Word of Mouth — ჯგუფ Mike + The Mechanics-ის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1991 წელს. ალბომის მარკეტინგული კამპანია შეფერხებებით მიმდინარეობდა, ვინაიდან ჯგუფის ლიდერი მაიკ რეზერფორდი ამავე დროს ჯენესისისWe Can't Dance-ზე მუშაობდა. ალბომის გამოცემას ტურნე არ მოჰყოლია. არც ჩანაწერს ჰქონია ისეთივე წარმატება, როგორც Living Years-ს და იგი ბრიტანეთში მხოლოდ #11 პოზიციაზე იმყოფებოდა, ხოლო ამავე სახელწოდების სინგლი — #13-ზე (აშშ იგი #78 იყო). ბრიტანეთში კიდევ უფრო წარუმატებელი იყო სიმღერები „A Time and Place“ და „Everybody Gets a Second Chance“ (#58 და #56). თუმცა, ორივე შეტანილია ჯგუფის კომპილაციურ ალბომებში.[2]
სიმღერა „Get Up“ მოხვდა 1993 წლის ფილმში „წლის ახალბედა“.