Xerox

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოგო

Xerox Corporationამერიკული კორპორაცია, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ასლგადამღები აპარატურის მწარმოებელი. კომპანია დაარსდა 1906 წელს ქალაქ როჩესტერში, სახელწოდებით Haloid. თავდაპირველად კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ფოტოქაღალდის წარმოება. 1938 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ნიუ-იორკში, ჩესტერ კარლსონის მიერ იქნა მიღებული პირველი ქსეროგრაფიული გამოსახულება, თუმცა თავდაპირველად ახალმა გამოგონებამ ვერავითარი პრაქტიკული გამოყენება ვერ ჰპოვა. 1944 წელს გამომგონებელს დაუკავშირდნენ ამერიკული კომპანია Battelle Memorial Institute-ს წარმომადგენელები და შესთავაზეს თანამშრომლობა. ახალ სავაჭრო ნიშნად შერჩეულ იქნა სიტყვა „ქსეროქსი“ (ბერძნული სიტყვა „ქსეროს“ — მშრალი, იგულისხმებოდა საღებავი, რომელიც მშრალი ფხვნილის სახით გამოიყენებოდა ქსეროგრაფიის პროცესში). 1950 წელს გაყიდვაში გამოჩნდა ქსეროგრაფიული ასლგადამღები აპარატის პირველი სერიული მოდელი, რომელმაც მიიღო სახელწოდება Model A. ნახევარი საუკუნის მანძილზე კომპანია ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს მსოფლიო ბაზარზე. 2005 წლის მონაცემებით, კორპორაციის წლიურმა ბრუნვამ 15 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Xerox&oldid=2645016“-დან