ამორი ვასილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამორი ვასილი
Amaury Vassili

ამორი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 ივნისი, 1989
დაბ. ადგილი რუანი[1]
წარმოშობა რუანი, ზემო ნორმანდია, საფრანგეთი
ჟანრ(ებ)ი საოპერო პოპი
საქმიანობა მომღერალი, მუსიკოსი
აქტიური 2009 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Music
საიტი
ამორი ვასილი ვიკისაწყობში

ამორი ვასილი (ფრანგ. Amaury Vassili; დ. 8 ივნისი, 1989, რუანი, ზემო ნორმანდია) — ფრანგი მომღერალი და პროფესიონალი ტენორი[2]. მისმა სადებიუტო ალბომმა Vincero 2009 წელს ორმაგი პლატინის დისკი მიიღო და გამოიცა მსოფლიო მასშტაბით.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილიმ სიმღერა 9 წლის ასაკში დაიწყო და დედის რჩევით რუანის სამუსიკო სკოლაში შევიდა. 14 წლის ასაკში ამორიმ პირველად გაიმარჯვა სიმღერის კონკურსში "ამსტერდამი". 2004 წელს ამორიმ პირველი ადგილი აიღო როგორც ფრანგული სიმღერების საუკეთესო შემსრულებელმა.

ამორი ცნობილი თავისი სადებიუტო ალბომით "Vincero" გახდა ცნობილი, რომელმაც რამდენიმე პლატინის დისკი მიიღო. მისი მეორე ალბომი "Cantero" 2010 წლის ნოემბერში გამოვიდა. ვასილი თავის მუსიკას უწოდებს ლირიკულ პოპს.

2011 წლის მარტში, ჟურნალთან "Gala" ინტერვიუში ამორიმ განაცხადა, რომ უკვე 4 წლია ხვდება გოგონას, რომლის სახელია სტეფანი.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ამორიმ თავისი სიმღერით "Sognu" მიიღო მონაწილეობა.[4] სიმღერა კორსიკულ დიალექტზეა დაწერილი. მომღერალმა კონკურსში მე-11 ადგილი დაიკავა 82 ქულით.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Vincero (2009)
  • Canterò (2010)
  • Una parte di me (2012)
  • Amaury Vassili chante Mike Brant (2014)

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Lucente Stella“ (2009)
  • „Mi Fa Morire Cantando“ (2009)
  • „Endless Love“ (კეტრინ ჯენკინსის მონაწილეობით) (2010)
  • „Sognu“ (2011)
  • „Una parte di me“ (2012)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #1014332311 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. World's youngest tenor sings on France 24. France24.com. ციტირების თარიღი: 6 February 2011.
  3. Amaury Vassili : "Biography". Amauryvassili.com. ციტირების თარიღი: 6 February 2011.
  4. France: Amaury Vassili to the Eurovision Song Contest. ESCToday. ციტირების თარიღი: 27 January 2011.
წინამორბედი:
ჯესი მატადორი
საფრანგეთი ევროვიზიაზე
2011
შემდეგი: