ბასა ჯანიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბასა ჯანიკაშვილი
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1974(1974-05-24) (49 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი და დრამატურგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
Magnum opus აბსურდისტანი
ჯილდოები პრემია „საბა“

ბასა ჯანიკაშვილი (დ. 24 მაისი, 1974, თბილისი) — ქართველი მწერალი და დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასა ჯანიკაშვილი დაიბადა 1974 წლის 24 მაისს, თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი, დრამატურგის ხელოვნების ფაკულტეტი. 1996 წლიდან მისი ლექსები, მოთხრობები და პიესები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. 1999 წელს საქართველოს პირველმა არხმა დადგა მისი რადიო პიესა “კაკაბაძეებში”. 2001 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დაიდგა პიესა “თითით საჩვენებელი”. 2002 წელს შოტლანდიაში, ედინბურგის ტრავერსის თეატრში შედგა “თითით საჩვენებელის” ლიტერატურული კითხვა. ამავე წელს, სარდაფის თეატრში დაიდგა ფრანგი დრამატურგების ჟან-ჟაკ ბრიკერისა და მორის ლასეგის “ინსტინქტს”, რომლის თარგმანი ეკუთვნის ბასა ჯანიკაშვილს.[1]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის გაზაფხულზე საქართველოს რადიოს პირველ არხზე დაიდგა რადიო პიესა “თითით საჩვენებელი”. 2003 წლის მაისში, რუსეთში, თეატრ DOC-ში და სანქტ პეტერბურგში, ფესტივალ “ბალტიური სახლის” ფარგლებში, შედგა პიესა “მეზობლების” ლიტერატურული კითხვა. ამავე წლის სექტემბერში მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში, ფესტივალზე “ახალი დრამა”, პიესა “მეზობლები” წარდგენილი იყო საერთაშორისო პროგრამაში. 2003 წელს თავისუფალ თეატრში დაიდგა პიესა “მეზობლები”.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • “კოღო” მოთხრობები, პიესები (1999)
  • “ოცნებით კაიროში” რომანი (2004)
  • “სანამ ერთმანეთს გავიცნობდით” პიესები (2005)
  • “სულიკო”, კომედია 2 მოქმედებად (2008)
  • “აბსურდისტანი” რომანი (2009)
  • “დიქტატურა” რადიოპიესა ერთ მოქმედებად (2009)
  • “ომობანა” პიესა-რომანი (2010)
  • მოთხრობების და პიესების კრებული (2012)
  • „გაბრაზებული ჩიტი“. პიესების კრებული (2016)
  • „სულები და თანამოაზრენი “. პიესა. (2019)
  • „ნინოს ბედნიერება“. რომანი. 2021
  • „ხუთი კომედია“ პიესების კრებული. 2022

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2006 „საბა“ საუკეთესო პიესების კრებულისთვის “სანამ ერთმანეთს გავიცნობდით”
  • 2009 წელს პიესამ „დიქტატურა“ (On The Lutch) გაიმარჯვა BBC-ს რადიოპიესების საერთაშორისო კონკურსზე
  • 2014 წელს პიესამ „გაბრაზებული ჩიტი“ გაიმარჯვა დრამატურგთა საერთაშორისო კონკურსში „საუბრები საზღვრებს გარეთ“ (Talk About Boundary)
  • 2017 წელს რეგიონალური თეატრების კონკურსზე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის სპექტაკლმა „დიქტატურა“ (დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი) დაიმსახურა სპეციალური პრიზი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბასა ჯანიკაშვილი Translationlab-ზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-07. ციტირების თარიღი: 2021-12-26.