ანტონინუს პიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონინუს ტიტუს ავრელიუს ფულვუს პიუსი
Antoninus Titus Aurelius Fulvus Pius

ანტონინუს პიუსის ბიუსტი, მიუნხენის გლიპოტოთეკა
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: ახ. წ. 138
მმართ. დასასრული: ახ. წ. 161
წინამორბედი: ადრიანე
მემკვიდრე: მარკუს ავრელიუსი
კონსული
მმართ. დასაწყისი: 120
მმართ. დასასრული: 120
აზიის პროკონსული
მმართ. დასაწყისი: 135
მმართ. დასასრული: 136
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 სექტემბერი, 86
გარდ. თარიღი: 7 მარტი, 161
დინასტია: ანტონინუსების დინასტია
რელიგია: რომაული რელიგია

ანტონინუს პიუსი, ანტონინუს ტიტუს ავრელიუს ფულვუს პიუსი (Antoninus Titus Aurelius Fulvus Pius) (დ. 19 სექტემბერი, 86, ლანუვიუმი — გ. 7 მარტი, 161) — რომის იმპერატორი ახ. წ. 138 წლიდან. დაიბადა სენატორის ოჯახში. კონსულად იყო 120 წელს, აზიის პროკონსულად 135-136; იმპერატორ ადრიანემ იშვილა და თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. 138 წელს მიიღო - „პიუსის“ (ღვთისმოსავი) ოფიციალური წოდება. ანტონინუს პიუსის დროს სახელმწიფო გაძლიერდა პოლიტიკურად და ეკონომიურად. მოწესრიგდა პროვინციების მმართველობა. ანტონინუს პიუსის ღონისძიებებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა კანონი, რომლითაც ისჯებოდა მონის მკვლელი მონათმფლობელი და იძულების წესით იყიდებოდნენ ულმობელ მეპატრონეთა მონები. ანტონინუს პიუსმა მიიღო „სამშობლოს მამის“ წოდება. ატარებდა მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას. გაამაგრა სახელმწიფო საზღვრები („ანტონინუსის კედელი“ ბრიტანეთში). იცავდა სენატორული არისტოკრატიას და მქონებელი კლასების ინტერესებს, რამაც გამოიწვია აჯანყება რომის პროვინციებში (ეგვიპტეში, დაკიაში, აქაიაში, იუდეაში). 147 წელს ანტონინუს პიუსმა მოაწყო დიდი ზეიმი რომის დაარსების 900 წლისთავის აღსანიშნავად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ადრიანე
რომის იმპერატორი

138–161
შემდეგი:
მარკუს ავრელიუსი
ლუციუს ვერუსი