ბრანდენბურგის კონცერტები წარმოადგენს. მათი დასახელება უკავშირდება კომპოზიტორის მცდელობას, სამსახური მიეღო ბრანდენბურგ-შვედტის მარკგრაფ კრისტიან ლუდვიგისგან 1721 წელს, რისთვისაც წარადგინა აღნიშნული ნაწარმოებები. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.[36] ისინი concerto grosso-ს ჟანრის ნიმუშებს წარმოადგენს.

საკლავირო კონცერტები და საორკესტრო სიუიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახის საკლავირო კონცერტების დიდი ნაწილი წარმოადგენს არა ორიგინალურ ნაწარმოებს, არამედ სხვა ინსტრუმენტებისთვის დაწერილი და ამჟამად დაკარგული კონცერტების ტრანსკრიპციას.[176] მათგან აღდგენილ იქნა არაერთი კონცერტი ვიოლინოს, ჰობოის და ფლეიტისათვის.

გარდა კონცერტებისა, ბახს დაწერილი აქვს ოთხი საორკესტრო სიუიტა, რომლებიც სტილიზებული ცეკვების ნაკრებს წარმოადგენს ფრანგულ უვერტიურასთან ერთად.[177]

ასლები, არანჟირებები და გაურკვეველი წარმომავლობის ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობაში ბახი აკეთებდა სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების ასლებს მათგან სწავლის მიზნით.[178] მოგვიანებით, კოპირების და არანჟირების მიზანი მათი შესასრულებლად მომზადება ან მოსწავლეებისთვის სასწავლო მასალად გამოყენება გახდა. აკეთებდა იტალიელი ოსტატების: ვივალდის (BWV 1065), პერგოლეზის, (BWV 1083) და პალესტრინას (Missa Sine nomine); ფრანგი კუპერენის (BWV Anh. 183) და სხვადასხვა გერმანელი კომპოზიტორის, მათ შორის, ტელემანის, ჰენდელის და საკუთარი ოჯახის წევრების მუსიკის, ასევე, თავისივე ნაწარმოებების კოპირებას და არანჟირებას. თავის მხრივ, ხშირია ბახის მუსიკის არანჟირება სხვათა მიერ. ზოგიერთი ასეთი არანჟირება, მაგალითად, გვიანი XIX საუკუნის არია G-სიმზე, ხელს უწყობდა მისი მუსიკის პოპულარიზაციას.

ზოგჯერ, უცნობია, ვინ ვის კოპირებას ახდენდა. მაგალითად, მესას ორმაგი გუნდისთვის ფორკელი ბახის კომპოზიციებს შორის მოიხსენიებს. ნაწარმოები XIX საუკუნის დასაწყისში გამოიცა და შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ შემორჩენილია ბახის ხელნაწერი პარტიტურის ნაწილი, მისი წარმომავლობა კვლავ სადავოა.[179] 1950 წელს, ბახის ნამუშევრების კატალოგის შექმნისას ასეთი ნაწარმოებები მთავარი კატალოგის ნაცვლად მის დანართში შეიტანეს (გერმ. Anhang, შემოკლებით Anh). მაგალითად, ზემოთაღნიშნული მესა კატალოგში გვხვდება, როგორც BWV Anh. 167. თუმცა, ნაწარმოებების ავტორობის საკითხი ამით არ გადაწყვეტილა. მაგალითად, Schlage doch, gewünschte Stunde (BWV 53) მოგვიანებით მელქიორ ჰოფმანს მიაკუთვნეს. არსებობს კიდევ არაერთი ნაწარმოები, რომელთა წარმომავლობაზეც საყოველთაოდ მიღებული ვერსია არ არსებობს, თუმცა ბახის მიერ მათი ავტორობა ეჭვის ქვეშ დგას. ერთ-ერთი ასეთია მისი ყველაზე ცნობილი საორღანო ნაწარმოები ტოკატა და ფუგა რე-მინორი (BWV 565).[180]

რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახის ნეკროლოგის პირველი გვერდი. ავტორები: კარლ ფილიპ ემანუელ ბახი და იოჰან ფილიპ აგრიკოლა. გამოქვეყნდა მიცლერის Musikalische Bibliothek-ში, ტომი IV, ნაწილი 1 (1754). მიუხედავად მასში არსებული შეცდომებისა, ეს დაახლოებით 20 გვერდიანი დოკუმენტი წარმოადგენს XIX საუკუნემდე გამოცემულ „ყველაზე მდიდარ და სანდო“ წყაროს ბახის შესახებ.[181]
სურათი ბახის მემორიალისა, რომელიც ფელიქს მენდელსონმა დაადგმევინა ლაიფციგში, 1843 წელს
1908 წელს აღმართული ბახის ქანდაკება ლაიფციგში, წმ. თომას ეკლესიის წინ
ეკლესია არნშტადტში, რომელშიც ბახი 1703-1717 წლებში ორღანისტად მუშაობდა. 1935 წელს მას Bachkirche (ბახის ეკლესია) ეწოდა
1950 წლის 28 ივლისი, ბახის მოსახსენიებელი ღვითისმსახურება ლაიფციგის წმ. თომას ეკლესიაში, კომპოზიტორის გარდაცვალების 200 წლისთავთან დაკავშირებით
ბოზეჰაუსი ლაიფციგში, სადაც 1985 წლიდან ბახის არქივია განთავსებული
მარკ რუტე, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი, სხვა მსმენელებთან ერთად ელოდება ბახის მათეს პასიონის დაწყებას. 2011 წელი
ბახის საფლავი და საკურთხეველი წმ. თომას ეკლესიაში, ლაიფციგი

XVIII საუკუნეში ბახის მუსიკას მხოლოდ ვიწრო წრეებში აფასებდნენ. XIX საუკუნე მისი პირველი ბიოგრაფიის გამოცემით დაიწყო და მისი ნამუშევრების გამოქვეყნებით დასრულდა Bach Gesellschaft-ის მიერ. მისი ხელახალი აღმოჩენა (Bach Revival) ფელიქს მენდელსონის მიერ 1829 წელს მათეს პასიონის შესრულებით დაიწყო. ამ მოვლენიდან მალევე ჩამოყალიბდა ბახის, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორის რეპუტაცია, რომელსაც იგი დღემდე ინარჩუნებს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბახის ახალი, ვრცელი ბიოგრაფიაც გამოქვეყნდა.

XX საუკუნეში ბახის მუსიკა მასიურად სრულდებოდა და იწერებოდა, ხოლო Neue Bachgesellschaft და სხვები მასზე კვლევებს აქვეყნებდნენ. XX საუკუნის მეორე ნახევარში მისი მუსიკის პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი თანამედროვე ადაპტაციებმა.

საუკუნის დასასრულისთვის სულ უფრო მეტმა კლასიკურმა მუსიკოსმა თქვა უარი რომანტიკულ ერაში ჩამოყალიბებულ საშემსრულებლო სტილზე და დაიწყო ბახის დაკვრა ბაროკოს ერის ავთენტურ ინსტრუმენტებზე, განხორციელდა ამ პერიოდში გავრცელებული საშემსრულებლო ტექნიკის და ტემპების შესწავლა, ხოლო ინსტრუმენტული ანსამბლების და გუნდების ზომა შემცირდა იმ ზომამდე, რასაც ბახი გამოიყენებდა. BACH მოტივი (სი-ლა-დო-სი, ბახის სახელის მუსიკალური კრიპტოგრამა), რომელსაც კომპოზიტორიც იყენებდა, გამოყენებულ იქნა ათობით კომპოზიციაში, რომელიც მას მიეძღვნა XIX-დან XXI საუკუნემდე. XXI საუკუნეში კომპოზიტორის ჩვენამდე მოღწეული ნამუშევრების სრული კატალოგი ონლაინ რეჟიმში გახდა ხელმისაწვდომი.

XVIII საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლეში ბახს ტელემანის, გრაუნის და ჰენდელის თანასწორი რეპუტაცია ჰქონდა.[182] მას წილად ხვდა აღიარება, რაც ავგუსტუს III-ს მიერ კარის კომპოზიტორად დანიშვნაში და ფრიდრიხ დიდის და ჰერმან კარლ ფონ კაიზერლინგის მიერ დაფასებაში გამოიხატა. ასეთ დაფასებასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ის დამცირება, რისი ატანაც დამქირავებლების მხრიდან თავისივე მშობლიურ ქალაქში, ლაიფციგში უხდებოდა.[183] მოწინააღმდეგეები მას იმდროინდელ პრესაშიც არ აკლდა, მაგალითად, იოჰან ადოლფ შიდე, რომლის აზრითაც, მას ნაკლებად რთული მუსიკა უნდა ეწერა. თუმცა ჰყავდა მომხრეებიც, მაგალითად, იოჰან მატესონი და ლორენც კრისტოფ მიცლერი.[184][185][186]

გარდაცვალების შემდეგ პირველ ხანებში ბახის რეპუტაცია, როგორც კომპოზიტორისა, დაეცა. მისი მუსიკა, ახალ, გალანტურ სტილთან მიმართებაში ძველმოდურად მიაჩნდათ.[187] ის უფრო მეტად ახსოვდათ როგორც ვირტუოზი ორღანისტი და პედაგოგი. მის სიცოცხლეში გამოცემული ნაწარმოებების უმეტესობა სწორედ ორღანის ან კლავესინისთვის იყო. ამდენად, მისი, როგორც კომპოზიტორის რეპუტაცია ძირითადად, საკლავირო მუსიკით შემოიფარგლებოდა და ეს უკანასკნელიც, მეტწილად, მხოლოდ საგანმანათლებლო ღირსებებით ფასდებოდა.

ბახის ოჯახის წევრები, რომელთაც მისი ხელნაწერების დიდი ნაწილი მემკვიდრეობით ერგოთ, მათი შენახვით თანაბრად არ იყვნენ დაინტერესებულნი, რამაც მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვია.[188] ასაკით მეორე ვაჟი, კარლ ფილიპ ემანუელ ბახი მამის მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ყველაზე აქტიურად ზრუნავდა: იყო მისი ნეკროლოგის თანაავტორი, მონაწილეობდა ოთხხმიანი ქორალების გამოცემაში,[189] დადგა რამდენიმე სასცენო ნაწარმოები და ბახის გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების დიდი ნაწილი სწორედ მისი ხელითაა შემონახული.[190] ვილჰელმ ფრიდემანი, უფროსი ვაჟი, ბახის ზოგიერთ კანტატას ჰალეში ასრულებდა ხოლმე, თუმცა, სამსახურის დაკარგვის შემდეგ მის მფლობელობაში არსებული მოზრდილი კოლექციის ნაწილი გაყიდა.[191][192][193] ბახის შემოქმედების გავრცელებაში წვლილი შეიტანეს მისმა სტუდენტებმა, მათ შორის იყო კომპოზიტორის სიძე იოჰან კრისტოფ ალტნიკოლი, იოჰან ფრიდრიხ აგრიკოლა, იოჰან კირნბერგერი და იოჰან ლუდვიგ კრებსი. აღსანიშნავია, რომ ყველა ადრეული თაყვანისმცემელი მუსიკოსი არ ყოფილა. მაგალითად, დანიელ იციგი, ფრიდრიხ დიდის კარზე მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირი, ბახს აღმერთებდა.[194] მისი უფროსი შვილები მუსიკას კირნბერგერთან სწავლობდნენ, ხოლო მათი და, სარა, ვილჰელმ ფრიდემან ბახთან, რომელიც 1774-1784 წლებში ბერლინში იმყოფებოდა.[194][195] სარა იციგ ლევი ბახის ნამუშევრების თავგამოდებული კოლექციონერი და კ. ფ. ე. ბახის მფარველი იყო.[195]

ლაიფციგში ბახის საეკლესიო მუსიკის შესრულება რამდენიმე მოტეტით შემოფარგლებოდა, ხოლო თომასკანტორ იოჰან ფრიდრიხ დოლესის დროს, სრულდებოდა მისი პასიონებიც.[196] გაჩნდა ბახის მოყვარულთა ახალი თაობა. ისინი იკვლევდნენ და იწერდნენ მის მუსიკას, მათ შორის, ისეთი დიდი მასშტაბის ნაწარმოებებს, როგორიცა მესა სი-მინორი და მათ კერძო გარემოში ასრულებდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო გოტფრიდ ფონ სვიტენი, მაღალი რანგის ავსტრიელი ოფიციალური პირი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენლებისთვის ბახის მუსიკის გადაცემასა და გაცნობაში. ჰაიდნი ფლობდა კარგად ტემპერირებული კლავირის და სი-მინორული მესის ხელნაწერს და ბახის ძლიერ გავლენას განიცდიდა. მოცარტი ფლობდა ბახის ერთ-ერთი მოტეტის ასლს,[197] გაკეთებული აქვს მისი არაერთი ნაწარმოების ტრანსკრიპცია[198] და წერდა კონტრაპუნქტულ მუსიკას მისი გავლენით.[199][200] 11 წლის ასაკში ბეთჰოვენი კარგად ტემპერირებულ კლავირს მთლიანად უკრავდა და მოგვიანებით, ბახს ჰარმონიის მამამთავარს უწოდებდა ხოლმე (გერმ. Urvater der Harmonie).[201][202][203][204][205]

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1802 წელს, იოჰან ნიკოლაუს ფორკელმა გამოაქვეყნა Ueber Johann Sebastian Bachs Leben, Kunst und Kunstwerke, კომპოზიტორის პირველი ბიოგრაფია, რომელმაც ხელი შეუწყო მისი ცნობადობის გაზრდას ფართო საზოგადოებაში.[206] 1805 წელს, აბრაჰამ მენდელსონმა, რომელიც იციგის ერთ-ერთი ქალიშვილის მეუღლე იყო, შეიძინა და ბერლინის სიმღერის აკადემიას გადასცა ბახის ნაწარმოებების მოზრდილი კოლექცია, რომელი კ. ფ. ე. ბახისგან იყო შემონახული.[194] აკადემია დროდადრო ასრულებდა ბახის მუსიკას საჯარო კონცერტებზე, მაგალითად, პირველი საკლავირო კონცერტი (BWV 1052), ფორტეპიანოსთან სარა იციგ ლევი იყო.[194]

XIX საუკუნის პირველ ათწლეულებში გაიზარდა ბახის მუსიკის გამოცემების რაოდენობა. ბრაიტკოპფმა დაიწყო ქორალური პრელუდიების გამოქვეყნება,[207] ჰოფმაისტერმა საკლავირო მუსიკის,[208] კარგად ტემპერირებული კლავირი კი ერთდროულად დაბეჭდეს ზომროკმამა (გერმანიაში), ნეგელიმ (შვეიცარიაში) და ჰოფმაისტერმა (გერმანიასა და ავსტრიაში) 1801 წელს.[209] გამოიცა ვოკალური მუსიკაც: მოტეტები 1802 და 1803 წლებში, რასაც მოჰყვა მაგნიფიკატის მი-მაჟორული ვერსია, კირიე-გლორია მესა ლა-მაჟორში (BWV 234) და კანტატა Ein feste Burg ist unser Gott (BWV 80).[210] 1818 წელს ჰანს გეორგ ნეგელიმ მესას სი-მინორში ყველა დროის უდიდესი ნაწარმოები უწოდა.[201] ბახის გავლენა იგრძნობოდა რომანტიკოსი კომპოზიტორების ახალ თაობაშიც.[202] როცა აბრაჰამის 13 წლის ვაჟმა, ფელიქს მენდელსონმა თავისი პირველი მაგნიფიკატი შექმნა (1822), აშკარა იყო მასზე ბახის ჯერ გამოუქვეყნებელი, რე-მაჟორული ვერსიის გავლენა.[211]

ფელიქს მენდელსონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბახის მიმართ ინტერესის განახლებაში, როცა 1829 წელს მათეს პასიონი შეასრულა, რითაც ე.წ. ბახის გაცოცხლება (Bach Revival) დაიწყო. 1833 წელს შედგა იოანეს პასიონის პრემიერა, რასაც 1844 წელს სი-მინორული მესის პრემიერა მოჰყვა. გარდა ამ და სხვა საჯარო პერფორმანსების და ბეჭდურ მედიაში სულ უფრ მეტი რაოდენობის ინფორმაციის გამოქვეყნებისა, 1830-იან და 40-იან წლებში მოხდა ბახის ვოკალური ნაწარმოებების გამოცემაც, მათ შორის იყო ექვსი კანტატა, იოანეს პასიონი და სი-მინორული მესა. 1833 წელს პირველად გამოქვეყნდა მრავალი საორღანო ნაწარმოები.[212] 1835 წელს, კარგად ტემპერირებული კლავირის გავლენით თავისი 24 პრელუდიის და ფუგის (Op. 28) წერა დაიწყო ფრედერიკ შოპენმა, ხოლო 1845 წელს რობერტ შუმანმა გამოსცა Sechs Fugen über den Namen B-A-C-H (ექვსი ფუგა სახელზე B-A-C-H). მოხდა ბახის მუსიკის ტრანსკრიპცია და არანჟირება იმდროინდელ გემოვნებასა და საშემსრულებლო პრაქტიკაზე მორგების მიზნით კარლ ფრიდრიხ ცელტერის, რობერტ ფრანცისა და ფერენც ლისტის მიერ. პირველი, დო-მაჟორული პრელუდია კარგად ტემპერირებული კლავირიდან (BWV 846) შარლ გუნომ თავის Ave Maria-ში გამოიყენა.[201][213] იოჰანეს ბრამსი, ანტონ ბრუკნერი და რიხარდ ვაგნერი ხელს უწყობდნენ ბახის მუსიკის პოპულარიზაციას და აღფრთოვანებით წერდნენ მასზე.

1850 წელს დაარსდა ბახის საზოგადოება (გერმ. Bach Gesellschaft). საუკუნის ბოლომდე მან კომპოზიტორის შემოქმედების სრული გამოცემა გამოქვეყნა. ამ პერიოდშივე, ფილიპ შპიტამ გამოსცა Johann Sebastian Bach, სტანდარტული წიგნი ბახის ცხოვრებასა და მუსიკაზე.[214] ამ დროისთვის ბახი უკვე მოიხსენიებოდა როგორც პირველი მუსიკის სამ B-ს შორის (ბეთჰოვენთან და ბრამსთან ერთად). მთლიანობაში, XIX საუკუნეში ბახის შესახებ 200-მდე წიგნი გამოიცა. საუკუნის ბოლოსთვის ბახის საზოგადოებები რამდენიმე ქალაქში არსებობდა, ხოლო მისი მუსიკა ყველა მნიშვნელოვან მუსიკალურ ცენტრში იყო შესრულებული.[201]

გერმანიაში ბახის აღზევება მზარდ ნაციონალისტურ და რელიგიურ გრძნობებს დაუკავშირდა. რელიგიური და ბაროკოს მუსიკის განახლებულ პოპულარობას დაუკავშირდა ბახი ინგლისში. საუკუნის დასასრულისთვის ბახის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორის რეპუტაცია მყარად იყო ჩამოყალიბებული, როგორც ინსტრუმენტული, ისე ვოკალური მუსიკის თვალსაზრისით.[201]

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოცე საუკუნეში გაგრძელდა ბახის ნაწარმოებების მუსიკალური და პედაგოგიური ღირსებების აღიარება, რისი მაგალითიც იყო პაბლო კასალსის მიერ ჩელოს სიუიტების შესრულება და ჩაწერა.[215] ბახის მუსიკა შეასრულეს და ჩაწერეს კლასიკური მუსიკის ისეთმა შემსრულებლებმა, როგორიცაა, ჰერბერტ ფონ კარაიანი, არტურ გრუმიო, ჰელმუტ ვალხა, ვანდა ლანდოვსკა, კარლ რიხტერი, I Musici, დიტრიხ ფიშერ-დისკაუ, გლენ გულდი და ა.შ.

საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ისტორიულად ავთენტური საშემსრულებლო პრაქტიკის დამკვიდრება და გაძლიერება, რისი წამომწყებიც დირიჟორი ნიკოლაუს ჰარნონკურტი იყო. ბახის საკლავირო მუსიკა კვლავ იმ ინსტრუმენტებზე სრულდებოდა, რომელიც კომპოზიტორისთვის იყო ცნობილი და არა თანამედროვე ფორტეპიანოებზე და XIX საუკუნის რომანტიკულ ორღანებზე. ანსამბლები, რომლებიც ბახის მუსიკას უკრავდნენ ან მღეროდნენ, არა მხოლოდ იყენებდნენ ბაროკოს პერიოდის ინსტრუმენტულ შემადგენლობას და სტილს, არამედ შემცირდნენ იმ ზომამდე, რასაც ბახი გამოიყენებდა თავისი მუსიკის შესრულებისთვის.[216] თუმცა, ისტორიულად აკურატული სტილი ბახის მუსიკის შესრულების ერთადერთი მიმართულება არ ყოფილა. შეიქმნა ფერუჩიო ბუზონის გვიანრომანტიკული სტილის ტრანსკრიპციები, The Swingle Singers-ის ჯაზური ინტერპრეტაციები და სხვადასხვა გაორკესტრებები, მაგალითად, ლეოპოლ სტოკოვსკის ვარიანტი უოლტ დისნეის ფანტაზიას დასაწყისში და სინთეზატორების გამოყენებითაც კი, მაგალითად, უენდი კარლოსის Switched-On Bach.

ბახის მუსიკამ სხვა ჟანრებზეც მოახდინა გავლენა. ჯაზ-მუსიკოსები, როგორიცაა ჟაკ ლუსიე, იან ანდერსონი, ური კეინი და Modern Jazz Quartet ასრულებდნენ მისი ნაწარმოებების ჯაზურ ვერსიებს.[217] XX საუკუნის არაერთი კომპოზიტორის მუსიკაში არის ბახის გავლენა, მათ შორის, ეჟენ იზაის ექვსი სონატა სოლო ვიოლინოსთვის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის 24 პრელუდია და ფუგა, ჰეიტორ ვილა-ლობოსის Bachianas Brasileiras. მის შესახებ გამოქვეყნდა მრავალი წერილობითი ნაშრომი, მათ შორის, Neue Bachgesellschaft-ის Bach Jahrbuch, აგრეთვე, სხვადასხვა კვლევა და ბიოგრფია ალბერტ შვაიცერის, ჩარლზ სტენფორდ ტერის, ჯონ ბატის, კრისტოფ ვოლფის ავტორობით. ბახის სრული კატალოგის (BWV) პირველი ვერსია 1950 წელს გამოიცა. წიგნმა Gödel, Escher, Bach მისი მუსიკა უფრო ფართო პერსპექტივაში დაანახა მკითხველს. 1990 წლებში ბახის მუსიკა სისტემატურად ისმინებოდა, სრულდებოდა, გადაიცემოდა, ხდებოდა მისი არანჟირება, ადაპტაცია და კომენტირება.[218] 2000 წელს, ბახის დაბადებიდან 250 წლისთავთან დაკავშირებით, სამმა სხვადასხვა ხმის ჩამწერმა კომპანიამ მისი ნაწარმოებების სრული აუდიო-კატალოგი გამოუშვა.[219][220][221]

ბახის მუსიკა ვოიაჯერის ოქროს ფირფიტაზე სამჯერაა წარმოდგენილი — უფრო მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერი სხვა კომპოზიტორისა.[222] XX საუკუნეში გაიხსნა მისი რამდენიმე ქანდაკება, მისი სახელი ეწოდა ქუჩებს და კოსმოსურ ობიექტებს.[223][224] დაარსდა მისი სახელობის მუსიკალური ანსამბლები, მათ შორის, Bach Aria Group, Deutsche Bachsolisten, Bachchor Stuttgart და Bach Collegium Japan. რამდენიმე კონტინეტზე ჩატარდა ბახის ფესტივალები და დაწესდა მისი სახელობის კონკურსები და ჯილდოები, მაგალითად, იოჰან სებასტიან ბახის საერთაშორისო კონკურსი და მუსიკის სამეფო აკადემიის ბახის ჯილდო.[201][218]

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XXI საუკუნეში ბახის მუსიკა ონლაინ გახდა ხელმისაწვდომი, მაგალითად, მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში.[225] ბახის ციფრულ ვებგვერდზე განთავსებულია მისი ხელნაწერების ციფრული ასლები მაღალი რეზოლუციით.[226] არსებობს ვებგვერდები, რომლებიც სპეციალურად ბახს და მის შემოქმედებას ეძღვნება.[227][228]

ამ საუკუნეში ბახის ბიოგრაფიები გამოაქვეყნეს პიტერ უილიამსმა და დირიჟორმა ჯონ ელიოტ გარდინერმა.[229][230][231] კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნიმუშების მიმოხილვები, როგორც წესი, მოზრდილი რაოდენობით ბახის მუსიკას შეიცავს. მაგალითად, The Telegraph-ის კლასიკური მუსიკის საუკეთესო ჩანაწერების სიაში, რომელიც 168 ჩანაწერს მოიცავს, ბახის მუსიკა უფრო მეტი რაოდენობითაა წარმოდგენილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა კომპოზიტორის.[232]

2019 წლის 21 მარტს, ბახის 334-ე დაბადების დღე Google Doodle-ითაც აღინიშნა. Google-მა ლოგო ჩაანაცვლა თამაშით, რომელიც მომხმარებლებს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ბახის სტილში ნაწარმოებების შექმნის და ჰარმონიზების საშუალებას აძლევდა. ბახის 306 ქორალის ჰარმონიზაციაზე დაყრდნობით შექმნილი სპეციალური ალგორითმი მომხმარებლის მიერ შექმნილ ორტაქტიან მელოდიას ოთხხმიან ჰარმონიზაციას უკეთებდა.[233] აღნიშნული Doodle მსოფლიოს უმეტეს ნაწილში იყო ნაჩვენები, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთი ნაწილის და ახალი ზელანდიის გარდა.[234]

დაკრძალვის ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახი თავდაპირველად ლაიფციგში, წმ. იოანეს ძველ სასაფლაოზე დაკრძალეს. დაახლოებით 150 წლის განმავლობაში მისი საფლავი აღნიშნული არ იყო. 1894 წელს მის ნეშტს მიაკვლიეს და წმ. იოანეს ეკლესიაში გადაასვენეს. ეს შენობა II მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა მიერ წარმოებული დაბომბვის დროს მთლიანად დაინგრა, ამიტომ 1950 წელს ბახის ნეშტი ამჟამინდელ განსასვენებელში, წმ. თომას ეკლესიაში გადაიტანეს.[36] მოგვიანებით, კვლევამ ეჭვქვეშ დააყენა, რეალურად ეკუთვნის თუ არა ამ საფლავში მოთავსებული ნეშტი ბახს.[235]

ხსენება პროტესტანტულ ეკლესიებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპისკოპალური ეკლესია ბახს 28 ივლისს, ჰენდელთან და ჰენრი პერსელთან ერთად იხსენიებს. იმავე დღეს, ჰენდელთან და ჰაინრიხ შუცთან ერთად არის მისი ხსენება ლუთერანულ ეკლესიაში.

აუდიო მასალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრომატიული ფანტაზია და ფუგა, BWV 903[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასრულებს კევინ მაკლეოდი

გოლდბერგის ვარიაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასრულებს მეჰმეთ ოკონსარი (ფორტეპიანო)

სონატა №3 G-მინორი, ვიოლა და გამბას და კლავესინისთვის, BWV 1029[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასრულებს ჯონ მიშელი

საკლავირო კონცერტი №1 D-მინორი, BWV 1052[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასრულებს ფულდას სიმფონიური ორკესტრი საიმონ შინდლერის დირიჟორობით, ფორტეპიანოსთან ფოლკერ შმიდტი

პარტიტა ვიოლინოსათვის №2, BWV 1004. V ნაწილი: ჩაკონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუგის ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასრულებს მეჰმეთ ოკონსარი კლავესინსა და ორღანზე

ორმაგი სავიოლინო კონცერტი D-მინორი, BWV 1043[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასრულებს ადვენტის კამერული ორკესტრი, დეივიდ პერი და როქსანა პაველ გოლდშტაინი (ვიოლინოები)

ანალიზი საგუნდო პრელუდიისა Herr Jesu Christ, dich zu uns wend, BWV 632 (Orgelbüchlein)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wachet auf, ruft uns die Stimme, BWV 140[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასრულებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გუნდი, დირიჟორი უ. კატერი

მესა B-მინორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასრულებენ: სოლომია დროზდი (ვოკალი), პეტრო ტიტიაევი (ვიოლინო) და ივან ოსტაპოვიჩი (ორღანი)

პრელუდია და ფუგა A-მინორი, BWV 543[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასრულებს ნოა ჰორნი 1974 წლის დირკ ფლენტროპის ორღანზე ობერლინის კონსერვატორიაში

იტალიური კონცერტი, BWV 971[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასრულებს მართა გოლდშტაინი

ჩელოს სიუიტა №1, BWV 1007[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასრულებს ჯონ მიშელი

ბრანდენბურგის კონცერტი №4 G-მინორი, BWV 1049[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The GuardianUK: GMG, 2014. — ed. size: 161152 — ISSN 0261-3077
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 The Fine Art Archive — 2003.
  4. Deutsche Nationalbibliothek Record #11850553X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. 5.0 5.1 5.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  6. Allmusic — 1991.
  7. Deutsche Nationalbibliothek Record #11850553X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. SNAC — 2010.
  9. 9.0 9.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  10. Find a Grave — 1996.
  11. IMSLP — 2006.
  12. filmportal.de — 2005.
  13. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  14. Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
  15. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  16. GeneaStar
  17. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  18. Musicalics
  19. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  20. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  21. Бах Иоганн Себастьян // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  22. "Bach, Johann Sebastian დაარქივებული 11 May 2016 საიტზე Wayback Machine. " entry at oxforddictionaries.com. Retrieved 3 May 2016.
  23. "Bach" entry at Dictionary.com Unabridged. Random House. Retrieved 3 May 2016.
  24. Blanning, T. C. W. (2008). The Triumph of Music: The Rise of Composers, Musicians and Their Art, გვ. 272. ISBN 9780674031043. „And of course the greatest master of harmony and counterpoint of all time was Johann Sebastian Bach, 'the Homer of music'.“ 
  25. 25.0 25.1 25.2 Wolff (1997), p. 5
  26. Johann Günther Rörer (editor). Neues vollständiges Eisenachisches Gesangbuch: Worinnen in ziemlich bequeemer und füglicher Ordnung vermittels fünffacher Abteilung so wol die alte als neue doch mehrenteils bekante geistliche Kirchenlieder und Psalmen D. Martin Luthers und anderer Gottseeligen Männer befindlich. დაარქივებული 4 March 2016 საიტზე Wayback Machine. Eisenach: Rörer, 1673.
  27. Geck 2003, p. 5 დაარქივებული 28 March 2017 საიტზე Wayback Machine.
  28. Jones (2007), p. 3
  29. Lesson Plans. Bach to School. The Bach Choir of Bethlehem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 January 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2014.
  30. Boyd (2000), p. 6
  31. Johann Sebastian Bach drafted a genealogy around 1735, titled "Origin of the musical Bach family", printed in translation in David, Mendel, and Wolff (1998), p. 283
  32. "Lesson Plans". Bach to School. The Bach Choir of Bethlehem. Archived from the original on 16 January 2013. Retrieved 23 December 2014
  33. Boyd (2000), pp. 7–8
  34. 34.0 34.1 David, Mendel & Wolff (1998), p. 299
  35. Wolff (2000), p. 45
  36. 36.00 36.01 36.02 36.03 36.04 36.05 36.06 36.07 36.08 36.09 36.10 36.11 Johann Sebastian Bach: a detailed informative biography. The Baroque Music Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 February 2012. ციტირების თარიღი: 19 February 2012.
  37. Wolff (2000), pp. 41–43
  38. 38.0 38.1 Eidam 2001, Ch. I
  39. 39.0 39.1 39.2 39.3 39.4 Stauffer, George B.. (20 February 2014) Why Bach Moves Us. The New York Review of Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 April 2014. ციტირების თარიღი: 10 April 2014.
  40. Geiringer (1966), p. 13
  41. Towe, Teri Noel. The Portrait in Erfurt Alleged to Depict Bach, the Weimar Concertmeister. The Face of Bach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 July 2011. ციტირების თარიღი: 23 December 2014.
  42. Rich (1995), p. 27
  43. Boyd (2000), pp. 15–16
  44. Chiapusso (1968), p. 62
  45. Wolff (2000), pp. 83ff დაარქივებული 28 February 2017 საიტზე Wayback Machine.
  46. Snyder, Kerala J. (2007). Dieterich Buxtehude: Organist in Lübeck, 2nd, გვ. 104–106. ISBN 9781580462532. 
  47. 47.0 47.1 Wolff (2000), pp. 102–104 დაარქივებული 22 February 2018 საიტზე Wayback Machine. )
  48. Williams (2003), pp. 38–39 დაარქივებული 22 February 2018 საიტზე Wayback Machine.
  49. Bach Digital Work 0005 at bach-digital.de
  50. History of the Bach House. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 November 2015. ციტირების თარიღი: 10 August 2015.
  51. Forkel/Terry 1920, Table VII, p. 309
  52. Thornburgh, Elaine. Baroque Music – Part One. Music in Our World. San Diego State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 September 2015. ციტირების თარიღი: 24 December 2014.
  53. Chiapusso (1968), p. 168
  54. Schweitzer (1935), p. 331
  55. Koster, Jan. Weimar (II) 1708–1717. J. S. Bach Archive and Bibliography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 March 2014. ციტირების თარიღი: 11 April 2014.
  56. 56.0 56.1 (1998) Companion to Baroque Music, გვ. 205. ISBN 9780520214149. 
  57. Wolff (2000), pp. 147, 156
  58. 58.0 58.1 Wolff (1991), p. 30
  59. Gardiner, John Eliot. (2010)Cantatas for Christmas Day: Herderkirche, Weimar გვ. 1–2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2015. ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  60. Wolff, Christoph. (1996)From konzertmeister to thomaskantor: Bach's cantata production 1713–1723 გვ. 15–16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2015. ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  61. David, Mendel & Wolff (1998), p. 80
  62. Miles (1962), p. 57
  63. Boyd (2000), p. 74
  64. Van Til (2007), pp. 69, 372
  65. Spaeth (1937), p. 37
  66. Spitta (1899a), p. 11
  67. Geiringer (1966), p. 50
  68. Wolff (1983), pp. 98, 111
  69. Spitta (1899a), pp. 192–193
  70. 70.0 70.1 Wolff 2013, p. 253
  71. Wolff 2013, p. 345
  72. Spitta (1899a), p. 265
  73. Spitta (1899a), p. 184
  74. British Library. On-line gallery.Bach biography. დაარქივებული 29 January 2016 საიტზე Wayback Machine. .
  75. Wolff 2013, p. 348
  76. Wolff 2013, p. 349
  77. Motets BWV 225–231. Bach Cantatas Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 February 2015. ციტირების თარიღი: 31 December 2014.
  78. Works of Other Composers performed by J.S. Bach. Bach Cantatas Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 July 2014. ციტირების თარიღი: 31 December 2014.
  79. Boyd (2000), pp. 112–113
  80. Spitta (1899a), pp. 288–290
  81. Spitta (1899a), pp. 281, 287
  82. Wolff (2000), p. 341
  83. "Bach Mass in B Minor BWV 232". The Baroque Music Site. Archived from the original on 7 March 2012. Retrieved 21 February 2012.
  84. US-PRu M 3.1. B2 C5. 1739q დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  85. GB-Lbl Add. MS. 35021 დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  86. D-B Mus. ms. 16714 დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  87. D-Cv A.V,1109,(1), 1a დაარქივებული 18 November 2016 საიტზე Wayback Machine. and 1b დაარქივებული 18 November 2016 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  88. D-B Mus. ms. Bach P 195 დაარქივებული 18 November 2016 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  89. D-B Mus. ms. 1160 დაარქივებული 4 March 2016 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  90. D-WFe 191 დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website (RISM No. 250000899)
  91. D-Bsa SA 301, Fascicle 1 დაარქივებული 18 November 2016 საიტზე Wayback Machine. and Fascicle 2 დაარქივებული 18 November 2016 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  92. Neuaufgefundenes Bach-Autograph in Weißenfels დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. at lisa.gerda-henkel-stiftung.de
  93. F-Pn Ms. 17669 დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  94. D-B N. Mus. ms. 468 დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. and Privatbesitz C. Thiele, BWV deest (NBA Serie II:5) დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  95. D-B N. Mus. ms. 307 დაარქივებული 8 December 2015 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  96. D-B Mus. ms. Bach P 271, Fascicle 2 დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  97. D-B Mus. ms. 30199, Fascicle 14 დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. and D-B Mus. ms. 17155/16 დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  98. D-B Mus. ms. 7918 დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. at Bach Digital website
  99. Musikalische Bibliothek, III.2 [1746], 353 დაარქივებული 16 January 2013 საიტზე Wayback Machine. , Felbick 2012, 284. In 1746, Mizler announced the membership of three famous members, Musikalische Bibliothek, III.2 [1746], 357 დაარქივებული 16 January 2013 საიტზე Wayback Machine. .
  100. Musikalische Bibliothek, IV.1 [1754], 108 and Tab. IV, fig. 16 (Source online); letter of Mizler to Spieß, 29 June 1748, in: Hans Rudolf Jung und Hans-Eberhard Dentler: Briefe von Lorenz Mizler und Zeitgenossen an Meinrad Spieß, in: Studi musicali 2003, Nr. 32, 115.
  101. US-PRscheide BWV 645-650 დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. (original print of the Schübler Chorales with Bach's handwritten corrections and additions from before August 1748 – description at Bach Digital website)
  102. Breig, Werner (2010). "Introduction დაარქივებული 22 February 2018 საიტზე Wayback Machine. " (pp. 14, 17–18) in Vol. 6: Clavierübung III, Schübler-Chorales, Canonische Veränderungen დაარქივებული 11 September 2017 საიტზე Wayback Machine. of Johann Sebastian Bach: Complete Organ Works. დაარქივებული 5 September 2015 საიტზე Wayback Machine. Breitkopf.
  103. Bach, Carl Philipp Emanuel & Agricola, Johann Friedrich (1754). „Bach's Nekrolog“. Musikalische Bibliothek (გერმანული). Leipzig: Mizlerischer Bücherverlag. IV.1: 173. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |lastauthoramp= (დახმარება); დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |1= (დახმარება)
  104. Hans Gunter Hoke: "Neue Studien zur Kunst der Fuge BWV 1080", in: Beiträge zur Musikwissenschaft 17 (1975), 95–115; Hans-Eberhard Dentler: "Johann Sebastian Bachs Kunst der Fuge – Ein pythagoreisches Werk und seine Verwirklichung", Mainz 2004; Hans-Eberhard Dentler: "Johann Sebastian Bachs Musicalisches Opfer – Musik als Abbild der Sphärenharmonie", Mainz 2008.
  105. Chiapusso (1968), p. 277
  106. Rathey, Markus (18 April 2003). „Johann Sebastian Bach's Mass in B Minor: The Greatest Artwork of All Times and All People“. New Haven. დაარქივებულია ორიგინალიდან 15 July 2014-ში. https://web.archive.org/web/20140715154931/http://ism.yale.edu/sites/default/files/files/Johann%20Sebastian%20Bach.pdf.
  107. Wolff (2000), p. 442, from David, Mendel & Wolff (1998)
  108. Zegers, Richard H.C. (2005). „The Eyes of Johann Sebastian Bach“. Archives of Ophthalmology. 123 (10): 1427–1430. doi:10.1001/archopht.123.10.1427. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2015.
  109. Hanford, Jan. J.S. Bach: Timeline of His Life. J.S. Bach Home Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 February 2012. ციტირების თარიღი: 8 March 2012.
  110. David, Mendel & Wolff (1998), p. 188
  111. Spitta (1899b), p. 274
  112. David, Mendel & Wolff (1998), pp. 191–197
  113. Did Bach really leave Art of Fugue unfinished?. The Art of Fugue. American Public Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 December 2013. ციტირების თარიღი: 28 March 2014.
  114. 114.0 114.1 Bach, Carl Philipp Emanuel & Agricola, Johann Friedrich (1754). „Nekrolog“. Musikalische Bibliothek (გერმანული). Leipzig: Mizlerischer Bücherverlag. IV.1: 158–173. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |lastauthoramp= (დახმარება) Printed in translation in David, Mendel & Wolff (1998), p. 299.
  115. Wolff (2000), p. 166
  116. Herl (2004), p. 123
  117. Fuller Maitland, J.A., ed. (1911). „Johann Sebastian Bach“. Grove's Dictionary of Music and Musicians. 1. New York: Macmillan Publishers. p. 154.
  118. Leaver (2007), pp. 280, 289–291
  119. Huizenga, Tom. A Visitor's Guide to the St. Matthew Passion. NPR Music. National Public Radio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 February 2012. ციტირების თარიღი: 25 February 2012.
  120. Traupman-Carr, Carol. The Well Tempered Clavier BWV 846–869. Bach 101. Bach Choir of Bethlehem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 July 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2014.
  121. Spitta III (1899b), Appendix XII p. 315
  122. Eidam 2001, Ch. IV
  123. 123.0 123.1 Marshall, Robert L. (1989). On the Origin of Bach's Magnificat: a Lutheran composer's challenge. Cambridge, გვ. 3–17. ISBN 978-0-521-34105-9. 
  124. Eidam 2001, Ch. III
  125. Klavierbüchlein für W. F. Bach დაარქივებული 18 November 2015 საიტზე Wayback Machine. at bachdigital.de
  126. Donington (1982), p. 91
  127. Kuhnau, Johann (1700), Der musicalische Quack-Salber, Dresden
  128. Eidam 2001, Ch. XVIII
  129. André Isoir (organ) and Le Parlement de Musique conducted by Martin Gester. Johann Sebastian Bach: L'oeuvre pour orgue et orchestre. Calliope 1993. Liner notes by Gilles Cantagrel.
  130. [[გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი |George Frideric Handel]]. 6 Organ Concertos, Op. 4 at IMSLP website
  131. Peter Wollny, "Harpsichord Concertos," დაარქივებული 22 September 2015 საიტზე Wayback Machine. booklet notes for Andreas Staier's 2015 recording of the concertos, Harmonia mundi HMC 902181.82
  132. Schulenberg (2006), pp. 1–2
  133. Did Bach intend Art of Fugue to be performed?. The Art of Fugue. American Public Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2013. ციტირების თარიღი: 28 March 2014.
  134. Eidam 2001, Ch. XXX
  135. Forkel/Terry 1920 pp. 73–74
  136. Bach Digital Work 1677 at bachdigital.de
  137. Williams, Peter F. (1980). The Organ Music of J. S. Bach, Volume 1: Preludes, Toccatas, Fantasias, Fugues, Sonatas, Concertos and Miscellaneous Pieces (BWV 525–598, 802–805 etc). Cambridge University Press. ISBN 978-0-521-21723-1, p. 217
  138. Alberto Basso (1979). Frau Musika: La vita e le opere di J. S. Bach, Volume 1 (of 2): Le origini familiari, l'ambiente luterano, gli anni giovanili, Weimar e Köthen (1685–1723). Turin, EDT. ISBN 88-7063-011-0 p. 493
  139. Don O. Franklin. "The Libretto of Bach's John Passion and the Doctrine of Reconciliation: An Historical Perspective", pp. 179–203 დაარქივებული 31 January 2016 საიტზე Wayback Machine. in Proceedings of the Royal Netherlands Academy of Arts and Sciences Vol. 143 edited by A. A. Clement, 1995.
  140. |source=Bible|version=Wikisource|book=Matthew|chapter=27|verse=45|range=–47a
  141. Bach Works Catalogue. Bach Digital. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2015. ციტირების თარიღი: 29 September 2015.
  142. Wolfgang Schmieder (editor). Thematisch-systematisches Verzeichnis der musikalischen Werke von Johann Sebastian Bach. Leipzig: Breitkopf & Härtel, 1950. Unaltered up unto its eighth printing in 1986.
  143. Bach Digital Work 1307
  144. Joel H. Kuznik. "BWV 1128: A recently discovered Bach organ work" pp. 22–23[მკვდარი ბმული] in The Diapason, Vol. 99 No. 22. December 2008. (archived July 21, 2011)
  145. Leaver (2007), p. 430
  146. Williams (2003), p. 114
  147. Traupman-Carr, Carol. The Christmas Oratorio, BWV 248. Bach 101. Bach Choir of Bethlehem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2014. ციტირების თარიღი: 29 March 2014.
  148. Traupman-Carr, Carol. Bach, Master of the Cantata. Bach 101. Bach Choir of Bethlehem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 July 2013. ციტირების თარიღი: 24 December 2014.
  149. For instance, Helmut Rilling's box set of the complete secular cantatas დაარქივებული 19 August 2016 საიტზე Wayback Machine. contains 22 works
  150. An Easter cantata, "one of Bach's better-known early works", writes David Schulenburg in Boyd, ed., 1999
  151. "perhaps the most admired of Bach's compositions presumed to date from before his appointment in Weimar (1708)", David Schulenburg in Boyd, ed., 1999.
  152. "justifiably considered among Bach's finest contributions", writes Nicholas Anderson in Boyd, Ed., 1999
  153. "Especially in its opening chorus, it is one of Bach's contrapuntal masterpieces": Robin A. Leaver in Boyd, ed., 1999
  154. "one of Bach's best-known church works" wrote David Schulenberg in Boyd, ed., 1999
  155. Bach Digital Work 0246 at bachdigital.de
  156. Bach Digital Work 0261, 0262 at bachdigital.de
  157. Bach Digital Work 0268 at bachdigital.de
  158. Bach Digital Work 0253 at bachdigital.de
  159. Bach Digital Work 1319, 1320 at bachdigital.de
  160. Bach Digital Work 0251 at bachdigital.de
  161. Traupman-Carr, Carol. Cantata BWV 211, Coffee Cantata. Bach 101. Bach Choir of Bethlehem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 April 2015. ციტირების თარიღი: 31 March 2014.
  162. Traupman-Carr, Carol. Choral Works. Bach 101. Bach Choir of Bethlehem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 March 2014. ციტირების თარიღი: 31 March 2014.
  163. Melamed, Daniel R. (1995). J. S. Bach and the German Motet, გვ. 90–94. ISBN 9780521418645. 
  164. The Mass in B Minor, BWV 232. Bach 101. Bach Choir of Bethlehem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 March 2014. ციტირების თარიღი: 29 March 2014.
  165. Herz (1985), p. 187
  166. Bach, Johann Sebastian. GMN ClassicalPlus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 June 2008. ციტირების თარიღი: 19 May 2008.
  167. Smith, Timothy A.. Arnstadt (1703–1707). The Canons and Fugues of J. S. Bach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 February 2014. ციტირების თარიღი: 11 April 2014.
  168. Schweitzer (1935), p. 333
  169. Kroesbergen, Willem; Cruickshank, Andrew. 18th Century Quotes on J.S. Bach's Temperament. Academia.edu (November 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 November 2014.
  170. Tomita, Yo. J. S. Bach: Inventions and Sinfonias. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 January 2012. ციტირების თარიღი: 22 February 2012.
  171. McComb, Todd M.. Bach: English Suites. Early Music FAQ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 February 2014. ციტირების თარიღი: 10 December 2014.
  172. Traupman-Carr, Carol. French Suites 1–6. Bach 101. The Bach Choir of Bethlehem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 July 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2014.
  173. McComb, Todd M.. Bach: Partitas, BWV 825–30. Early Music FAQ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 February 2014. ციტირების თარიღი: 10 December 2014.
  174. Libbey, Ted. Gold Standard for Bach's 'Goldberg Variations'. NPR Music. National Public Radio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 February 2012. ციტირების თარიღი: 22 February 2012.
  175. Bratman, David. Shaham: Bold, Brilliant, All-Bach. San Francisco Classical Voice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 February 2012. ციტირების თარიღი: 23 February 2012.
  176. Baroque Music. Music of the Baroque. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2014. ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  177. Traupman-Carr, Carol. A compendium of works performed by the Bach Choir. Bach 101. Bach Choir of Bethlehem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 July 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2014.
  178. Forkel/Terry 1920 pp. 10–11
  179. Forkel/Terry 1920 pp. 140–141
  180. Zehnder, Jean-Claude (2011) Toccatas and Fugues / Individual Works. დაარქივებული 23 November 2015 საიტზე Wayback Machine. Leipzig, Breitkopf & Härtel. Introduction p. 20.
  181. David, Mendel & Wolff (1998), p. 297
  182. Geck & Bell (2003), p. 141 დაარქივებული 24 February 2017 საიტზე Wayback Machine.
  183. Johann Sebastian Bach. Letter to Augustus III of Poland. 27 July 1733; Quoted in Hans T. David and Arthur Mendel, The Bach Reader: A Life of Johann Sebastian Bach in Letters and Documents. W. W. Norton & Company, 1945, p. 128; Quoted in David, Mendel & Wolff (1998), p. 158. ISBN 978-0-393-04558-1
  184. Johann Adolf Scheibe. pp. 46–47 in Critischer Musicus VI, 14 May 1737. Quoted in Eidam 2001, Chapter XXII.
  185. Johann Mattheson. Das Beschützte Orchestre, oder desselben Zweyte Eröffnung, footnote p. 222 Hamburg: Schiller, 1717.
  186. Lorenz Christoph Mizler. Musikalische Bibliothek. Volume I, Part 4, pp. 61–73. Leipzig, April 1738. Includes a reprint of Johann Abraham Birnbaum's Unpartheyische Anmerckungen über eine bedenckliche stelle in dem Sechsten stück des Critischen Musicus. დაარქივებული 1 February 2014 საიტზე Wayback Machine. published early January of the same year.
  187. Bach was regarded as "passé even in his own lifetime". (Morris 2005, p. 2)
  188. Wolff (2000), pp. 456–461
  189. Forkel/Terry 1920, pp. 85–86.
  190. Listing of manuscripts of Bach compositions once in the possession of C. P. E. Bach[მკვდარი ბმული] at bach-digital.de
  191. Peter Wollny. "Chapter twelve: Wilhelm Friedemann Bach's Halle performances of cantatas by his father", pp. 202–228 in Bach Studies 2 edited by Daniel R. Melamed. Cambridge University Press 2006. ISBN 9780521028912
  192. Forkel/Terry 1920, p. 139
  193. Wolff 2013, p. 459
  194. 194.0 194.1 194.2 194.3 Christoph Wolff. "A Bach Cult in Late-Eighteenth-Century Berlin: Sara Levy’s Musical Salon" დაარქივებული 4 March 2016 საიტზე Wayback Machine. in Bulletin of the American Academy. Spring 2005. pp. 26–31.
  195. 195.0 195.1 Applegate, 2005, p. 14
  196. Spitta 1899a, pp. 518–519, 611
  197. A-Wgm A 169 b (III 31685) დაარქივებული 8 December 2015 საიტზე Wayback Machine. at bachdigital.de
  198. Köchel, Ludwig Ritter von (1862). Chronologisch-thematisches Verzeichniss sämmtlicher Tonwerke Wolfgang Amade Mozart's (German). Leipzig: [Breitkopf & Härtel. OCLC 3309798. , No. 405, pp. 328–329
  199. Bach, Mozart and the 'Musical Midwife'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2015.
  200. Brown, A. Peter, The Symphonic Repertoire (Volume 2). Indiana University Press (ISBN 025333487X), pp. 423–432 (2002).
  201. 201.0 201.1 201.2 201.3 201.4 201.5 McKay, Cory. "The Bach Reception in the 18th and 19th century" დაარქივებული 2 February 2010 საიტზე Wayback Machine. at music.mcgill.ca
  202. 202.0 202.1 Schenk, Winston & Winston (1959), p. 452
  203. Daniel Heartz. Mozart, Haydn and Early Beethoven: 1781–1802, p. 678. W. W. Norton & Company, 2008. ISBN 9780393285789
  204. Kerst (1904), p. 101
  205. Edward Noel Green. Chromatic Completion in the Late Vocal Music of Haydn and Mozart: A Technical, Philosophic, and Historical Study, p. 273[მკვდარი ბმული] New York University. ISBN 9780549794516
  206. Geck (2006), pp. 9–10 (excerpt დაარქივებული 6 December 2012 საიტზე Wayback Machine. )
  207. Schneider 1907, p. 94
  208. Schneider 1907, pp. 96–97
  209. Schneider 1907, p. 100
  210. Forkel/Terry 1920, p. xvii
  211. Felix Mendelssohn Bartholdy. Magnificat, MWV A2 edited by Pietro Zappalà. Carus, 1996. Foreword, p. VI
  212. Johann Sebastian Bach's noch wenig bekannte Orgelcompositionen (auch am Pianoforte von einem oder zwei Spielern ausführbar), three volumes, edited by Adolph Bernhard Marx. Leipzig: Breitkopf & Härtel, 1833
  213. Kupferberg (1985), p. 126
  214. Spitta 1992, 1899a, 1899b (first publication in German, in two volumes: Leipzig, Breitkopf & Härtel 1873 and 1880)
  215. Robert Johnson and Pablo Casals' Game Changers Turn 70. NPR Music. National Public Radio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 February 2012. ციტირების თარიღი: 22 February 2012.
  216. McComb, Todd M.. What is Early Music?–Historically Informed Performance. Early Music FAQ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 January 2015. ციტირების თარიღი: 2 January 2015.
  217. Shipton, Alyn. Bach and Jazz. A Bach Christmas. BBC Radio 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2013. ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  218. 218.0 218.1 Rokus de Groot (2000). "And Nowhere Bach. Bach Reception in a Late Twentieth-Century Dutch Composition by Elmer Schönberger" pp. 145–158 in Tijdschrift van de Koninklijke Vereniging voor Nederlandse Muziekgeschiedenis, Volume 50, No. 1/2. Koninklijke Vereniging voor Nederlandse Muziekgeschiedenis.
  219. "Bach Edition" დაარქივებული 10 November 2016 საიტზე Wayback Machine. at musicweb-international.com 1 December 2001
  220. Teldec's 1999 Bach 2000 Box set, Limited Edition დაარქივებული 12 October 2016 საიტზე Wayback Machine. at amazon.com
  221. Bach-Edition: The Complete Works (172 CDs & CDR) დაარქივებული 29 September 2015 საიტზე Wayback Machine. at the Hänssler Classic website
  222. Golden Record: Music from Earth. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 July 2013. ციტირების თარიღი: 26 July 2012.
  223. Bach დაარქივებული 23 October 2011 საიტზე Wayback Machine. , United States Geological Survey Gazetteer of Planetary Nomenclature
  224. JPL Small-Body Database Browser. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 February 2017.
  225. List of works by Johann Sebastian Bach and Category:Bach, Johann Sebastian at IMSLP website
  226. bach-digital.de
  227. jsbach.org
  228. bach-cantatas.com
  229. Williams 2003
  230. Williams 2007
  231. Gardiner 2013
  232. "The 168 best classical music recordings" დაარქივებული 5 October 2015 საიტზე Wayback Machine. in The Telegraph. 2009, revised by Ivan Hewett in 2014.
  233. "Who was Johann Sebastian Bach? Google Doodle's AI music game celebrates the Baroque composer" by Kyle Macdonald, Classic FM, 22 March 2019
  234. "21 March 2019 – Celebrating Johann Sebastian Bach", Google Doodles
  235. Zegers, Richard H.C.; Maas, Mario; Koopman, A.G. & Maat, George J.R. (2009). „Are the alleged remains of Johann Sebastian Bach authentic?“ (PDF). The Medical Journal of Australia. 190 (4): 213–216. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2 დეკემბერი 2013. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |lastauthoramp= (დახმარება)
  236. http://www.bachdigital.de/receive/BachDigitalWork_work_00000172?XSL.Style=detail&lang=en Cantata text]