ალგირდასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალგირდასი
ბელარ. Альгерд, ლიეტ. Algirdas
ლიტვის დიდი სამთავროს მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1345
მმართ. დასასრული: 1377
წინამორბედი: იავნუტისი
მემკვიდრე: იაგაილო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1296
გარდ. თარიღი: 24 მაისი, 1377
დინასტია: გედიმინოვიჩები
მამა: გედიმინასი

ალგირდასი (ბელარ. Альгерд, ლიეტ. Algirdas, დ. 1296 — გ. 24 მაისი, 1377) — ლიტვის დიდი სამთავროს მთავარი. გედიმინასის შვილი, კეისტუტისის ძმა. სამთავროს მართავდა 1345-1377 წლებში. მისი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართვდა სამთავროს საზღვრები.

მამის, გედიმინასის გარდაცვალების შემდეგ მისი სამთავრო იყოფა მისი ოჯახის წევრებს შორის. იავნუტისს შეხვდა ვილნა. 1345 წელს კეისტუტისმა აიღო ვილნა და გადასცა ალგირდასს. კეისტუტისმა და ალგირდასმა დადეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ისინი ინარჩუნებდნენ მჭიდრო კავშირს და მეგობრობას. ალგირდასმა მთელი თავისი ძალა მოახმარა სამთავროს საზღვრების გაფართოებას.

გარდაიცვალა 1377 წლის 24 მაისს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Conrad, Klaus. Litauen, der Deutsche Orden und Karl IV. 1352—1360. — In: Zeitschrift für Ostforschung Bd. 21 (1972) S. 20-41.
  • Ивинскис П. Восточнославянская литература в Великом княжестве Литовском. Вильнюс, издательство Вильнюсского университета, 1998.
  • Насевіч Г. В. Генеалагічныя табліцы старадаўніх княжацкіх і магнацкіх беларускіх родаў 12-18 стагоддзяў. Мінск, 1993.