ადალბერტ ბრემენელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადალბერტ ბრემენელი (გერმ. Adalbert von Bremen; დ. 1000 — გ. 1072) — ბრემენის მთავარეპისკოპოსი საქსონელი გრაფების გვარიდან. მასზე ცნობები დაცულია ადამ ბრემენელის საისტორიო ნაშრომში „ჰამბურგის მონასტრის ეპისკოპოსთა მოღვაწეობანი”, წიგნი III. იგი განუხრელად ცდილობდა თავისი საეპისკოპოსოს გაფართოებას. 1043 წლიდან ჰამბურგ-ბრემენის არქიეპისკოპოსია. ცდილობდა ჰამბურგი სლავებსა და სკანდინავიაში ქრისტიანობის გავრცელების ცენტრად ექცია, მოეპოვებინა ჩრდილოეთ გერმანიის ეკლესიის დამოუკიდებლობა და ჩამოეყალიბებინა საპატრიარქო. რომის წინააღმდეგობის გამო იძულებული გახდა პაპის „ვიკარისა და ლეგატის” წოდებაზე დათანხმებულიყო (1053 წ.). 1063-1066 წლებში იგი რეგენტი და მცირეწლოვან ჰაინრიხ IV-ის მეურვეა, ხოლო 1069 წლიდან მისი მრჩეველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 78.
  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, თბ, 2007 წ. გვ. 450-451