ალ-ჰამავი იაკუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-ჰამავი იაკუთი
დაბადების თარიღი 1179
გარდაცვალების თარიღი 20 აგვისტო, 1229
ჰალაბი
პროფესია ისტორია, გეოგრაფია

ალ-ჰამავი იაკუთი (არაბ. ياقوت الحموي الرومي; სრული სახელი და გვარი — იბნ აბდ ალ-ლაჰილ ალ-რუმი ალ-ჰამავი; დ. 1179 — გ. 20 აგვისტო, 1229, ჰალაბი) — არაბი მეცნიერი და მწერალი, ისტორიკოსი, გეოგრაფი. წარმოშობით მცირეაზიელი ბერძენი. იმოგზაურა სირიაში, ეგვიპტეში, ირანში, შუა აზიაში, აზერბაიჯანში, მესოპოტამიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი გეოგრაფიული ლექსიკონი „მუჯამ ალ-ბულდანი“ („ქვეყნების ანბანზე გაწყობილი ლექსიკონი“) და ბიოგრაფიული „ქითაბ ირშად ალ-არიბ ილა მარიფათ ალ-ადიბ“ („ლიტერატორების ლექსიკონი”). „მუჯამ ალ-ბულდანი“ გეოგრაფიული ენციკლოპედიაა, რომელშიც ასახულია არაბული გეოგრაფიისა და ისტორიის ლიტერატურის მიღწევები. მოცემულია საინტერესო ცნობები ამიერკავკასიისა და კერძოდ, საქართველოს შესახებ.

1213 წლიდან იგი იწყებს მოგზაურობას, სადაც ეცნობა მრავალ ქვეყნებსა და ქალაქს. მოგზაურობის დროს მან ერთგვარად ვაჭრობა და მეცნირული ცოდნაა გააერთიანა. გაემგზავრა თავრიზში, შემდეგ სირიაში, საიდანც მივიდა ქალაქ მოსულში. ამის შემდეგ მიდის ქალაქ ალეპოში. ალეპოში ყოფნის დროს იგი მუშაობდა გეოგრაფიული ენციკლოპედიის შედგენაზე, რომელიც მან 1224 წელს დაასრულა. იაკუთი იმყოფებოდა ასევე ეგვიპტეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 41.
  • Крачковский И. Ю. Избранные сочинения, т.4 Москва-Ленинград 1957.