ანდრე აგასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრე აგასი

აგასი ინდიან უელსის მასტერსზე 2006 წელს
სრული სახელი ანდრე კირკ აგასი
მშობლიური სახელი Andre Kirk Agassi
ქვეყანა (სპორტი) აშშ-ის დროშა აშშ
საცხოვრებელი ადგილი ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ
დაიბადა 29 აპრილი, 1970 (1970-04-29) (53 წლის)
ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ
სიმაღლე 180 სმ.
პროფესიონალი 1986
კარიერა დაასრულა 2006
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი ემანუელ აგასი (1970–1983)
ნიკ ბოლეტიერი (1983–1993)
ბრედ გილბერტი (1994–2002)
დარენ კეჰილი (2002–2006)
ფულადი პრიზი 31,152,975 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2011 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 870–274 (76.05%)
ტიტულები კარიერაში 60
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (10 აპრილი, 1995)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1995, 2000, 2001, 2003)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1999)
უიმბლდონი გამარჯვება (1992)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1994, 1999)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1990)
ოლიმპიური თამაშები გამარჯვება (1996)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 40–42 (48.78%)
ტიტულები კარიერაში 1
უმაღლესი რეიტინგი 123-ე (17 აგვისტო, 1992)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
საფრანგეთის ღია პირველობა მეოთხედფინალი (1992)
აშშ-ის ღია პირველობა 1რ (1987)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (1990, 1992, 1995)
ბოლოს განახლდა: 7 იანვარი 2018.

ანდრე კირკ აგასი (ინგლ. Andre Kirk Agassi; დ. 29 აპრილი, 1970, ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ) — ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4][5].

აგასის მოგებული აქვს 8 დიდი სლემის ტურნირი, მათ შორის 4 ავსტრალიის ღია პირველობა, 2 აშშ-ის ღია პირველობა, 1 უიმბლდონი და 1 საფრანგეთის ღია პირველობა. აგასი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, ვინც კარიერული ოქროს სლემის შესრულება შეძლო (ყველა დიდი სლემის ტურნირის და ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება ერთეულებში). ეს მიღწევა მოგვიანებით მხოლოდ რაფაელ ნადალმა გაიმეორა. აგასი დღემდე უკანასკნელი ამერიკელი ჩოგბურთელია, ვინც ავსტრალიის ღია პირველობის (2003 წელს) და საფრანგეთის ღია პირველობის (1999 წელს) მოგება შეძლო.

ამერიკელს ასევე მოგებული აქვს ერთი წლის შემაჯამებელი ტურნირი და 17 მასტერსი. ჯამში მას ATP-ის 60 ტიტული აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. აგასი 101 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.

სანაკრებო დონეზე, აგასიმ სამჯერ მოიგო დეივისის თასი აშშ-ის ნაკრებთან ერთად. ამერიკელმა კარიერა 2006 წელს დაასრულა[6]. 2011 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. აგასის მეუღლეა გერმანელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, ერთეულებში დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებული შტეფი გრაფი.

სტატისტიკა და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 15 (8–7)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 1990 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა ეკვადორის დროშა ანდრეს გომესი 3–6, 6–2, 4–6, 4–6
მარცხი 1990 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა პიტ სამპრასი 4–6, 3–6, 2–6
მარცხი 1991 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა აშშ-ის დროშა ჯიმ კურიე 6–3, 4–6, 6–2, 1–6, 4–6
გამარჯვება 1992 უიმბლდონი (1) ბალახი ხორვატიის დროშა გორან ივანიშევიჩი 6–7(8–10), 6–4, 6–4, 1–6, 6–4
გამარჯვება 1994 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი გერმანიის დროშა მიხაელ შტიხი 6–1, 7–6(7–5), 7–5
გამარჯვება 1995 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი აშშ-ის დროშა პიტ სამპრასი 4–6, 6–1, 7–6(8–6), 6–4
მარცხი 1995 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა პიტ სამპრასი 4–6, 3–6, 6–4, 5–7
გამარჯვება 1999 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა უკრაინის დროშა ანდრეი მედვედევი 1–6, 2–6, 6–4, 6–3, 6–4
მარცხი 1999 უიმბლდონი ბალახი აშშ-ის დროშა პიტ სამპრასი 3–6, 4–6, 5–7
გამარჯვება 1999 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი აშშ-ის დროშა ტოდ მარტინი 6–4, 6–7(5–7), 6–7(2–7), 6–3, 6–2
გამარჯვება 2000 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ჰარდი რუსეთის დროშა ევგენი კაფელნიკოვი 3–6, 6–3, 6–2, 6–4
გამარჯვება 2001 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ჰარდი საფრანგეთის დროშა არნო კლემანი 6–4, 6–2, 6–2
მარცხი 2002 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა პიტ სამპრასი 3–6, 4–6, 7–5, 4–6
გამარჯვება 2003 ავსტრალიის ღია პირველობა (4) ჰარდი გერმანიის დროშა რაინერ შუტლერი 6–2, 6–2, 6–1
მარცხი 2005 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი შვეიცარიის დროშა როჯერ ფედერერი 3–6, 6–2, 6–7(1–7), 1–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 4 (1–3)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1990 ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი (1) ხალიჩა (დ) შვედეთის დროშა სტეფან ედბერგი 5–7, 7–6(7–5), 7–5, 6–2
მარცხი 1999 ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ჰანოვერი ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა პიტ სამპრასი 1–6, 5–7, 4–6
მარცხი 2000 ჩოგბურთის მასტერსის თასი, ლისაბონი ჰარდი (დ) ბრაზილიის დროშა გუსტავო კუერტენი 4–6, 4–6, 4–6
მარცხი 2003 ჩოგბურთის მასტერსის თასი, ჰიუსტონი ჰარდი შვეიცარიის დროშა როჯერ ფედერერი 3–6, 0–6, 4–6

(დ) – დახურული კორტი

ოლიმპიური ფინალები: 1 (1–0)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება (ოქრო) 1996 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1996 (1) ჰარდი ესპანეთის დროშა სერხი ბრუგერა 6–2, 6–3, 6–1

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2017.
  2. „Stars pay tribute to Agassi“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
  3. „Grand-slammed“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
  4. „Top 10 Men's Tennis Players of All Time“. si.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
  5. „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (M): NO. 11, ANDRE AGASSI“. tennis.com. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2018.
  6. „Legend Agassi makes tearful exit“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2018.