ანდრე მორუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრე მორუა
ფრანგ. André Maurois
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1885(1885-07-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი ელბეფი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 9 ოქტომბერი, 1967(1967-10-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [12] [13] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნეიი-სიურ-სენი, საფრანგეთი[15]
დასაფლავებულია Neuilly-sur-Seine Old Communal Cemetery
საქმიანობა ფილოსოფოსი, ესეისტი, რომანისტი, ისტორიკოსი[12] , მწერალი[12] [16] , სცენარისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ბიოგრაფი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, საბავშვო მწერალი და კრიტიკოსი[12]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
ალმა-მატერი პიერ-კორნელის ლიცეუმი
Magnum opus Q19213609?, Q21009271?, Q2956395?, The Art of Living და Alain[17]
ჯილდოები საფრანგეთის აკადემია, კონკურ ჟენერალ, Paul Flat Prize, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი და საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი
მეუღლე სიმონე დე კაიიავე
შვილ(ებ)ი Gérald Maurois და Michelle Maurois
ნათესავ(ებ)ი France Bloch-Sérazin

ანდრე მორუა (ემილ ერცოგი) (ფრან. André Maurois; დ. 26 ივლისი, 1885 – გ. 9 ოქტომბერი, 1967) — ფრანგი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრე მორუა დაიბადა 1885 წელს ელბევში (ელზასი), მდიდარ ბურჟუაზიულ ოჯახში. დაამთავრა რუანის ლიცეუმი, სადაც მისი მასწავლებელი იყო ცნობილი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ალენი. ფილოსოფიური განათლების მიღების შემდეგ ათი წლის განმავლობაში მამის დიდ ინდუსტრიულ ქარხანას ედგა სათავეში.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დროს. პირველ რომანსპოლკოვნიკ ბრამბლის სიჩუმე“ წარმატება ხვდა წილად; მორუამ თავი დაანება ქარხანას და მწერლობა დაიწყო. მისი ლიტერატურული შემოქმედება დიდია და მრავალფეროვანი. რომანებიდან ცნობილია: „არც ანგელოზი, არც მხეცი“, „ბერნარ კენე“, „ოჯახური წრე“, „ბედნიერების ინსტინქტი“. მორუას რომანებში ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზითა და თავდაჭერილი ირონიით მოცემულია მდიდარი ბურჟუაზიული საზოგადოების ცხოვრება, მიზნები, ხასიათები და ცხოვრების წესი. ნოველათა კრებულებიდან აღსანიშნავია: „მოულოდნელი ყოველთვის სრულდება, „საშინელი სამყარო“.

მორუას შემოქმედებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს რომანის სახით დაწერილი გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები. ზუსტი დოკუმენტაციის საფუძველზე მორუა იკვლევდა გამოჩენილ ადამიანთა ფსიქოლოგიას, შინაგან წვას და შემოქმედებით პროცესს. ასეთებია: „არიელი, ანუ შელის ცხოვრება“, „ბაირონი“, „ვოლტერი“, „პრუსტი“, „ლელია, ანუ ჟორჟ სადნის ცხოვრება“, „პრომეთე, ანუ ბალზაკის ცხოვრება“, „ალექსანდრე ფლემინგის ცხოვრება“ და სხვა.

მორუა ავტორია დიდი და საინტერესო ისტორიული შრომებისა: „ინგლისის ისტორია“, „ამერიკის ისტორია“, „საფრანგეთის ისტორია“, „ამერიკისა და საბჭოთა კავშირის პარალელური ისტორია (მორუა ავტორია ამერიკის ისტორიის ნაწილის, სსრკ-ს კი – ლუი არაგონი)

1928 წელს მორუა საფრანგეთის აკადემიის წევრი გახდა.

ანდრე მორუა გარდაიცვალა 1967 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II; გამომც. საბჭოთა საქართველო, 1976; გვ: 544–545

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 NooSFere — 1999.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. GeneaStar
  11. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Annuaire prosopographique : la France savante
  14. Munzinger Personen
  15. Deutsche Nationalbibliothek Record #118782665 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. https://hdl.handle.net/21.12123/54755
  17. Istituto dell'Enciclopedia Italiana Enciclopedia on line
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 Sapere.itDe Agostini Editore, 2001.