ბაქილი მულუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაქილი მულუზი (ინგლ. Bakili Muluzi; დ. 17 მარტი 1943) — მალავის მეორე პრეზიდენტი 1994 წლის 24 მაისიდან 2004 წლის 24 მაისამდე.

მულუსი პრეზიდენტად აირჩიეს 1994 წელს პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში, როგორც გაერთიანებული დემოკრატიული ფრონტის კანდიდატი. არჩევნებში მან დაამარცხა ჰეისტინგზ კამუზუ ბანდა - მალავის დიქტატორი 1966 წლიდან. მანამდე მულუსი მუშაობდა ბანდას მთავრობაში. 1999 წლის ივნისში მულუსი მეორე ვადით აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.

მულუსის მმართველობის პერიოდში აღინიშნა რამდენიმე სკანდალი. 2000 წელს მან მთავრობა სრული შემადგენლობით დაითხოვა, მას შემდეგ რაც გაირკვა ბრიტანეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების უმიზნოდ დახარჯვის შესახებ. მეორე სკანდალი დაკავშირებული იყო მალავის სიმინდის მარაგთან, კერძოდ ის მიჰყიდეს სხვა ქვეყნებს გვალვის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. ამან გამოიწვია ქვეყანაში შიმშილის დაწყება. პრეზიდენტის პოსტზე მულუსი 2004 წელს ჩაანაცვლა ბინგუ ვა მუთარიკამ.

1999 წლის ოქტომბერში 56 წლის ბაქილი მულუსი დაქორწინდა 12 წლის სკოლის მოსწავლეზე მუსულმანური ოჯახიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]