ამბროსიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბიბლიოთეკა ამბროსიანა (Biblioteca Ambrosiana, ასევე Pinacoteca Ambrosiana, ამბროსის ბიბლიოთეკა) — ამჟამად ხელოვნების გალერეა მილანში, იტალია, ევროპული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საცავი. სახელი დაერქვა მილანის მფარველი წმინდანი ამბროსის პატივსაცემად. დააფუძნა კარდინალმა ფედერიკო ბორომეომ (1564-1631), რომლის აგენტებმა პირწმინდად დაიტაცეს წიგნები და ხელნაწერები მთელ დასავლეთ ევროპაში, საბერძნეთსა და სირიაშიც კი. უმნიშვნელოვანეს შენაძენთა შორის არის ბობიოს ბენედიქტელთა მონასტრის (1606) ხელნაწერებისა სრული ნაკრები და პადუელი ვინჩენცო პინელის ბიბლიოთეკა, რომელიც 800-ზე მეტ ხელნაწერს შეიცავდა, მათ შორის იყო განთქმული ილუსტრირებული ილიადა "ილია პიქტა".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]