არტაქსერქსე I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტაქსერქსე I
აქემენიანთა სპარსეთის მე-6 მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 465
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 424
წინამორბედი: ქსერქსე I
მემკვიდრე: ქსერქსე II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. V საუკუნე
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 424
მეუღლე: დამასპია
შვილები:

დარიოს II,ქსერქსე II; სოგდიანი

ქალიშვილი: პარისატიდა
დინასტია: აქემენიდები
მამა: ქსერქსე I
დედა: ამესტრისი
რელიგია: ზოროასტრიზმი

არტაქსერქსე I (ფარსი اردشیر یکم ,ბერძნ. Ἀρταξέρξης „მართალთა სამეფოს მეუფე“; ? — გ. ძვ. წ. 424) — სპარსეთის მეფე აქემენიდების დინასტიიდან ძვ. წ. 465 - ძვ. წ. 424 წლებში. ქსერქსე I-ს ვაჟი. იქორწინა დამასპიაზე.

ართახშასა გამეფდა მას მერე, როდესაც შეთქმულებმა, არტაბანის მეთაურობით, მოკლეს მამამისი. დიოდორეს ცნობებით, შეთქმულებმა იგი დაარწმუნეს, რომ მკვლელობა მისმა უფროსმა ძმამ დარიავახუშმა ჩაიდინა. დარიავახუში შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს, იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი იფიცებოდა, რომ არ იყო დამნაშავე. მასთან ერთად მისი შვილებიც მოკლეს.

პლუტარქე წერს, რომ გადატრიალების შემდეგ, 7 თვის მანძილზე ძალაუფლება არტაბანს ჰქონდა და იგი ართახშასას წინააღმდეგ შეთქმულებას აგებდა, სურდა მეფის მოკვლა და თავად გამეფება. მაგრამ ართახშასა უფრო ცბიერი აღმოჩნდა, მან დაღუპა ატრაბანი, შემდეგ კი გაწყვიტა მთელი მისი გვარი.

ძვ. წ. 464 წელს ართახშასას მისი უმცროსი ძმა ვიშტაპსა აუჯანყდა, რომელიც იმ დროს ბაქტრიის სატრაპი იყო. მაგრამ იგი ორ ბრძოლაში დამარცხებული იყო და იგი მოკლეს. ახალი გადატრიალებების თავიდან ასაცილებლად ართახშასამ ბრძანა თავისი ცოცხალი ძმების დახოცვა. ასე გახდა ართახშასა აქემენიდების იმპერიის ერთპიროვნული მმართველი.

მისი მმართველობა საერთო ჯამში მშვიდი იყო, მაგრამ არა უდარდელი. ძვ. წ. 460 წელს სპარსებმა დაკარგეს ეგვიპტე, სადაც ლივიელი ინარი გაბატონდა. ეგვიპტის სატრაპი ხახამანიში პაპრემისთან იყო მოკლული. ირანმა კავშირი დადო ათენელებთან, რომლებმაც ძვ. წ. 459 წელს დასახმარებლად 200 გემი გამოუგზავნეს. მალე მემფისი დაეცა და ალყა შემოერტყა მის ციტადელს „თეთრ კედელს“. მხოლოდ ძვ. წ. 456 წელს სირიის სატრაპმა ბაგაბუხშმა მოახერხა აჯანყებულთა და მათ მოკავშირეთა დამარცხება. გადარჩენილმა ბერძნებმა და ეგვიპტელებმა თავი კუნძულ პროსოპიტიდას შეფარეს, დელტის დასავლეთით და აქ წელიწადნახევარი ებრძოდნენ სპარსებს. მხოლოდ მდინარის სხვა კალაპოტში გადაყვანის შემდეგ შეძლეს სპარსებმა კუნძულის აღება. ეგვიპტე ისევ დაიმორჩილეს სპარსებმა.

რაც შეეხება ათენელებს, ისინი განაგრძობდნენ ბრძოლას. ძვ. წ. 449 წელს მათმა ესკადრამ კიმონის მეთაურობით კვიპროსთან დაამარცხა სპარსული არმია. მალე ზავი დაიდო, რამაც დაასრულა ნახევარსაუკონოვანი ბერძნულ-სპარსული ომი.

აჯანყება ეგვიპტეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 460 წელს აჯანყებამ იფეთქა ეგვიპტეში, რომელმაც მალევე მიიღო საბრძოლო ხასიათი. ამბოხებას ხელმძღვანელობდა ლივიელი ინარი. იგი შეიჭრა ნილოსის ხეობაში და მალე მას შეუერთდნენ სხვა ამბოხებულებიც. ინარმა დასახმარებლად ათენელებსაც მიმართა და სთხოვა რომ მისთვის გემები გამოეგზავნათ, მართლაც ძვ. წ. 459 წელს ეგვიპტისაკენ 200 გემი დაიძრა.

ეგვიპტის დედაქალაქი მემფისი კი ჯერ კიდევ სპარსელების კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა როგორც კი ათენელები თავს დაესხნენ მემფისს, დედაქალაქი მათ ხელში აღმოჩნდა და მას ვეღარ აკონტროლებდნენ სპარსები. ათენელებმა ალყაში მოაქციეს ,,თეთრი კედელი".

ძვ. წ. 456 წელს არტაქსერქსე I-მა ამბოხებულების წინააღმდეგ სირიის სატრაპი ბაგაბუხშმი გაგზავნა და ამდენი წლის შემდეგ სწორედ მან მოახერხა ამბოხებულებისა და მათი მოკავშირეების დამარცხება. ბრძოლამ კუნძულ პროსოპიტიდაზე, დელტის დასავლეთით გადაინაცვლა. თითქმის წელიწადნახევარი გასტანა ორ მხარეს შორის დაპირისპირებამ და საბოლოოდ სპარსებმა მოახერხეს მტრის მოგერიება. ეგვიპტე კვლავ სპარსების ხელში აღმოჩნდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
წინამორბედი:
ქსერქსე I
სპარსეთის მეფე
ძვ. წ. 465 - ძვ. წ. 424
შემდეგი:
ქსერქსე II
წინამორბედი:
ქსერქსე I
ეგვიპტის ფარაონი
ძვ. წ. 465 - ძვ. წ. 424
შემდეგი:
ქსერქსე II