არიოზო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არიოზო (იტალ. arioso < aria - არია) — ოპერის (ორატორიის, კანტატის) ვოკალური ეპოზოდი ერთი ხმისათვის (სოლო), ჩვეულებრივ, არიაზე მცირე ზომისა. არიოზოს მელოდია მღერად-დეკლამაციური ხასიათისაა, მაგალითად, კანიოს არიოზო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), ლენსკის არიოზო (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 568, თბ., 1975