ანა ახმატოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ახმატოვა
რუს. Анна Андреевна Ахматова
დაბადების თარიღი 11 (23) ივნისი, 1889[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ოდესა, ხერსონის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] [4] [5] [6] [2]
გარდაცვალების თარიღი 5 მარტი, 1966(1966-03-05)[4] [7] [2] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [3] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი დომოდედოვო, რსფსრ, სსრკ[18] [19] [20] [21] [2]
დასაფლავებულია კომაროვოს სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[22] [23] [2] , მთარგმნელი, ლიტერატურული კრიტიკოსი, პოეტი[1] [2] , ავტორი[24] და ლიტერატურათმცოდნე
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია[25] [26]
 სსრკ[27] [28]
ალმა-მატერი კიევის ქალთა უმაღლესი კურსები
ჟანრი პოეზია
ჯილდოები Taormina prize[29] , მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“, Medal "In Commemoration of the 250th Anniversary of Leningrad"[30] და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“[30]
მეუღლე ნიკოლოზ გუმილიოვი[31] [2] [32] [33] , ვლადიმერ შილეიკო[2] და ნიკოლოზ პუნინი[2]
პარტნიორ(ებ)ი ნიკოლოზ პუნინი
შვილ(ებ)ი ლევ გუმილიოვი[2]
ნათესავ(ებ)ი Erazm Stogov
ხელმოწერა
ანა ახმატოვა 1922 წელს. კუზმა პეტროვ-ვოდკინის ნახატი

ანა ანდრიას ასული ახმატოვა (ქალიშვილობის გვარი გორენკო რუს. Горенко) (რუს. Анна Андреевна Ахматова; დ. 23 ივნისი [ ძვ. სტ. 11 ივნისი], 1889, ოდესა — გ. 5 მარტი, 1966, დომოდედოვო, მოსკოვის ოლქი, დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში) — XX საუკუნის რუსი პოეტი, მწერალი, ლიტერატორი, ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგმნელი.

პოეტესას ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ ყოფილა დაპატიმრებული ან რეპრესირებული, ეს ყველაფერი გადახდა მის სამ უახლოეს ადამიანს — 1921 წელს დახუხვრიტეს ქმარი ნ. ს. გუმილიოვი. მესამე ქმარი (არაოფიციალური) ნიკოლაი პუნინი სამჯერ იქნა დაპატიმრებული, დიღუპა ციხეში 1953 წელს. ერთადერთმა შვილმა ლევ გუმლიოვმა ციხეში 10 წელიწადზე მეტი გაატარა. ქვრივისა და მსჯავრდებულის დედის, „ერის მტრის“ წუხილი აღწერილია ამახტოვას ცნობილ პოემაში „რეკვიემი“.

პოეზიის კლასიკოსად აღიარებული იქნა 1920 წელს; ის „დადუმების“ ცენზურის წნეხის ქვეშაც იყო. მისი უამრავი ნაწარმოები არ გამოქვეყნეულა არა მხოლოდ მის სიცოცხლეში, რამედ მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლების შემდეგაც კი. ისევე როგორც სსრკ-ში, ასევე ემიგრაციის დროს, მისი სახელი საპატიო ადგილს იკავებდა ლიტერატორთა შორის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ოდესის რაიონში, „ბოლშოი ფონტანში“, ინჟინერ-მექანიკოსის ა. ა. გორენკოს (1848-1915) ოჯახში. დედამისი ერაზმოვნა სტოგოვა (1856-1930) პოეტ ანინა ბუნინინის შორეულ ნათესავად ითვლებოდა. დედის მხრიდან წინაპრად ახმატოვა თვლიდა ორდიის ხანს — ახმატს, საიდანაც წარმოიქმნა მისი ფსევდონიმი.

1890 წელს ოჯახი „ცარსკოე-სელოში“ გადავიდა. აქ ახმატოვა მასწავლებლად იწყებს მუშაობას.

ახმატოვა იხსენებდა, რომ ლევ ტოლსტოის ანბანით სწავლობდა. ხუთი წლის ასაკში უსმენდა მასწავლებელს, რომელიც სხვა ბავშვებს უხსნიდა; ასევე დაეუფლა ფრანგულსაც.

თავისი პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1911 წელს. მისი ლექსებში აისახება ყოფიერების ერთგულება, მსოფლიო წუხილი, დახვეწილი ფსიქოლოგია და ა. შ. მისი ავტობიოგრაფიული პოემა „რეკვიემი“ (1935-40) პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა მიუნხენში, (სსრკ-ში კი მხოლოდ 1987 წელს) — ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რომელიც 1930 წლის რეპრესირებულთ მიეძღვნა.

ახმატოვა დაკავშირებული იყო აკმეისტების ჯგუფთან. მის რევოლუციამდელ ლირიკაში ჭარბობს სიმარტოვის, ნატიფ ესთეტიკურ და სატრფიალო განცდათა მოტივები. ლექსების წიგნებში „კრიალოსანი“ (1914), „თეთრი გუნდი“ (1917) ვლინდება ინტიმურ-სასაუბრო ინტონაციები, ემოციური ლაკონიზმი და მხატვრულ სახეთა „საგნობრიობა“, ამასთან იგრძნობა ხალხური სასიმღრო მოტივებისა და რუსული კლასიკური ლირიკის ტრადიციების ზეგავლენა.

„უგმირო პოემაში“ (1940-1962 მთლიანად გამოქვეყნდა 1976 წელს) ახმატოვა ქმნის „ვერცხლის საუკუნის“ ეპოქას რუსულ ლიტერატურაში. პოეზიის გარდა მის კალამს ეკუთვნის ასევე სტატია პუშკინის შემოქმედებაზე, მოგონებები თანამედროვეებზე. 1919-1921 წლებში პეტროგრადის ბლოკადასთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელდა ხმა ახმატოვას გარდაცვალების შესახებ.

1922 წლიდან ახმატოვას წიგნები მკაცრ ცენზურას გადიოდა. ყოველ კრებული, რომელიც გამოქვეყნდა 1922-1966 წლებამდე არ შეიძლება ეწოდოს ავტორისეული.

ახმატოვას ლექსები ბევრ ენაზეა თრგმნილი.

ცხოვრება და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1900-1905 — სწავლობდა სამეფო გიმნაზიაში.
  • 1906-1907 — სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში.
  • 1908-1910 — კიევის ქალთა უმაღლეს სასწავლებელში და ისტორია-ლიტერატურის კურსებზე სწავლობს. პირველი ლექსი დაწერა 11 წლის ასაკში. მამამ აუკრძალა ლექსებზე გორენკოს გვარის მიწერა და ამის შემდეგ მან აირჩია დიდი ბებიის ქალიშვილობის გვარი ახმატოვა.
  • 1910 — ცოლად გაჰყვა ნ. გუმილიოვს.
  • 1910-1912 — ორჯერ იყო პარიზში. მოგზაურობდა იტალიაში. ამ მოგზაურობამ და პარიზში ამედეო მოდილიანთან ნაცნობობამ მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
  • 1911 — პირველი პუბლიკაცია „ანა ახმატოვას“ სახელით.
  • 1912 — მარტში გამოვიდა მისი პირველი წიგნი-კრებული „საღამო“ 300 ეგზემპლარით. ოქტომბერში შეეძნა ვაჟიშვილი ლევ ნიკოლაევიჩ გუმლიოვი.
  • 1914 — იბეჭდება მისი კიდევ ერთი კრაბული გაზრდილი ტირაჟით.
  • 1917 — მესამე წიგნი „თეთრი ჯოგი“ 2000 ეგზემპლარი.
  • 1918 — გაშორდა გუმილიოვს და გაჰყვა მეცნიერს და პოეტს ვ. კ. შილეიკოს.
  • 1921 — აპრილში იბეჭდება კრებული „მეგზური“. ზაფხულში შორდება ვ. კ. შილეიკოს. 3-4 აგვისტოს აპატიმრებენ ნიკოლაი გუმილიოვს, რომელსაც ერთი კვირის შემდეგ სიკვდილით სჯიან. ოქტომბერში ქვეყნდება მეხუთე წიგნი „Anno Domini MCMXXI“
  • 1920 — ხელოვნებათმცოდნე ნ. ნ. პუნინის ფაქტობრივი ცოლი გახდა.
  • 1926 — შილეიკოსთან ოფიციალური გაყრის შემდეგ იბრუნებს გვარს.
  • 1938 — დაპატიმრებულია და 5 წლით; სამუშაო ბანაკი მიესაჯა მის შვილს ლ. ნ. გუმილიოვს.
  • 1935-1940 — დაწერა პოემა „რეკვიემი“
  • 1940 — ახალი მეექვსე კრებული „ექვსი წიგნიდან“
  • 1941 — ომს შეხვდა ლენინგრადში. 28 სექტემბერს ევაკუირებული იქნა ექმიების მოთხოვნით ჯერ მოსკოვში, შემდეგ ჩისტოპოლში, იქიდან ყაზანსა და ტაშკენტში.
  • 1944 წლის 31 მაისს ევაკუაციიდან ბრუნდება ლენინგრადში.
  • 1944 — ზაფხულში წყვეტს ურთიერთობას ვ. გ. ფარშინთან.
  • 1946 — მძლავრი კრიტიკის შემდეგ რიცხავენ სსრკს მწერალთა კავშირიდან.
  • 1951 — აღადგინეს მწერალთა კავშირში.
  • 1958 — გამოდის კრებული „ლექსი“
  • 1964 — იტალიაში იღებს „ეტნა-ტიორმინას“ პრემიას.
  • 1965 — ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორის დიპლომი. გამოქვეყნდა კრებული „დროთა სირბილი“
  • 1966 — 5 მარტს გარდაიცვალა დომოდედოვას სანატორიუმში. ექიმების და დების გარემოცვაში. 7 მარტი 22:00 სთ. საბჭოთა რადიო გადასცემს ცნობას გამოჩენილი პოეტის ანა ახმატოვას გარდაცვალების შესახებ. დასაფლავებულია კომაროვას სასაფლაოზე ლენინგრადთან.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Лесневский С. С. Ахматова // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 1.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 32. — ISBN 978-2-221-06888-5
  3. 3.0 3.1 Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
  4. 4.0 4.1 Ахматова Анна Андреевна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. http://www.theguardian.com/books/2005/jul/31/biography.features
  6. http://www.poemhunter.com/poem/in-memory-of-m-b/comments.asp
  7. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. SNAC — 2010.
  9. IMSLP — 2006.
  10. FemBio database
  11. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  13. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. Babelio — 2007.
  15. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  16. Munzinger Personen
  17. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 137–140. — ISBN 5-94848-245-6
  18. Deutsche Nationalbibliothek Record #118637584 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  19. http://russiapedia.rt.com/prominent-russians/literature/anna-akhmatova/
  20. http://www.britannica.com/EBchecked/topic/11577/Anna-Akhmatova
  21. http://www.encyclopedia.com/article-1G2-2591300209/akhmatova-anna-18891966.html
  22. http://www.poemhunter.com/poem/how-can-you-bear-to-look-at-the-neva/
  23. http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/10848770309451
  24. https://www.bksh.al/details/5347
  25. http://www.cambridge.org/be/academic/subjects/literature/english-literature-1900-1945/poetry-and-politics-19001960
  26. http://www.cambridge.org/us/academic/subjects/literature/english-literature-1900-1945/poetry-and-politics-19001960
  27. http://www.broadwayworld.com/article/Von_Stade_Hosts_New_Season_Of_NY_Festival_Of_Songs_Radio_Series_20100429
  28. http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/14735788009366445
  29. http://italia-russia-blog.info/2014-06-premiya-imeni-anny-ahmatovoj-taormina/
  30. 30.0 30.1 http://www.akhmatova-rgali.ru/userfiles/list/list5/6953246.pdf — გვ. 37.
  31. Magnusson M. Chambers Biographical DictionaryW & R Chambers, 1990. — ISBN 978-0-550-16041-6
  32. Гумилев, Николай Степанович // Писатели современной эпохи: Био-библиографический словарь русских писателей XX века / под ред. Б. П. КозьминМосква: 1928. — Т. 1. — С. 109–111. — 287 с.
  33. Ахматова, Анна // Писатели современной эпохи: Био-библиографический словарь русских писателей XX века / под ред. Б. П. КозьминМосква: 1928. — Т. 1. — С. 26–27. — 287 с.
  34. 34.0 34.1 http://annensky.lib.ru/names/ahmatova/ahm_name.htm
  35. მცირე პლანეტების ცენტრი
  36. «Ахматова» в Париже