ანა ტატანჯელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ტატანჯელო

სოლო მომღერალი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ანა ტატანჯელო
დაბ. თარიღი 1987წ. 9 იანვარი
დაბ. ადგილი სორა, იტალია
წარმოშობა იტალიელი
ჟანრ(ებ)ი პოპი, ლათინო პოპი
საქმიანობა მომღერალ-კომპოზიტორი
აქტიური 2002
საიტი annatatangelo.net
ანა ტატანჯელო ვიკისაწყობში

ანა ტატანჯელო (Anna Tatangelo) (დ. 9 იანვარი, 1987, სორა, ფროზინონეს პროვინცია, იტალია) — იტალიელი მომღერალი, რომელიც 15 წლის ასაკში სანრემოს ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ტატანჯელო დაიბადა 9 იანვარს, 1987 წელს სორაში, ფროსინონეს პროვინცია. ანას ჰყავს ორი უფროსი ძმა მაურისიო და ჯუზეპე, ასევე უფროსი და სილვია. ამ მომენტში ანა ცხოვრობს რომში. მას ასევე შვილი ჰყავს ჯიჯი დ'ალესიოსგან, რომელთანაც ეხლაც რომანი გააჩნია.

2002 წელს 15 წლის ასაკში ანა სანრემოს ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. ამის შემდეგ 2003 წელს მან სიმღერა "Un nuovo bacio" (ახალი კოცნა) ჩაწერა ჯიჯი დ'ალესიოსთან ერთად, 2004-ში კი "Il mondo e mio" (ჩემი მსოფლიო), რომელიც ასევე მის ალბომ Attimo x attimo-ში შევიდა, რომელიც 2003 წელს გამოვიდა.

Ragazza di periferia[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ანას კიდე უფრო პოპულარობამ მისმა მე-2 ალბომმა "Ragazza di periferia" (გოგონა გარეუბნიდან) მოუტანა. ამ ალბომში უმეტესი სიმღერები ჯიჯი დ'ალესიოსთან ერთად იყო დაწერილი. 2006 წელს ანამ კიდევ ერთხელ მოიგო სანრემოს ფესტივალი სიმღერით "Essere una donna" (იყო ქალი).

Mai dire mai[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს ანა აგრძელებს თავის წარმატებულ გზას, მე-3 ალბომის "Mai dire mai" (არასდროს თქვა არასდროს) გამოშვებით. ეს 1-ლი ალბომია სადაც უმეტესი სიმღერები თვითონვე ანას დაწერილია. 2008-ში ანა ისევ სანრემოს ფესტივალზე მონაწილეობს, მაგრამ ამჯერად მე-2 ადგილს სჯერდება, სიმღერით "Il mio amico" (ჩემი მეგობარი), რომელიც თავის საუკეთესო მეგობარ კლაუდიოს მიუძღვნა.

Nel mondo delle donne[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის მარტში ანა კონცერტებს მართავს, ხოლო მისი მე-4 ალბომი "Nel mondo delle donne" (ქალთა სამყაროში) ივნისში იქნა გამოშვებული, 9 ახალი და 2 ძველი სიმღერით დართული. სიმღერები უმეტესად ქალებს მიუძღვნა. 2010-ის აგვისტოს ანა იტალიური X Factor-ის ჟურის ერთ-ერთი წევრი ხდება.

Progetto B[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011-ის თებერვალში ანა კვლავ მონაწილეობს სანრემოს ფესტივალზე, სიმღერით "Bastardo" (ნაბიჭვარი), თუმცა მხოლოდ მე-9 ადგილს დასჯერდა. ამავე წელს იგი თავის მე-5 ალბომს "Progetto B"-ს (პროექტი ბ) უშვებს. 2012 წელს კი ანა იტალიურ ცეკვავენ ვარსკვლავებში იღებს მონაწილეობას, სადაც მე-4 ადგილზე გადის. დღეს ანა ტატანჯელო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომღერალია იტალიაში და არა მარტო იტალიაში.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2003 - Attimo x attimo
  2. 2005 - Ragazza di periferia
  3. 2007 - Mai dire mai
  4. 2008 - Nel mondo delle donne
  5. 2011 - Progetto B

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]