ამანც გრესლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამანც გრესლი
გერმ. Amanz Gressly
დაბ. თარიღი 17 ივლისი, 1814(1814-07-17)[1]
დაბ. ადგილი ბერშვილი
გარდ. თარიღი 13 აპრილი, 1865(1865-04-13)[2] [3] (50 წლის)
გარდ. ადგილი ბერნი
მოქალაქეობა  შვეიცარია
საქმიანობა პალეონტოლოგი და გეოლოგი
გავლენა მოახდინეს

ამანც გრესლი (Amanz Gressly; დ. 17 ივლისი 1814, ბერშვილი — გ. 13 აპრილი 1865, ბერნი) — შვეიცარიელი გეოლოგი და პალეონტოლოგი. გრესლი თანამედროვე პალეოეკოლოგიისა და სტრატიგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამანც გრესლი დაიბადა ბერშვილში (შვეიცარია). 1834 წელს სტრასბურგში დაიწყო მედიცინის შესწავლა, თუმცა მოგვიენებით მოღვაწეობა გააგრძელა გეოლოგიაში. შრომაში „Observations géologiques sur le Jura Soleurois“ ჩამოაყალიბა მოძღვრება ფაციესების შესახებ. ფაციესური ანალიზის მონაცემებით, გრესლიმ პირველმა მოახერხა პალეოგეოგრაფიული რუკების შედგენა. იგი იყო XIX საუკუნის გეოლოგიის ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი. 1838 წელს შემოიღო ფაციესის ცნება დანალექი ქანებისათვის, რომლებიც ერთნაირ პირობებში არიან წარმოშობილი და ამიტომ ერთნაირი ლითოლოგიური და პალეონტოლოგიური ნიშნები ახასიათებთ. ამრიგად გრესლიმ მეცნიერებაში შემოიღო ფაქტების ახალი კატეგორია და მეცნიერებაში საფუძველი ჩაუყარა ახალ დისციპლინას — მოძღვრებას ფაციესების შესახებ. ფაციესებზე მოძღვრებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჟ. მარკუ, ფ. ლანგი და სხვ. გრესლი იმ პიროვნებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელმაც თანამედროვე გეოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. თუმცა დღესაც არ არსებობს მისი იდეების ერთიანი ანალიზი. თანამედროვე დროში არსებობს ფაციესების მრავალგვარი კლასიფიკაცია.

როგორც ჩანს გრესლიმ უმძიმესი ცხოვრება გაატარა, საყოველთაო ბიოგრაფიული ცნობები მისი ცხოვრების შესახებ არ მოგვეპოვება. იქ, სადაც კი არსებობს სტატია ან თხზულება გეოლოგიაში ყველგან არის მოხსენებული გრესლი როგორც მკვლევარი, მეცნიერი რომელმაც პირველმა შენიშნა და მეცნიერულად აღწერა ფაციესური მოვლენები.

1861 წელს მოგვცა ხმელთაშუა ზღვის ფაუნის მოკლე ეკოლოგიური აღწერა. ახლოს თანამშრომლობდა ლუი აგასისთან.

ბავშვობიდანვე განიცდიდა ფსიქიკურ აშლილობას. 1860-იან წლებში მისი ჯანმრთელობა გაურესდა. 1864 წელს იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 1865 წლის 13 აპრილს გრესლი ინსულტით გარდაიცვალა.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Observations géologiques sur le Jura Soleurois; Bde. 1-3. In: Neue Denkschriften der allg. schweizerischen Gesellschaft für die gesammten Naturwissenschaften; Bd. 2, 4, 5. Neuchâtel: Imprimerie de Petitpierre, 1838-1841.
  • Amanz Gressly's Briefe = Lettres d'Amand Gressly, le géologue jurassien (1814-1865) / rassemblées et annotées par le Dr. Louis Rollier. Moutier: Imprimerie du „Petit Jurassien“, 1911.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alfred Hartmann: Amanz Gressly. In: Gallerie berühmter Schweizer der Neuzeit; Bd. 1. Baden: Friedrich Hasler, 1868.
  • Hugo Ledermann: Die wissenschaftliche Bedeutung von Amanz Gressly. In: Jurablätter; 27(1965), S. 70-72.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]