ამანდა პიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამანდა პიტი
დაბადების სახელი ამანდა პიტი
დაბადების თარიღი 11 იანვარი, 1972
ნიუ-იორკი, აშშ
აქტიური 1995 - დღემდე
მეუღლე(ები) დევიდ ბენიოფი
საიტი ოფიციალური საიტი

ამანდა პიტი (ინგლ. Amanda Peet; დ. 11 იანვარი 1972, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამანდა პიტი დაიბადა 1972 წლის 11 იანვარს, ნიუ-იორკში (აშშ). მშობლების განქორწინებდამდე, რომელიც 1990 წელს მოხდა, ამანდას მამა ჩარლზი ზრდიდა, რომელიც ადვოკატური პრაქტიკით იყო დაკავებული და დედა პენი, ყოფილი სოციალური მუშაკი. სკოლის დამთავრების შემდეგ ამანდა სასწავლებლად კოლუმბიის უნივერსიტეტში წავიდა ისტორიულ ფაკულტეტზე. რაც შეხება მისი სამსახიობო ნიჭის გამოვლენას, ეს აშკარა გახდა, როდესაც დედასთან ერთად ერთ-ერთ სპექაკლზე ყოფნისას ის წარმოდგენის დროს ავიდა სცენაზე და იმპროვიზება დაიწყო.

რამდენიმე წლის შემდეგ, ბოლო კურსზე, ის აღმოჩნდა მოსმენაზე დრამატულ ხელოვნების ლეგენდარულ მასწავლებელთან უტა ჰაგენთან. გოგონამ დაიწყო მის გაკვეთილებზე სიარული. ჰაგენთან მან სხვა მომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავები გაიცნო. მის თავისებურ დამრიგებლად იქცა მომავალი მსახიობი ჰოუპ დეივისი. ერთად გოგონებმა გადააგზავნეს ამანდას 80 ფოტო ყველასთან ვისთანაც შეიძლებოდა, სააგენტო 'Ross Report' ჩათვლით, რომელიც უამრავი აღიარებული ნიჭიერი ადამიანისთვის და დამწყები მსახიობისთვის „წმინდა“ ადგილია.

მას დაურეკეს ოთხი სააგენტოდან, და მან მოინახულა ყოველი ოფისი, სადაც კითხულობდა მონოლოგებს. მაგრამ შთაბეჭდილების ქვეშ ვერავინ ვერ დატოვა. და მაინც ცოტა ხანში მას გაუჩნდა საკუთარი აგენტი, და მან დაიწყო სარეკლამო რგოლებში მონაწილეობა. 'Skittles' რეკლამიდან აღებულ ჰონორარზე ის ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. რამდენიმე წარუმატებელი კინო-სინჯების შემდეგ ის საკუთარ თავს პირველად გამოუტყდა, რომ ზედმეტად სერიოზულად დაკავდა სამსახიობო პროფესიით.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის პირველ ეტაპებზე ამანდამ მთელი ძალები მიალია ოცამდე პერსონაჟს საკმაოდ დაბალბიუჯეტიან და დაბალხარისხიან პროექტებში, სანამ თავის ცხოვრებაში პირველ ბლოგბასტერში „ცხრა იარდი“ მონაწილეობაზე მიიღო წინადადება. თუმცა საქმე გაჩერებული წერტილიდან ცოტათი ადრე დაიძრა. მაყურებლებმა და კრიტიკოსებმა დადებითად მიიღეს მისი ნამუშევარი სატელევიზიო მრავალსერიან კომედიაში „ჯეკი და დეპი“. ჟაკლინ ბარეტის როლისთვის მეტსახელად ჯეკი ამ სერიალში ის აღმოჩნდა მსოფლიოს 50 ყველაზე ლამაზი ადამიანების სიაში ჟურნალ 'People' მონაცემებით. მოგვიანებით კი მიიღო როლი სუპერმოდური და თავხედი ჯუდიტ ფისბეგლერის როლი კომედიაში „სილვერმანის გადარჩენა“.

„ცხრა იარდმა“ ამანდას უამრავი კარი გაუღო. ამ კომედიის შემდეგ მას დიდბიუჯეტიან ფილმებში იწვევდნენ. სხვა მნიშვნელოვანი კინოროლებიდან აღსანიშნავია : „განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“ (2002), „სიყვარული წესების მიხედვით და მათ გარეშეც“ (2000), „ იდენტიფიკაცია“ (2003), „2012“ (2009).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: