აკროსტიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკროსტიქი (კიდურწერილობა) — ლექსი, რომლის სტრიქონთა დასაწყისი ასოები შეადგენს რაიმე სიტყვას ან ფრაზას, ზოგჯერ ტექტსაც. ლექსის ეს სახეობა ბერძნულიდან გადმოინერგა და დიდად პოპულარული იყო ქართველ ჰიმნოგრაფთა შორის (იოანე-ზოსიმე, მიქელ მოდრეკილი, ეზრა, ფილიპე, სტეფანე სანანოისძე, გიორგი ათონელი, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი). მათ ლექსებში აკროსტიქად გამოყენებულია საკუთრივ ლექსის ავტორის ან საგალობლის შემკვეთის სახელი, საგალობლის ხასიათი და სახელწოდება.

აკროსტოკული ლექსი XVII-XVIII საუკუნეთა პოეზიაში საკმაოდ პოპულარული იყო. ამგვარი ლექსები აქვთ არჩილს, ვახტანგ მეექვსეს, თეიმურაზ მეორეს და თვით დავით გურამიშვილსაც კი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მცირე საეკლესიო ენციკლოპედია“, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ. 2004, გვ. 109