აფონსუ I (პორტუგალია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფონსუ I
Afonso I de Portugal
პორტუგალიის 1-ლი მეფე
მმართ. დასაწყისი: 24 ივნისი 1128
მმართ. დასასრული: 6 დეკემბერი 1185
წინამორბედი: ტერეზა ლეონელი
მემკვიდრე: სანშუ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1109
დაბ. ადგილი: გიმარაინში, პორტუგალიის სამეფო
გარდ. თარიღი: 6 დეკემბერი, 1185
გარდ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალიის სამეფო
მეუღლე: მაფალდა სავოიელი
შვილები: მაფალდა
ურაკა, ლეონის დედოფალი
სანშუ I, პორტუგალიის მეფე
ტერეზა, ფლანდრიის გრაფინია
დინასტია: ბურგუნდიული დინასტია
მამა: ენრიკე ბურგუნდიელი
დედა: ტერეზა ლეონელი

აფონსუ I (პორ. Afonso I; დ. 1109, გიმარაინში, პორტუგალიის სამეფო - 6 დეკემბერი, 1185, კოიმბრა, პორტუგალიის სამეფო) – პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1139 - 1185 წლებში. იქორწინა მაფალდაზე, სავოის გრაფის ამადეუსის ასულზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამეფებამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფონსო იყო პორტუგალიის მარკგრაფის ენრიკესა და კასტილიის მეფის ალფონსო VI-ს ასულის, ტერეზიას ვაჟი. მამა დაიღუპა 1112 წელს და სანამ აფონსო პატარა იყო, ქვეყანას დედამისი მმართავდა. როდესაც აფონსო გაიზარდა, იგი აღუდგა თავის დედას და მის საყვარელს (შესაძლოა ქმარს) გალისიის გრაფს ფერნანდო პერესა ტრასტამარას და განდევნა ისინი 1128 წელს. გამეფების შემდეგ აფონსომ დაიწყო კასტილიისგან პორტუგალიის გასანთავისუფლებლად ბრძოლა. 1136 წელს კასტილიის მეფემ უარი თქვა პორტუგალიაზე თავის უფლებებზე. კასტილიასთან დაზავების შემდეგ, აფონსომ არაბების წინააღმდეგ გაილაშქრა. ურიკასთან ბრძოლაში, 1139 წელს, მან დაამარცხა არაბთა ლაშქარი, რომელიც 5 საემიროს გაერთიანებული ძალებისგან შედგებოდა. ბრძოლის შემდეგ, ბრძოლის ველზევე, აფონსო მეფედ გამოაცხადეს. აფონსოს ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ ამბავი მთელს ქრისტიანულ სამყაროს მოედო. ლამეგოში შეკრებილმა კორტესებმა დაამტკიცეს აფონსოს მეფის ტიტული. 1143 წელს კი ბრაგის არქიეპისკოპოსმა იგი მეფედ აკურთხა.

მეფობა და რეკონკისტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით ამ პერიოდში პორტუგალიის ნაპირებს მოადგნენ მთელი ევროპიდან შეკრებული ჯვაროსნები, რომლებიც აქედან პალესტინაში უნდა წასულიყვნენ. აფონსომ ელჩები გაუგზავნა მათ იმაში დასარწმნებლად, რომ ისინი თავის ფიცს იმ შემთხვევაშიც შეასრულებდნენ, თუ კი მას დაეხმარებოდნენ არაბებისგან ქალაქ ლისაბონის დახსნაში. ქრისტიანებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს, როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან. მუსლიმები თავს იცავდნენ და ძლიერ წინააღმდეგობას უწევდნენ. ალყა 4 თვე გაგრძელდა. ლისაბონში შიმშილი დაიწყო და ქალაქის მცველები იძულებულნი გახდნენ მოლპარაკებები დაეწყოთ. აფონსომ მათ საშუალება მისცა ქალაქი დაეტოვებინათ, მაგრამ იარაღი და ქონება არ უნდა წაეღოთ. ჯვაროსნებმა მიიღეს ნადავლით თავისი წილი და გასცურეს სირიისკენ, აფონსო კი 1147 წელს შევიდა ქალაქში.

აქამდე დედაქალაქი კოიმბრა იყო, ახლა ალფონსომ იგი ლისაბონში გადმოიტანა, ვინაიდან ეს ზღვისპირა ქალაქი იყო მშვენიერ ადგილას. ამის შემდეგ მეფემ აიღო ალკასერ-დუ-სოლი, ბეჟა და ბოლოს 1166 წელს ევორა, ალენტეჟუს ოლქის მთავარი ქალაქი. შემდეგ აიღო მურა, სერპა, ელვასი და სახელმწიფოს საზღვრები გვადიანამდე გაზარდა. 1171 წელს აფონსო წარმატებით შეებრძოლა არაბებს სანტარემესთან და 1184 წელს იქვე დაამარცხა ალმაგადი იუსუფი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X